ომიდან დაბრუნების შემდეგ თელავში დაამთავრა რუსული ენის ფკულტეტი და პარალელურად ასწავლიდა კალაურის და ვაჩნაძიანის სკოლებში რუსულ ენას.
ძალიან კარგი პედაგოგი იყო. კარგი მოცეკვავე მოჭიდავე და მოქეიფე;
1943წლის 5 ივლისს, მეტრის ტანკებმა ჩვენი ბატარეა გადათელეს, ნაღმმტყორცნი ბატარეის კომორგი ილო ჯანიაშვილი თხრილში მოექცა, მალე ჩვენი ტანკები იერიშით წამოგვეშველნენ, ილო უვნებლად გადარჩა, მიწიდან ამოძვრა, ჩვენებს შეეგება, ფაშისტებს ერთად დაედევნენ და მთლიანად ამოჟლიტეს.
ამ გმირობისათვის იგი დიდების ორდენით დააჯილდოვეს, მე კი რეკომენდაცია მივეცი კომუნისტური პარტიის რიგებში მისაღებად.
ილო ცოცხალია, მან ომი ვენაში დაამთავრა, გურჯაან- ში ცხოვრობს, სკოლაში პედაგოგად მუშაობს. ფრონტზე დაწყებული მეგობრობა დღესაც გულითადად გრძელდება“.
ამონარიდი წიგნიდან.
ამბობდა ჩხუბის გამო დამაპატიმრესო და 2 თვეღა მქონდა დარჩენილი. პატიმრები გაიქცნენ და მეც გავიქცი გუბერსკის ციხიდანო.
დამიჭირეს და ფრონტზე წამიყვანეს პირველ ხაზზე გასაშვებად. ჩამწკრივებულები ვიდექით და ვიღაც წარმოსადეგმა ოფიცერმა ჩამოიარა ჩემს წინ აჩერდა. მკაცრად რუსულად მითხრა გამომყევიო. გავყევი და თვალს რომ მოვეფარეთ ქართულად მეუბნება: ქართველი ხარ ბიჯოვო?
კი ქართველი ვარო.
საიდან ხარო?
გურჯაანიდან კალაურიდანო.
გადამეხვია წინანდლელი ვარო. გრიშა ერქვა.
უთქვამს მანდ ვისაც უყურებ ხვალ საღამოს შეიძლება ცოცხლი აღარავინ იყოსო.
ამაღამ წაგიყვან "მინამიოტს " შეგასწავლი
ხვალ დილას ჩამოვივლით და ვიკითხავ ვინმემ ხო არ მიამიოტი და თქვი რომ შენ იცი და წაგიყვან ჩემთან ხალხი მაკლიაო.
ერთ ღამეში ვისწავლე ყველაფერი და დილით რომ შემამოწმეს მოვწეონე და წამიყვანესო. მთელი ფრონტი ერთად გაატარეს. 2 დიდების ორდენი და მრავალი მედალი ჩამოიტანა. რომ ჩამოვიდნენ ნათელმირვნები გახდნენ.
სამწუხაროდ გრიშა ომიდან ჩამოსვლის შემდეგ ტრაგიკულად გარდაიცვალა. ვიღაცას ხელი უკვრია ხუმრობით და მტკვარში დაიხრჩო.
ფოტო და მოგონებები მოგვაწოდა შვილიშვილმა ჯანიაშვილი ილია დავითის (როსტომი) ძე მღვდელი წინამძღვარი

05.11.1944

16.05.1945