სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12406

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
ზოსიმე (ზურაბ) ყაველაშვილი არქიმანდრიტი დაბ. სოფ. ზოდი (ჭიათურა) 1967წ. ზოსიმე (ზურაბ) ყაველაშვილი არქიმანდრიტი დაბ. სოფ. ზოდი (ჭიათურა) 1967წ.
ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ყაველაშვილი სია

ჭიათურა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

25       ბეჭდვა

ზოსიმე (ზურაბ) ყაველაშვილი არქიმანდრიტი დაბ. სოფ. ზოდი (ჭიათურა) 1967წ.

არქიმანდრიტი ზოსიმე (ერისკაცობაში ზურაბ ყაველაშვილი) დაიბადა 1967 წლის 6 მაისს ჭიათურის რაიონის სოფელ ზოდში.

1984 წელს დაამთავრა სოფელ ზოდის საშუალო სკოლა.


1986 წელს მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური უკრაინის ქალაქ კრივიოროგში.

1992 წელს, დეკანოზ დავით კაციტაძის რეკომენდაციით, ჩააბარა თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში

მსახურობდა მედავითნედ მთაწმინდის „მამა დავითის“ ეკლესიაში. სემინარიის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო სასულიერო აკადემიაში.

1999 წლის 22 თებერვალს აღიკვეცა ბერად შავნაბადის მონასტერში, მთავარეპისკოპოს აბრაამისა და მისი მოძღვრის, არქიმანდრიტ ანტონ გულიაშვილის ლოცვა-კურთხევით.

1999 წლის 14 მარტს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონის ტაძარში აკურთხა დიაკვნად და აქვე დაიწყო მსახურებაც.

1999 წელს, მთავარეპისკოპოს აბრაამის (გარმელია) ლოცვა-კურთხევით, გადმოვიდა ჭიათურა-საჩხერის ეპარქიაში. სოფელ წასრის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში

ეკურთხა მღვდლად და დაინიშნა საჩხერის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში მღვდლად.

1999 წლის 21 სექტემბერს მთავარეპისკოპოსმა აბრაამმა (გარმელია) აღიყვანა იღუმენის ხარისხში და გადაიყვანა სოფელ სავანის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში.

2007 წლის 6 მაისს მიტროპოლიტმა დანიელმა უწმინდესის ლოცვა-კურთხევით მიანიჭა არქიმანდრიტის ხარისხი.

ამჟამად მსახურებას განაგრძობს სოფელ სავანის (წმინდა გიორგის სახელობის), სოფელ ცხამის (წმინდა გიორგის სახელობის), სოფელ იტავაზის (მთავარანგელოზის სახელობის), სოფელ ითხვისის (წმინდა იაკობ მოციქულის სახელობის) ტაძრებში. 


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 17.07.2026
ბოლო რედაქტირება 17.07.2026
სულ რედაქტირებულია 2




ყაველაშვილი - გვარის 14 ღვთისმსახური

1 0

ყაველაშვილი სასულიერო ოჯახი, ზედუბანი (ჭიათურა)

2 0

ბადრი (მტკაველა) ყაველაშვილი 1961-12/12/91წწ გარდ. 30 წლის თბილისი, შინაგანი ჯარი, დაბ. თბილისი

2 0