არქიმანდრიტი ილარიონი (კვირიაშვილი) დაიბადა 1982 წლის 8 დეკემბერს ქალაქ რუსთავში.
1989-1998 წლებში სწავლობდა რუსთავში, კერძო სკოლაში, ხოლო 2000 წელს დაამთავრა ქალაქ რუსთავის მე-2 საჯარო სკოლა.
2000-2003 წლებში სწავლობდა ქ. თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინფორმატიკის ფაკულტეტზე.
20006 წლის დეკემბრიდან („ცხოვრობდა ღვთაების მამათა მონასტერში.
2007 წელს შეიმოსა მორჩილის კაბით, წმინდა ზენონ იყალთოელის სახელზე (ხს. 29 ოქტომბერი).
2010 წელს აღიკვეცა ბერად, წმინდა ილარიონ ქართველის სახელზე (ხს. 2 დეკემბერი).
2011 წელს, მიტროპოლიტ დანიელის ლოცვა-კურთხევით, გადმოვიდა კაცხის სვეტის წმინდა სვიმეონ მესვეტის სახელობის მამათა მონასტერში,
2011 წლის 28 აგვისტოს, მარიამობის დღე სასწაულზე, მიტროპოლიტმა დანიელმა საჩხერის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში ხელი დაასხა ბერ-დიაკვნად, ხოლო
2012 წლის 23 ოქტომბერს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მერჯევის წმინდა სამების სახელობის ტაძარში – მლვდელ-მონაზვნად.
2015 წლიდან იყო მონასტრის წინამძღვრის მოვალეობის შემსრულებელი.
2016 წლის 17 იანვარს უწმინდესმა და
უნეტარესმა ილია II-მ, მიტროპოლიტ, დანიელის წარდგენით, აღიყვანა იღუმენის ხარისხში.
2016 წლის 5 სექტემბერს მიტროპოლიტმა
დანიელმა დაადგინა კაცხის სვეტის წმინდა
სვიმეონ მესვეტის სახელობის მამათა მონასტერში წინამძღვრად.
2022 წლის 2 ივნისს, ამაღლების დღესასწაულზე, მიტროპოლიტ, დანიელის წარდგენით, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღიყვანა არქიმანდრიტის ხარისხში.