სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12426

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
საინტერესო ადამიანები
ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის ტაძრები და მათი წინამძღვრები. ავტ. მარინე დემეტრაშვილი 2023წ. ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის ტაძრები და მათი წინამძღვრები. ავტ. მარინე დემეტრაშვილი 2023წ.
ბმულის კოპირება

საინტერესო ადამიანები

გვარი დემეტრაშვილი სია

საჩხერე გამოჩენილი ადამიანები სრული სია

9       ბეჭდვა

ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის ტაძრები და მათი წინამძღვრები. ავტ. მარინე დემეტრაშვილი 2023წ.

წიგნიდან საქმემან შენმან 2023წ. გამოცემა. ავტორი მარინე დემეტრაშვილი.


დეკაწოზი დავითი (კაციტაძე)


საჩხერე. წმ. ნინოს სახ. საკათედრო ტაძრის აშენება დაიწყო XX საუკუნის დასაწყისში კნეინა ელისაბედის თაოსნობით. 1910 წლის 4 დეკემბერს, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე, იკურთხა ტრაპეზი, აღევლინა პირველი წირვა.

1915 წლის 4 თებერვალს, ოთხშაბათ დღეს, წმ. ნინოს ტაძარი მარადიული სასუფევლის გზაზე აცილებს ერის მგოსანს დიდ აკაკის (წერეთელს). კომუნისტური რეჟიმის დამყარებიდან მალევე ტაძარმა შეწყვიტა ფუნქციონირება.

1979 წელს აღდგა ღმრთისმსახურება.

1991 წლის 29 აპრილს ქ. საჩხერეში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად ჩამოიქცა ტაძრის გუმბათი, სამრეკლო და კედლები.

2002 წელს ქ. საჩხერის მკვიდრის, ბატონი გოჩა ჭიღლაძის თაოსნობით ტაძარი აღდგა და მოიხატა.


საჩხერე. გორიჯვრის წმინდა გიორგის ეკლესია აგებულია XVII საუკუნეში. აქ ქალაქ გორიდან ჩამოიტანეს ვერცხლის დიდი ჯვარი და აქედან მომდინარეობს სალოცავის სახელწოდებაც. ტაძარი კომუნისტების დროს დაანგრიეს და აღდგენილ იქნა 90-იანი წლების დასაწყისში დეკანოზ დავითის (კაციტაძის) ხელმძღვანელობით.


საჩხერე. სოფელ დუნთაში მდებარეობს მთავარანგელოზის ეკლესია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მიტოვებული იყო. 1991 წლის მიწისძვრის დროს დაინგრა. ამჟამად აღდგენილია სრულად. სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარებაში მონაწილეობა მიიღო საჩხერისა და სოფელი დუნთის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, მამა დავითის (კაციტაძის) ხელმძღვანელობით.



დეკანოზი ამირან მოდებაძე


ჭიათურა. სოფ. კაცხის მაცხოვრის შობის სახ. ტაძარი (X-XI). რესტავრირებულია.

ჭიათურა. სოფ. ეწერის წმ. გიორგის სახ. ტაძარი (2016 წ.).

ჭიათურა. სოფ. ღვითორის ტაძარი (მშენებარე)

ჭიათურა. სოფ. მელუშეეთის წმ. ნინოს სახ. ტაძარი (2020 წ.)

ჭიათურა. სოფ. ჯოყოეთის მთავარანგელოზთა სახ. ტაძარი (XVIII), აღადგინა ფონდმა „ქართუმ“ 2016-2017 წლებში.



არქიმანდრიტი ზოსიმე (ყაველაშვილი)

საჩხერე. სავანის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი. XI საუკუნე. 2007 წელში ფონდ „ქართუს“ მიერ შეიცვალა სახურავი, თანადროულ თაბაშირის კანკელს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები.

საჩხერე. დურევის მაცხოვრის სახელობის ტაძარი (X ს.). ძეგლთა დაცვის კომიტეტის მიერ 2008 წელს განხორციელდა აღდგენითი სამუშაოები.

საჩხერე. ცხამის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი (XVII-XVIII სს.). 2011 წელს ფონდ „ქართუს“ მიერ შეიცვალა სახურავი, აშენდა ახალი სამრეკლო.

საჩხერე. ბახიოთის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი. აშენდა 2002 წელს, ადგილობრივი მოსახლეობის ძალისხმევით. საჩხერე.

იტავაზის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარი. აიგო 2016 წელს, ადგილობრივი მოსახლეობის ძალისხმევით.

საჩხერე. ეხვევის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი (XI ს.). 2004 წელს ფონდმა „ქართუმ“ ჩაუტარა რესტავრაცია.



არქიმანრიტი ილარიონ კვირიაშვილი;

ჭიათურა. კაცხის სვეტის წმინდა სვიმეონ მესვეტის სახელობის მამათა მონასტერი. მონასტერში არის ორი ტაძარი, რომლებიც XI-XIII საუკუნეებით თარიღდება. მონასტრის ეზოში მდგარი ტაძარი წმინდა სვიმეონ მესვეტის სახელობისაა, სვეტის თავზე მდებარე კი – ცხოველმყოფელი ჯვრისა. ტაძრები აღდგენილ იქნა 2004-2008 წლებში, ფონდ „ქართუსა“ და ჯორჯიან მანგანეზის დახმარებით.



იღუმენი იოანე (შენგელია)

ჭიათურა. დიდი კაცხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი. აგებულია XIX საუკუნის 70-იან წლებში, წმინდა მღვდელმთავარგაბრიელის (ქიქოძე) ლოცვა-კურთხევით. მე 20 საუკუნის დასაწყისში ტაძარი დაზიანდა, აღადგინეს 2001-2003 წლებში, ადგილობრივი მკვიდრის, ელდარ ბაზღაძის ოჯახის ფინანსური მხარდაჭერით.



იღუმენი სვიმეონ ეზიაშვილი


საჩხერე. სოფ. უზუნთა, იოანე ნათლისმცემლის მცირე ბაზილიკა (VIII-IX სს.); დანგრეული დრო-ჟამის მიერ, აღადგინა უზუნთის მკვიდრმა რომან მაჩაიძემ 2006 წ. საჩხერე. სოფ. ქვემო ხევის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მცირე ბაზილიკა, ააშენა ქვემო ხევის მკვიდრმა თამაზ მამულაშვილმა (2008 წ.).

საჩხერე. სოფ. ქვემო ხევი – წმ. პეტრეპავლეს პატარა ბაზილიკა, ააშენა სოფლის მკვიდრმა მანუჩარ აბრამიშვილმა (2015 წ.).

საჩხერე. სოფ. ცხომარეთი: ღვთისმშობლის მიძინების პატარა სალოცავი, ააშენა სოფელმა (2017 წ.).

სოფელ ყვიჩორში არის ორი ტაძრის ნანგრევი, ვისი სახელობისაა, უცნობია.

საჩხერე. სოფ. ცხომარეთი. ჯრუჭის. მონასტერი, წმ. გიორგის ტაძარი (IX-X სს.). ბოლო სახე ტაძრისა აგებულია ფალავანდიშვილების მიერ მათი თავადობის დროს. დაინგრა 1991 წ. მიწისძვრისას, აღდგენა დაიწყო 2018 წელს. გადაიხურა 2023 წლის მარტში.

მიიღებს პირვანდელ სახეს. მონასტრის ტერიტორიაზე 2018 წელს აშენდა წმ. ილარიონ ქართველის (ყანჩაველის) სახელობის ხის

მცირე ზომის ტაძარი (ქტიტორი – სოფ. სარეკის მკვიდრი თენგიზ გაბაძე).



დეკანოზი მიქაელი (კირვალიdე)


საჩხერე. სხვიტორის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესია. აშენების თარიღი უცნობია.

საჩხერე. ჩიხის წმ. სამების სახელობის ეკლესია. აშენდა 1910 წელს. რესტავრაცია ჩაუტარდა 2006-2010 წლებში.

საჩხერე. ჩიხის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია (მე-14 ს.).

საჩხერე. ჩიხის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესია (პატარა), აგების თარიღი უცნობია.

საჩხერე. ორღულის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია (XVI ს.).



დეკანოზი თადეოზი სალარიძე


ჭიათურა. დარკვეთის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია (X-XI საუკუნეების მიჯნა). თავდაპირველად ერთნავიანი ყოფილა, შემდეგ გარსშემოსავლელი მიუშენებიათ. ეკლესია მაღალია და ფართო, პროპორციები - მოხდენილი. შიგნით შელესილია. ეკლესიის შიდა სივრცე დანაწევრებულია ორი წყვილი პილასტრითა და მათზე დაყრდნობილი კამარის საბჯენი თაღებით. ინტერიერში მორთულობა არ გვხვდება, ჩუქურთმა ძირითადად ფასადებზე, სარკმელთან და შესასვლელებთანაა თავმოყრილი. ფასადის დეკორატიულ მორთულობაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს რელიეფურ, ასომთავრულ წარწერებს. ერთ-ერთ მათგანში მოხსენიებული არიან ეკლესიის მშენებლებიც (ვინმე გოლიათის შვილები): გოდალბრი, ლიპარიტ და კ-ე. აღსანიშნავია აღმოსავლეთ ფასადის სარკმელი, რომლის სასინათლო ხვრელი პატარა ბოძით ორად იყოფა. ეკლესიას აქვს ქართული ხუროთმოძღვრებისთვის უცხო, ფარშევანგის ბარელიეფი. ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.



დეკანოზი ლაზარე კაპანაძე 


ჭიათურა. სოფელ ნავარძთის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი (აშენდა 1742-1782). რესტავრირებულია.

ჭიათურა. ნავარძეთის წმ. გიორგის სახელობის XV საუკუნის ეკლესია.

ჭიათურა. სოფელ საკურწის წმინდა გიორგის სახ. ეკლესია (აშენდა 1921-1927 წ.წ.).

ჭიათურა. სოფელ რცხილათის წმინდა გიორგის სახ. ეკლესია (აშენდა 2000 წ.).

ჭიათურა. თირის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია (XIXIIსს.).

ჭიათურა. კარის ეკლესია თირის ციხეში, დარჩენილია ნანგრევები.



დეკაწოზი გაბრიელ ვაშაძე


ჭიათურა. სოფელ უსახელოს წმ. პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარი (აიგო 2021 წ. სოფლის მოსახლეობის მიერ).

ჭიათურა. სოფელ უსახელოს წმ. გიორგის სახ. ტაძარი (რესტავრაცია ჩაუტარდა 2020 წ.).

ჭიათურა. სოფელ უსახელოს წმ. მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარი (XI-XII სს.) (აღსადგენია).

ჭიათურა. სოფელ უსახელოს წმ. გიორგის სახელობის ტაძარი, წერეთლების უბანში (2009 წ.).

ჭიათურა. სოფელ წასრის წმ. გიორგი სახ. ხის ტაძარი (XVII ს., განახლდა 2019 წ.).

ჭიათურა. სოფელ შუქრუთის წმ. მარინეს სახ. ტაძარი (XIX ს. ბოლოს, აღადგინეს 2012 წ.).

ჭიათურა. სოფელ შუქრუთის წყაროსთავის წმ. გიორგის სახ. ტაძარი (XI ს., აღდგა 2021 წ..).



დეკანოზი ავთანდილი ცაბაძე


საჩხერე. გამოღმა არგვეთის წმინდა გიორგის ტაძარი აშენებულია 1800 წელს. 1900 წელს ჩაუტარდა რესტავრაცია და იკურთხა ღმრთისმშობლის მიძინების სახელზე დღემდე. გორისის წმინდა გიორგის ტაძარი აშენებულია 1800-იან წლებში. რესტავრაცია ჩაუტარდა ჯერ 1900-იან წლებში, შემდეგ – 2000 წელს (ლონგინოზ ბარბაქაძის თაოსნობით) და შემდგომაც – 2010, 2015, 2020, 2022 წლებში.

საჩხერე. უბნის სალოცავი წმინდა გიორგის სახელობის პატარა ეკლესია. აიგო მე-19 საუკუკუნის 50-60-იან წლებში, აჭარაძეების მიერ. მიწისძვრის შემდეგ რესტავრაცია ჩაუტარა მხევალმა ღმრთისამ ნელი (ელენე) გომართელმა.

საჩხერე. სოფელ ივანწმინდის იოანე ნათლისმცემლის ტაძარი აგებულია 1100 წელს. 1116 წელს იოანე ქავთარაძის თაოსნობით განახლდა. 2000 წელს ჩაუტარდა რესტავრაცია, შეიცვალა სახურავი და კანკელი.

საჩხერე. მერჯევის სამების ტაძარი. აგებულია 1800-იან წლებში. 2000 წელს განახლდა, შეიცვალა სახურავი და კანკელი. ტაძარი იკურთხა 2008 წელს ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტ დანიელის მიერ.

საჩხერე. ანგარულის წმინდა გიორგის პატარა სალოცავი, აგებულია X-XI საუკუნეებში. 1992 წლის მიწისძვრის შედეგად დაინგრა. აღადგინა აწ განსვენებულმა ჯუმბერ ბედიანიძემ. 2022 წელს ჩაუტარდა რესტავრაცია, გამოიცვალა სახურავი, კანკელი და საკურთხეველი, მოიხატა საკურთხეველი.

საჩხერე. გამოღმა არგვეთის ეკლესია. (მიტროპოლიტ დანიელის კურთხევით) ტაძარი 2006 წელს აკურთხა არქიმანდრიტმა ზოსიმემ.



დეკანოზი ნიკოლოზ მაჭარაშვილი


საჩხერე. კორბოულის ქვედა ძლევის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, აგებულია 1875 წელს, აღმდგენელი – გივი შუბითიძე.

საჩხერე. კორბოულის ზედა ძლევის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი (900-იანი წლები). აღდგენილია ფონდ „ქართუს“ მიერ.

საჩხერე. კორბოულის ზარნალის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი (მე-10ს.). აღადგინა ვალიდა დარბაიძემ. გადახურა პაატა მაჭარაშვილმა.

საჩხერე. კორბოულის ძველი ზარნალის ნატაძრალი (VI ს.).

საჩხერე. კორბოულის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი (1800-იანი წლები). აღადგინეს ფონდმა „ქართუმ“ და დავით კილაძემ.

საჩხერე. კორბოულის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი (1800-იანი წლები). ქტიტორი კოტე კაპანაძე.

საჩხერე. კორბოულის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი (1600-იანი წლები). აღადგინეს ფონდმა „ქართუმ" და დავით კილაძემ.

საჩხერე. კორბოულის ჯვართამაღლების სახელობის ტაძარი. აგებულია 2002 წელს. აღმაშენებლები ბადრი, ფრიდონ და ლაშა ტალახაძეები.

საჩხერე. კორბოულის სისვაძეებში წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი. აიგო 2000 წელს. ააშენა გიორგი სისვაძემ.

საჩხერე. კორბოულის სისვაძეებში წმინდა გაბრიელ ქიქოძის სახელობის ტაძარი. 2022 წელი. აღმაშენებელი გაგა კაპანაძე.

საჩხერე. ჩონთოში, ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი (მე-10 ს.). აღმდგენლები კახაბერი და ვაჟა.

ჭიათურა. ბერეთისაში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი (1700-იანი წლები). აღადგინა ლევან ტაბატაძემ.

ჭიათურა. ბერეთისას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი. 2000 წელს ააშენა დავით კვიჟინაძემ.

ჭიათურა. წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი. 2000 წელს ააშენა მუხრან ტაბატაძემ. საჩხერე. სოფელი ჯვარი. ღვთისმშობლის სახელობის (VIII-IX სს.). დანგრეული.

საჩხერე. კორბოულის კვირაცხოვლის სახელობის ტაძარი (2000 წ.). აღმშენებელი  თენგიზ კაპანაძე.

საჩხერე. მაცხოვრის სახელობის ტაძარი (VI-VII სს.).



დეკანოზი გიორგი (წერეთელი)


საჩხერე. ქორეთის ყოვლადწმიდა სამების ტაძარი (მე-10 ს.) და მინაშენები ეკვდერი მაცხოვრისა (მე-16 ს.).

საჩხერე. ქორეთის „უდერძის“ წმინდა გიორგის ტაძარი − სარესტავრაციო. თუმცა პერიოდულად მსახურება სრულდება (აგების ზუსტი დრო უცნობია).

საჩხერე. ქორეთი. პასიეთის უბანი. მიტროპოლიტ დანიელის კურთხევით საძირკველი ჩაეყარა მაცხოვრის აღდგომის ტაძრს. მშენებლობა მიმდინარეობს ადგილობრივი მოსახლეობის შემწეობით.

ჭიათურა. სოფ. სვერის წმინდა იოანე ნათლისმცემლის ტაძარი (მე-19 ს.). განახლდა მიტროპოლიტ დანიელის ლოცვა-კურთხევით. მშენებლობა მიმდინარეობს სოფლის მოსახლეობის ძალისხმევით.

ჭიათურა. სვერში არის კლდეში ნაკვეთი ტაძარი (აღსადგენი), რომელსაც ეძახიან ბასილის მღვიმეს (XII-XIII სს.).

ჭიათურა. ცხრუკვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი (XVIII ს.). აღდგენილია მიტროპოლიტ დანიელის კურთხევით. რესტავრაცია მიმდინარეობს ადგილობრივი მოსახლეობის ძალისხმევით.

ჭიათურა. ცხრუკვეთის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი (ეპოქა უცნობია). აღსადგენია.

ჭიათურა. თვალოეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი (XIX ს.). სარესტავრაციო.

საჩხერე. 2003 წელს სამთო სკოლის ტერიოტორიაზე ჯარისკაცების მიერ აიგო ხის მცირე ზომის წმინდა გიორგის სახელობის

ტაძარი. 2015-ში, მეთაურის გადაწყვეტილებით, ისევ პირადი შემადგენლობის ერთობლივი ძალისხმევით, მიტროპოლიტ დანიელის კურთხევით, საფუძველი ჩაეყარა და აშენდა წმინდა მთავარანგელოზ მიქაელისა და ყოველთა ზეციერ ძალთა ტაძარი.



დეკანოზი გიორგი (გოგოლაშვილი)


ჭიათურა. ზოდის წმ. გიორგი. უღმერთობის ხანაში დაზიანდა და მიწისძვრამ კიდევ მეტად დააზიანა. ორიათასიანების დასაწყისში აშენდა თავიდან.

ჭიათურა. ხრეითის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი. კომუნისტებმა დაანგრიეს სრულად და ააშენეს ზვიად ცერცვაძემ, დავით ჯაფარიძემ და გელა მიქაცაძემ.

ჭიათურა. ხრეითის წმ. ნინოს სახელობის ტაძარი. ახალი აშენებული. ქტიტორი – შავლეგ შეყილაძე.

ჭიათურა. ზედუბნის კოზმა და დამიანეს სახელობის ტაძარი და იქვე − ზედუბნის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი.

ჭიათურა. ზეკვეცას ღვთისმშობლის შობის ტაძარი.



დეკანოზი ზურაბ გველესიანი


ჭიათურა. სოფ. ჭილოვნის მაცხოვრის ამაღლების ტაძარი. (XIX ს.). აღდგა 2002 წ. ქტიტორი – ირაკლი წერეთელი.

ჭიათურა. სოფ. ზედარგნის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი. აშენდა 2004 წ. ქტიტორი − ნანა აბესაძე. არაა დასრულებული.

ჭიათურა. სოფ. სარქველეთუბნის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარი (XIX ს.). აღადგინეს ლევან და რატი სამყურაშვილებმა. არაა დასრულებული.

ჭიათურა. სოფ. წინსოფლის წმ. გიორგის ტაძარი (შუასაუკენეების). აღადგინა მოსახლეობამ. არაა დასრულებული.

ჭიათურა. სოფ. თაბაგრების (XIX ს.). მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარი. საფუძვლიდან აღდგენილია ქტიტორ ალექსანდრე ჯიქიძის მიერ.



დეკანოზი გიორგი გოგესაშვილი


საჩხერე. ჭალის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი (XV ს.). აგებულია აბაშ აბაშიძის მიერ.

ჭალა. წმინდა ბარბარე. მშენებლობა დაიწყო 2018 წელს შემოწირულებით და დღეს მიმდინარეობს პერანგის მოპირკეთება.

საჩხერე. სოფელ ღონის მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარი. აშენებულია დეკანოზ ერეკლე აბაშიძის მიერ მე-18 საუკუნეში. დანგრევის შემდეგ განაახლა ლევან ვასაძემ (მამა გიორგის შვილიშვილმა). საჩხერე. სოფ. დრბოს ბეთლემის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, დანგრეულია. აგებულია მე-15 საუკუნეში აბაშ აბაშიძის მიერ მისი ცოლის სულის საოხად. ცოლს ერქვა კეკლუცი.

დარყის მთავარანგელოზთა ხის ტაძარი. აგებულია, სავარაუდოდ, მე-18 საუკუნის ბოლოს. განახლებულია „ქართუ“ ფონდის მიერ.

საჩხერე. სოფელ ღონის მიქაელ მთავარანგელოზის სახ. ტაძარი, აშენებულია დეკანოზ ერეკლე აბაშიძის მიერ (XVIII ს.). დანგრევის შემდეგ განაახლა ლევან ვასაძემ.



დეკანოზი ლევან კაციტაძე


საჩხერე. სოფელი სარეკი. ორი მოქმედი ტაძარი. (XIX ს.). ღმრთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი. 1991 წლის მიწისძვრის შედეგად სრულად დაინგრა და გოდერძი აბრამიშვილმა სოფლის მოსახლეობასთან ერთად

აღადგინა ტაძრის კარკასი. სრული დაფინანსება და გამშვენება ითავა ნუკრი გაფრინდაშვილმა. აშენდა მთავარი ტაძარი, სამრეკლო, ნაკურთხი წყლის საცავი, სატრაპეზო და კეთილმოეწყო ტაძრის ტერიტორია. 2010

წელს 25 აგვისტოს ტაძარი აკურთხა მიტროპოლიტმა დანიელმა.

საჩხერე. სარეკის მეორე ტაძარი „ღვთაება“. მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ერთნავიანი ბაზილიკა (XVII-XVIIIსს.). რესტავრაცია ჩაუტარა სოფლის მოსახლეობამ და მოიხატა გოდერძი აბრამიშვილის დაფინანსებით. ტრაპეზი 2014 წელს (მიტროპოლიტ დანიელის ლოცვა-კურთხევით) აკურთხეს არქიმანდრიტმა ზოსიმე ყაველაშვილმა, არქიმანდრიტმა ილარიონ ჭიღლაძემ და დეკანოზმა ლევან კაციტაძემ. ასევე სოფელში არის სამი ნაეკლესიარი (ნანგრევები): აბრამიშვილების უბანში – „უქუნიგვერდი“, ჯრუჭულის ხეობასა და ცივწყაროს მიმდებარედ გამოქვაბულში.

საჩხერე. სოფელ ბაჯითის სამება, მე-10 საუკუნის ერთნავიანი ბაზილიკა. მიწისძვრის შედეგად დაინგრა და აღადგინა შალვა ჭიხორიამ სოფლის მოსახლეობის თანადგომით. ტაძარში დგას ახალი ქვის ტრაპეზი და ახალი ხის კანკელი. არის გალესილი და შეთეთრებული. არ არის ნაკურთხი.

საჩხერე. ბაჯითის ღმრთისმშობელი. დიდი დარბაზული ტაძარი მიდგმული სამრეკლოთი. მიწისძვრის შემდეგ აღადგინა ზვიად ბრეგვაძემ მოსახლეობის თანადგომით. ტაძარი არის შიგნიდან მხოლოდ გალესილი. არ დგას ტრაპეზი და არ არის ნაკურთხი.



დეკანოზი თეომურაზ რუხაძე


ჭიათურა. ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის სახელობის ტაძარი. 2015 წლის გაზაფხულის მზიან დღეს ჭიათურისა და

საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელ დათუაშვილმა ჭიათურაში, ლეჟუბნის დასახლებაში, აკურთხა ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის სახელობის ტაძრის საძირკველი, რომლის აქტიური მშენებლობა დაიწყო 2019 წელს. ტაძრის მშენებლობაში დიდია წვლილი 2019 წელს აღდგომას გარდაცვლილი ყრმა

ანზორი, იგივე დავითი. ტაძრის მშენებლობა თითქმის დასრულებულია, მაგრამ დასასრულებელია კომპლექსი: სამრეკლო, სატრაპეზო, გალავანი და მოსაწესრიგებელია ეზო. მის აღშენებასა და მოწყობაში ჩართულია არაერთი ღირსეული ჭიათურელი, რომელთა სახელებს, მათი თხოვნით, არ ვიხსენიებთ. უნდა აღინიშნოს მცხეთა-თბილისის ეპარქიაში მოღვაწე ჭიათურელი სასულიერო პირის, დეკანოზ მელქისედეკ ხვედელიძის ღვაწლი. უფალმა დალოცოს ყველა, ვინც ამ კეთილი საქმის აღსრულებაში თავის წვლილს შეიტანს.

ჭიათურა. სოფელ გუნდაეთის წმინდა გიორგის სახელობის ულამაზესი XVIII საუკუნის ტაძარი. კომუნისტური რეჟიმის დროს თითქმის სრულად დაინგრა. 2019 წელს ტაძარი, მიტროპოლიტ დანიელის ლოცვა-კურთხევით, ფონდმა „ქართუმ“ აღადგინა, ხოლო მის მოწყობაში სოფლის მოსახლეობამ დიდი

წვლილი შეიტანა.

ჭიათურა. სოფელ ნიგოზეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი. აგებულია XIX ს. 70-იან წლებში. კომუნისტების დროს ხანძრის შედეგად ჯერ დაზიანდა, შემდეგ სრულად დაინგრა. 2003-2004 წლებში სოფლის მოსახლეობის ერთობლივი გადაწყვეტილებითა და ძალისხმევით დაიწყო ტაძრის აღდგენა და დასრულდა 2013 წელს. პროცესში სოფლის არაერთმა ღირსეულმა შვილმა მიიღო მონაწილეობა.

ჭიათურა. სოფელ მეჩხეთურის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძარი აგებულია 1905 წელს. კომუნისტური რეჟიმის დროს შენობა თითქმის დაინგრა. მიტროპოლიტ დანიელის ლოცვა-კურთხევით, აღდგენა დაიწყო 2011 წელს სოფლის მოსახლეობის ერთიანობითა და თავგანწირვით, და დაგვირგვინდა ტაძრის კურთხევით 2021 წლის 27 ოქტომბერს.

ჭიათურა. სოფელ მანდაეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი აიგო 1856 წელს, თუმცა კომუნისტური რეჟიმის დროს ძალიან დაზიანდა. მიტროპოლიტ დანიელის ლოცვა-კურთხევით სოფლის მოსახლეობამ დაიწყო ტაძრის აღდგენა, არ დარჩა ოჯახი, რომელსაც ამ პროცესში მონაწილეობა არ მიუღია. ამჟამად მოქმედია. ჭიათურა. ტყემლოვნის ღვთისმშობლისშობის სახელობის ტაძარი. აიგო XIX ს. 80- იან წლებში, თუმცა ისიც კომუნისტური რეჟიმისას იავარიქმნა. ჯერ კიდევ მიტროპოლიტ კონტანსტინეს მღვდელმთავრობის პერიოდში აღადგინა სოფლის ერთგულმა შვილმა რუბენ ჩინჩალაძემ. 2010 წლიდან, მიტროპოლიტ დანიელის ლოცვა-კურთხევით, სოფელ ტყემლოვნის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში და მის ირგვლივ სოფლებში დაინიშნა მოძღვარი და აღდგა ღვთისმსახურება.

ჭიათურა. სოფელ პატარა ჩხირაულის წმინდა გიორგის ეკლესიაც (XIX ს. 80-იანი წლები) თითქმის სრულად დაინგრა მეოცე საუკუნეში. მისი აღდგენა მიტროპოლიტ დანიელის ლოცვა-კურთხევით 2020 წელს შეძლო ფონდმა „ქართუმ“. პროცესში აქტიურად მონაწილეობდა სოფლის მოსახლეობა.

ჭიათურა. სოფელ დიდი ჩხირაულის წმინდა გიორგის ეკლესია (XIX ს. 80-იანი წლები). ასევე თითქმის სრულად დაინგრა მეოცე საუკუნეში. მისი აღდგენა მიტროპოლიტ დანიელის ლოცვა-კურთხევით 2020 წელს შეძლო ფონდმა „ქართუმ“. პროცესში აქტიურად ჩაერთო სოფლის მოსახლეობა.

ჭიათურა. 2019 წელს მიტროპოლიტ დანიელის ლოცვა-კურთხევით საჩხერის სამედიცინო ცენტრში გაიხსნა წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის სამლოცველო, რომლის ხარჯებიც სრულად გაიღო კლინიკის ადმინისტრაციამ.



მღვდელმონაზონი მიქაელ აბაშიძე;


ჭიათურა. ვაჭევის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი (მე-19 საუკუნის მეორე ნახევარი). დაზიანდა მე-20 საუკუნეში, აღდგენილ იქნა ადგილობრივი მკვიდრი ბიზნესმენების, გელა და გია ცერცვაძეების მხარდაჭერით.



მღვდელი ფილიპე სუთიძე


ჭიათურა. ნაგუთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარი. მშენებლობა დაიწყო 2003 წ. და დასრულდა 2010 წ. აღმშენებლები – რომან და ონისე ბარბაქაძეები.

ჭიათურა. სოფელ წირქვალის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი (2009-2012 წწ.).

ჭიათურა. სოფელ ხალიფაურის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი (2009 წ.).

ჭიათურა. სოფელ მღვიმევის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი (1998-2006 წწ.). აღსადგენია სოფელ მღვიმევის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარი.



მღვდელი იოსებ (სადუნიშვილი)


საჩხერე. ხვანის წმ. გიორგის უძველესი ტაძარი (ზუსტი თარიღი უცნობია) 2013 წელს ფონდმა „ქართუმ“ გადახურა ახალი კრამიტით და ჩატარდა გარე კედლების ჩამოფხეკა-რესტავრაცია.

საჩხერე. ხვანის კვირაცხოვლობის სახელობის ეკლესია. დანგრეულია, უძველესია (ზუსტი თარიღი უცნობია).

საჩხერე. ხვანის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ნატაძრალის ნიში (მდებარეობს ხვანის შუა ტყეში).

საჩხერე. ხვანის წმ. სახ. ნინოს ტაძარი. 2014 წელს ააშენა დავით შუბითიძემ.

საჩხერე. ჭალოვანის წმ. ბარბარეს ტაძარი IX-X სს.დანგრეულია საჭიროებს რესტავრაციას

საჩხერე. ჭალოვანის წმ. გიორგის „ბუკილაურის“ სამლოცველო. 2020 წელს ააშენა ადგილობრივმა გიორგი ჯალაბაძემ.

საჩხერე. ჭალოვანის წმ. გიორგის ტაძარი (1870-იანი წლები).

საჩხერე. ლიჩის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი (მე-19 ს.). ნანგრევებიდან 2010 წელს აღადგინა ადგილობრივმა ბიზნესმენმა ელგუჯა ნოზაძემ.

საჩხერე. წმანის (საქორიის სასაფლაოზე) წმ. გიორგის სამლოცველო. აშენდა 2021 წელს.

საჩხერე. წმანში წმ. გიორგის სახელობის ტაძარი (აგების დრო უცნობია).

საჩხერე. ღოდორის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი, უძველესი (ზუსტი თარიღი უცნობია).

საჩხერე. გორიჯვრის წმ. გიორგის სახელობის ხის ტაძარი. უძველესი (ზუსტი თარიღი უცნობია).

საჩხერე. გორიჯვრის მიძინების სახელობის ტაძარი. უძველესი (ზუსტი თარიღი უცნობია). დანგრეულია.



მღვდელი ონოფრე ნოზაძე


საჩხერე. სოფელ მოძვის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია (1878 წ.). მოგვიანებით დაანგრია მიწისძვრამ, თუმცა გადარჩა სტოა, სადაც კომუნისტები სასუქს ინახავდნენ. აღდგა 1998 წელს, მიწისძვრით დაზიანებული სტოა მოარღვიეს და ააგეს ახალი სტოა (2007 წელს). აღმშენებელი − ზვიადი ნოზაძე, ფიზიკურად იშრომეს სოფელ მოძვის მკვიდრებმა მორიგეობით!

საჩხერე. სოფელ ჯალაურთის წმ. გიორგის ეკლესია. 1877 წ. ააგეს უსახელოელმა ფხალაძეებმა. კომუნისტები შაბიამანს ინახავდნენ, შემდეგ დაზიანებულა და 1995 წელს რესტავრაცია ჩაუტარდა. ახლა სახურავი დაზიანებულია და კრამიტიდან წყალი ჩამოდის. იქვე ახლოს, ამაღლებულ ადგილზე, არის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია (ავარიულ მდგომარეობაშია, ფაქტობრივად მსახურება შეუძლებელია). თარიღდება X-XI საუკუნეებით.



მღვდელი ლევან გელაშვილი


საჩხერე. ჭორვილა. 13 ასურელი მამის სახ. ტაძარი. აგებულია 1999 წელს ბიძინა ივანიშვილის მიერ.

საჩხერე. ჭორვილა. მაცხოვრის აღდგომის ტაძარი (1800-იანი წლები). აღდგენილია 1999 წელს ბიძინა ივანიშვილის მიერ.

საჩხერე. ჭორვილა. წმინდა მარინეს სახელობის ტაძარი (1800-იანი წლები). აღდგენილია 2000 წელს დავით წერეთლის მიერ.

საჩხერე. კალვათა ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის შობის ტაძარი (1800-იანი წლები). აღდგენილია 1998-2000 წწ. ვლადიმერ ჟორჟოლაძის, ვახტანგ ჟორჟოლაძისა და სრულიად სოფლის მოსახლეობის დახმარებით.



მღვდელი აკაკი გომართელი


ჭიათურა. სოფელ ითხვისში ამჟამად არსებობს სამი მოქმედი ტაძარი: წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის (აშენდა 1991 წელს ამავე სოფლის მკვიდრის, ბონდო კაპანაძის დაფინანსებით და სოფლის მოსახლეობის მიერ), წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი (აშენდა 2006 წელს ბაჩია აბდუშელიშვილის დაფინანსებით და ასევე მისი, ძმის ბეჟან აბდუშელიშვილისა და სოფლის მოსახლეობის დახმარებით) და წმინდა მოციქულ იაკობის სახელობის ტაძარი (აშენდა 2019 წელს ბიძინა ივანიშვილის მიერ).

სოფელ ითხვისში არის ასევე 1855 წელს აშენებული და ამჟამად დანგრეული იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი.

ჭიათურა. სოფელ მერევის წმინდა გიორგის სახელობის მეცამეტე საუკუნის ტაძარი, ათეიზმის დროს დანგრეული, და აღდგენილი კულტრისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და სოფლის ერთობლივი ძალისხმევით. წირვა-ლოცვისათვის მომზადდა 2018 წელს.




მღვდელი ლევან შუკაკიძე 


საჩხერე. სოფ. საირხის წმ. ნიკოლოზის სახელობის ქვითკირის ბაზილიკური ტაძარი (1862 წ.). 1991 წლის მიწისძვრის შედეგად დაზიანდა, ნაწილი დაინგრა. სოფლის მოსახლეობის დახმარებით აღადგინეს ძმებმა ლომიძეებმა. უფლის მადლითა და მიტროპოლიტ დანიელის ლოცვა-კურთხევით ტაძარი

თანდათან მშვენდება. აშენდა სამრეკლოც და მზადაა საკურთხებლად.



მღვდელი გიორგი შუკაკიძე


ჭიათურა. სოფელ პერევისაში, ერთ ეზოში, არის ორი ტაძარი: ერთი − დიდი ზომის, მეორე − შედარებით მცირე. დიდი ტაძარი, ღმრთისმშობლის სახელობის, მე-19 საუკუნისაა. დანგრეულ შენობას 2000-იან წლებში ჩაუტარდა რესტავრირება. პატარა ტაძარიც,

წმ. გიორგის სახელობის, გადმოცემის თანახმად, მე-9 საუკუნისაა, ისიც ამ დროს არის აღდგენილი. ძირითადი წირვა-ლოცვა დიდ ტაძარში ტარდება ყოველ შაბათ-კვირას.

ჭიათურა. ტაძრები სკინდორსა და მორძგვეთში. ორივე ტაძარი არის მე-19 საუკუნის, აღდგენილია 2000-იან წლებში. წირვა ტარდება ყოველ მეორე შაბათს: ერთ შაბათს – სკინდორში, მეორე შაბათს – მორძგვეთში, ორივე არის წმ. გიორგის სახელობის.



მღვდელი გიორგი მოდებაძე


ჭიათურა. სოფელი რგანი: წმ. გიორგის სახელობის პატარა ტაძარი (აგებულია IX საუკუნეში). რესტავრაცია ჩაუტარდა ავთანდილ ყიფშიძის მიერ 1990-იან წლებში. ხოლო 2019 წელს ჩაუტარდა რესტავრაცია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ.

ჭიათურა. სოფელი რგანი: წმ. გიორგის სახელობის ტაძარი, მიეკუთვნება XIX-XX საუკუნეებს, 1991 წელის მიწისძვრის შედეგად იქნა დანგრეული ამჟამად მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები „ქართუ“ ფონდის მიერ.

ჭიათურა. სოფელ რგანის ორნომრის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი: დაიწყო მშენებლობა 2000 წელს და დასრულდა 2003 წელს, აშენებულია მალხაზ მასხარაშვილის მიერ.

ჭიათურა. სოფელ გეზრულის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი, აშენდა 2008 წელს სოფლის მაცხოვრებლების მიერ.



მღვდელი დავით ლოლაძე


ჭიათურა. სოფელ კალაურის ღმრთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი (აგების თარიღი უცნობია), სოფელმა აღადგინა 2019 წელს.

ჭიათურა. სოფელ უსახელოს წმ. დიმიტრი თესალონიკელის სახ. ეკლესია. აშენდა 2010 წელს სოფლის მოსახლეობის მიერ.

ჭიათურა. სოფელ უსახელოს წმ. ნინოს სახ. ტაძარი, 2007 წელს ააგეს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა.








კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 30.07.2026
ბოლო რედაქტირება 30.07.2026
სულ რედაქტირებულია 12




გერასიმე ზაქარიას ძე დემეტრაშვილი დაბ. 1874წ. მღვდელი მოღვ. გავაზის (ყვარელი) ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია

2 0

დემეტრაშვილი - გვარის 9 ღვთისმსახური

1 0

ზაზა გურამის ძე დემეტრაშვილი 1966-93წწ დაკ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. თბილისი

3 0


დავით დემეტრაშვილი 1968- 2000წწ წარმატებული სპორტსმენი, ქართული ჭიდაობა დაბ. სოფ. თელიანი (ყარაღაჯი) კასპი

2 0

ირაკლი დემეტრაშვილი დ.2002წ. ახალგ. მსოფლიო ჩემპიონი ძიუდო სოფ. თელიანი კასპი

1 0

3 2 5


გიორგი დემეტრაშვილი დ.1989წ. შ.შ.მ. მსოფლიო ჩემპიონი მკლავჭიდი სოფ. თელიანი კასპი

1 0

5 0 0


მარინე დემეტრაშვილი მსოფლიო პრიზიორი თანამედროვე ხუთჭიდი

1 0

0 2 0


ივანე დემეტრაშვილი 1910-1945წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945). სოფელი თონეთი, თეთრი წყარო, ქვემო ქართლი

2 0