თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
კიკურიშვილი მარიამი - მონაზონი.
დაჯილდოვდა ოქროს ჯვრითა და იღუმენიას წოდებით 17 ივნისი 2012წ. მლეთის წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი.
17 ივნისს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა შემდეგი სასულიერო პირები: ძეგვის ყოვლადწმინდა სამების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი იღუმენი გიორგი (თელია) –– არქიმანდრიტის წოდებით; მცხეთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი ანტონი (ფიჩხაია) –– არქიმანდრიტის წოდებით; ძეგვის ყოვლადწმინდა სამების სახელობის მამათა მონასტრის მღვდელმსახური, იღუმენი იოანე (გაბრიელიანი) – არქიმანდრიტის წოდებითა და გამშვენებული ჯვრით; მლეთის წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი მარიამი (კიკურიშვილი) -- ოქროს ჯვრითა და იღუმენიას წოდებით.