სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12300

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
მამუკა ცუხიშვილი (მონაზონი იოანე) 1976წ მწერალი, სასულიერო პირი, ფილოლოგი, დაბ.სოფ. ჩიხა, საჩხერე, იმერეთი
ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი ცუხიშვილი სია

საჩხერე გამოჩენილი ადამიანები სრული სია

7       ბეჭდვა

მამუკა ცუხიშვილი (მონაზონი იოანე) 1976წ მწერალი, სასულიერო პირი, ფილოლოგი, დაბ.სოფ. ჩიხა, საჩხერე, იმერეთი

მამუკა ცუხიშვილი (მონაზონი იოანე) (1976) დაიბადა საჩხერის რაიონის სოფელ ჩიხაში. 


დაამთავრა თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ქართული ენა-ლიტერატურის სპეციალობით 2002 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი (არმენოლოგია) 2003 წელს; თბილისის სასაულიერო აკადემიის საღმრთისმეტყველო ფაკულტეტი 2011 წელს; უკრაინის ქალაქ როვნოს უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი მსოფლიო ისტორიის (ანტიკური ეპოქა) მაგისტრის სპეციალობით 2019 წელს.


სხვადასხვა წლებში მუშაობდა მუშად, მასწავლებლად, განყოფილების ხელმძღვანელად, აპარატის და ადმინისტრაციის უფროსად; 2006-2012 წწ. კითხულობდა ლექციებს ფოლკლორისტიკასა და სიტყვიერების ისტორიაში; 2016 წლიდან არის განათლებისა და მეცნიერების საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორი; 2017 წლიდან კითხულობს სალექციო კურსს ფსიქოლოგიაში; 2019 წლის 30 მარტიდან - საქართველოს საპატრიარქოს სოფლების ისტორიის შემსწავლელი სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი; სამეცნიერო ჟურნალის "მასალები საქართველოს სოფლების ისტორიისათვის" მთავარი რედაქტორი; არის 80-მდე სამეცნიერო წერილის, ნაშრომისა და სამი წიგნის ავტორი. 2017 წლის 26 თებერვალს აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელი - იოანე. სრული პროფესორი (2017).


საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქალის სახე ქართულ ფოლკლორში", დაიცვა 2003 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "კავკასიის ხალხთა ფოლკლორული ცხოვრების მასალები", დაიცვა 2005 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • გურამ შარაძის სახელობის საზოგადოება, წევრი
  • ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საზოგადოება, წევრი
  • საზოგადოება "საჩხერელი", წევრი
  • საქართველოს ბიზანტინისტთა ეროვნული კავშირი, წევრი
  • საქართველოს პაციენტთა უფლებების დაცვის ასოციაცია, დამფუძნებელი, თავმჯდომარე (2012-2016)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე:

 


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 17.03.2023
სულ რედაქტირებულია 1


ცუხიშვილი - გვარის 3 ღვთისმსახური

1 0