სულ ნახვა : 8 384 577
სტატია : 54 608
ფოტო: 78 455

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
გიორგი სუმბათაშვილი ნიკოლოზის ძე (1868-1921 შემდ.), საქართველოს გენერალი მცხეთა მთიანეთი
ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი სუმბათაშვილი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

292       ბეჭდვა

გიორგი სუმბათაშვილი ნიკოლოზის ძე (1868-1921 შემდ.), საქართველოს გენერალი მცხეთა მთიანეთი

სუმბათაშვილი გიორგი ნიკოლოზის ძე (6 აივნისი 1882-1921 შემდ.),  თავადი, გენერალ-მაიორი (1918), „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1915) და „წმ. გიორგის“ ოქროს იარაღი (1915).


  • დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი.
  • პოდპორუჩიკი (1892).
  • პორუჩიკი (1896).



  • პოლკოვნიკი (1914, წარჩინებისთვის).
  • 1915-1917 წლებში ცარიცინის 146-ე პოლკის მეთაურია.

დაჯილდოებული იყო ორდენებით: წმ. ვლადიმირის მე-4 ხარისხის ხმლებითა და ბაბთით, წმ. ანას მე-4 ხარისხის, წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის, წმ. ანას მე-2 ხარისხის ხმლებით, წმ. გიორგის მე-4 ხარისხის, წმ. ანას მე-3 ხარისხის ხმლებითა და ბაბთით, წმ. ვლადიმირის მე-3 ხარისხის ხმლებით. დაჯილდოებული იყო იარაღით.

1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს შეირაღებულ ძალებში. გენერალი (1918). სომხეთთან ომის დროს იყო გენერალ მაზნიაშვილის მოადგილე. 1921 წლის თებერვალში, ომის დაწყების წინ, იმყოფებოდა სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტის სარდლის, გენერალ ი. გედევანიშვილის დაქვემდებარებაში. უშუალოდ სარდლობდა ბამბაკის ხეობაში სანაინი-შაგალის მიმართულებაზე განლაგებულ შენაერთებს. ომის პირველ ეტაპზე განცდილი მარცხის გამო იძულებული იყო უკან დაეხია თბილისის მიმართულებით. თბილისიდან უკან დახევისას გენერალმა კვინიტაძემ მარცხენა კოლონის უფროსად დანიშნა. მონაწილეობდა 4-5 მარტის ოსიაურის ბრძოლაში, სადაც სარდლობდა მარჯვენა ფრთას და ასევე უღელტეხილების დაცვას. 18-20 მარტს მონაწილეობდა ბათუმიდან ქემალისტების განდევნაში. ემიგრაციაში არ წასულა.

მიხეილ ბახტაძე


გიორგი ნიკოლოზის-ძე სუმბათაშვილი , თავადი

(06.06.1868-1921 შემდ.)

გენერალი (1918)

დაიბადა ტფილისში. განათლება მიიღო გიმნაზიაში. დაამთავრა ტფილისის იუნკერთა ქვეითი სასწავლებელი და ოფიცერთა მსროლელი სკოლა. სამხედრო სამსახურში შევიდა 1889 წელს. 

მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის (1904-1905) ომში. არაერთხელ იქნა დაჭრილი. მსახურობდა 153-ე ბაქოს ქვეით პოლკში. 

1911 წლისათვის მსახურობდა 85-ე ვიბორგის ქვეით პოლკში.

1914-1918 წლების პირველი მსოფლიო ომის დროს მსახურობდა 145-ე ნოვოჩერკასკის ქვეით პოლკში, მეთაურობდა ბატალიონს. 

1912 წლის 1 სექტემბერს მიენიჭა პოლოვნიკის სამხედრო წოდება. 

1915-1917 წ.წ.-მეთაურობდა ცარიცინის 146-ე ქვეით პოლკს.

 1918-1921 წლებში მსახურობდა ქართულ ჯარში. იყო მე-3 დივიზიის შტაბის უფროსი, ფრონტის სარდალი. 

1921 წლის თებერვალში დაინიშნა მე-2 დივიზიის მეთაურად.

საბრძოლო დამსახურებისათვის დაჯილდოვდა გიორგის ოქროს იარაღით (03.01.1915) და «წმ.გიორგის» IV ხარისხის ორდენით (02.06.1915)

«წმ.ვლადიმერის» IV ხარ. (მახვილებით და ბაფთით-1905),

«წმ.სტანისლავის»   II (1909) და  II (ბაფთით-1915)ხარ., 

«წმ.ანას»   IV (მამაცობისათვის-1905) , III (მახვილებით და ბაფთით-1916) დამე- II (მახვილებით-1915 )ხარ.ორდენებით, და

 «საპატიო ლეგიონის» ორდენით (საფრანგეთი).




ითანამშრომლა მამუკა გოგიტიძე 1963წ აკადემიკოსი


ქართველი გენერლები აჭარიდან ავტორი მამუკა გოგიტიძე სრული სია





სუმბათაშვილი - გვარის 1 ღვთისმსახური

2 0

მიხეილ სუმბათაშვილი ლუარსაბის ძე 1822–86წწ გენერალ მაიორი დაბ. თბილისი

2 0


დავით სუმბათაშვილი ალექსანდრეს ძე 1831-1920წწ გენერალ ლეიტენატი წარმ. სოფ. ქვიშხეთი ხაშური

1 0


თეიმურაზ სუმბათაშვილი 1942წ. მხატვარი. დაბ. ქ. თბილისი.

1 0


იოსებ სუმბათაშვილი 1915-2012წწ. მხატვარი. დაბ. ქ. თბილისი

1 0


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 19.04.2023
სულ რედაქტირებულია 2