სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12300

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
თამარ ფხაკაძე 1957წ. დრამატურგი, მწერალი, სცენარისტი, ფილოლოგი დაბ. თბილისი
ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი ფხაკაძე სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

8       ბეჭდვა

თამარ ფხაკაძე 1957წ. დრამატურგი, მწერალი, სცენარისტი, ფილოლოგი დაბ. თბილისი

თამარ ფხაკაძე (1957) დაიბადა ქალაქ თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1979 წელს.




1980-2006წწ. მუშაობდა ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ძველი ქართული ლიტერატურის განყოფილებაში; 1997-2003წწ. საბავშვო ჟურნალ "კოკროჭინა" - რედკოლეგიის წევრი. 2005-2006წწ.  საზოგადოებრივი ტელემაუწყებლისათვის მხატვრული და დოკუმენტური ფილმების გახმოვანება "ინტერნიუსში" ტექსტების რედაქტორი; 2006-2007წწ. გამომცემლობა "პალიტრა-L"-ის რედაქტორი; 2007-2008წწ. ტელეარხი "რუსთავი 2"-ის ქართული სერიალის სცენარისტი; 2007-2008წწ. გაზეთი "24 საათი"-ს საბავშვო გვერდის ავტორი; 2008-2009წწ. საზოგადოებრივი ტელემაუწყებელის იუმორისტული გადაცემა "ერისთავის სათვალე" - სცენარისტი; 2010-2011წწ. გამომცემლობა "პეგასი" - მთავარი რედაქტორი. 2011 წლიდან  "საგამომცემლო სახლი ტრიასი" - მთავარი რედაქტორი; 2011 წლიდან ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებლის თეატრის ჟურნალ "მოზArt"-ის სარედაქციო ჯგუფის წევრი; 2001 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი მოთხრობები. არის გამომცემლობა "ტრიასის" მთავარი რედაქტორი. 2012 წლის მარტში თ. ფხაკაძე იყო ლიტერატურული საიტის  "ურაკპარაკის" კონკურსის "ლიტბუნიობა" (პროზა) ჟიურის წევრი. არის თეატრალური დადგმების ავტორი: "ხავსისქუდას ოინები" (2005), "გაფრენა" (2009), "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (2010), მოთხრობა "ომი თუ მშვიდობა" დაიდგა მინი-სპექტაკლად "წიგნის სახლში" დავით დეფი გოგიბედაშვილის და თამრი ფხაკაძის მონაწილეობით.

საკანდიდატო დისერტაციის თემა- "დავით ჯიმშერის ძე ჩოლოყაშვილის ცხოვრება და შემოქმედება".



ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2004 - ლიტერატურული პრემია "საბა", წლის საუკეთესო დებიუტი (გამარჯვებული)
    სანამ დაგვიძახებენ : კრებული/ თამრი ფხაკაძე. - თბილისი : დიოგენე, 2003. - 286გვ.
  • 2003 - ასოციაცია "კვალის" სალიტერატურო კონკურსი (გამარჯვებული)
    მოთხრობა "ორმაგი დღე"
  • 2002 - გამომცემლობა დიოგენეს კონკურსი "პენ-მარათონი 2002", მესამე პრემია
    მოთხრობა "გაკვეთილი"
  • 2001 - ლიტერატურული კონკურსი "ლუარსაბ თათქარიძე" , მეორე პრემია
    ნოველა "ჟამი არს რისა?"
  • 1996 - გამომცემლობა დიოგენეს კონკურსი "საბავშვო პროზა-96" (გამარჯვებული)

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 14.12.2022
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 15.03.2023
სულ რედაქტირებულია 1


ფხაკაძე - გვარის 21 ღვთისმსახური

1 0

იაკობ ოქროპირის ძე ფხაკაძე 1850-192? დეკანოზი, მართლმ. მღვდელი დაბ. სოფ. ფარცხანაყანები, წყალტუბო

2 0

ფხაკაძე ფილიპე ოქროპირის ძე 1844-1922წწ დეკანოზი დაბ. სოფ. ფარცხანაყანევი, წყალტუბო. ქუთაისი

2 0

კობა ფხაკაძე 1967-93წწ. გარდ. 26 წლის, სოფ. აგუძერა გულრიფში აფხაზეთი დაბ. სოფ. ფარცხანაყანები წყალტუბო იმერეთი

3 0

ლევან და სოსო ფხაკაძე 100 მლნ ბიზნესმენი დაბ. თბილისი

2 0

კობა ფხაკაძე დ.1984წ მსოფლიო პრიზიორი კრივი დაბ. ქუთაისი

1 0

0 0 2


ომარ ფხაკაძე 1944-93წწ ოლიმპ.მედალოსანი ველოსპორტი დაბ. ქუთაისი წარმ. სოფ. ფარცხანაყანები წყალტუბო იმერეთი

1 0

1 1 2