სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12300

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
გიორგი ტიგინაშვილი 1986წ  თეოლოგი, მკვლევარი, მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, თიანეთი
ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი ტიგინაშვილი სია

თიანეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

5       ბეჭდვა

გიორგი ტიგინაშვილი 1986წ თეოლოგი, მკვლევარი, მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, თიანეთი

გიორგი ტიგინაშვილი (1986) დაიბადა თიანეთის რაიონში. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია 2008 წელს; თბილისის სასულიერო აკადემია 2009 წელს.



2004-2006წწ. იყო საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში საზოგადოებასთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე; 2006-2012 წწ. საეკლესიო გაზეთ "სიონი"-ს კორესპონდენტი; 2007-2008წწ. მუშაობდა ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში საღვთო სჯულის პედაგოგად; 2009-2011წწ. სკოლა ლიცეუმ "სხივში" რელიგიისა და კულტურის პედაგოგად; 2010-2011წწ. დამოუკიდებელ საერო გიმნაზია "შავნაბადა"-ში რელიგიის ისტორიისა და სექტოლოგიის პედაგოგად; 2009-2011წწ. ქ. ბოლნისის წმ. იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო გიმნაზია "საღვთო სჯული"-ს ძვ. ქართული დამწერლობისა და მსოფლიო ეკლესიის ისტორიის პედაგოგად; პერიოდულად ეწევა პუბლიცისტურ მოღვაწეობას საზოგადოებრივ, რელიგიურ, პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხებში. ავტორია სამეცნიერო წიგნისა: "უწმინდესი და უნეტარესი კირიონ II და ქართული საზოგადოება"(2011). გამოცემული აქვს საკუთარი ნოველების, ლექსების, ესეების, წერილებისა და ინტერვიუების კრებულები: "მადლიერება"(2013), "მუდმივი აწმყო"(2013); 2015-2016წწ. ტელეკომპანია "ქართული არხი"-ს საავტორო გადაცემის "ზვარაკად შეწირულნი" წამყვანი; არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უახლესი ისტორიის მკვლევარი.


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (2013-)

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 14.03.2023
სულ რედაქტირებულია 1