სულ ნახვა : 8 384 577
სტატია : 54 608
ფოტო: 78 455

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
ვარლამ რუხაძე 1874-1935წწ მწერალი, პოეტი დაბ. სოფ. ქუტირი, ხონი, იმერეთი

1874-1935 წწ. გარდ. 61 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი რუხაძე სია

ხონი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

249       ბეჭდვა

ვარლამ რუხაძე 1874-1935წწ მწერალი, პოეტი დაბ. სოფ. ქუტირი, ხონი, იმერეთი

ვარლამ რუხაძე (1874-1935) დაიბადა ხონის რაიონის სოფელ ქუტირში. 


ლექსებს ბეჭდავდა "კვალში", "მოამბეში", "თანამედროვე აზრში" და სხვა. აქტიურად მონაწილეობდა სალიტერატურო ცხოვრებაში. 1898-1899წწ. გამოაქვეყნა პირველი ლექსები, პირველი წიგნი "ლექსები და მოთხრობები", რომლებიც 1902 წელს აკრძალა ცენზურამ. მისი კრებულებია: "ცისკარი" (1904), "თაიგული" (1910), "ზღაპრები და არაკები" (1916), "ცხოვრების ყვავილები" (1919), "რჩეული ლექსები" (1931). წერდა საბავშვო თხზულებებს, ნათარგმნი აქვს ალექსანდრე პუშკინის პოემები. დამოუკიდებლობის პერიოდში ეწეოდა აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას. 1919 წელის 12 იანვარს გაზეთმა "ერთობამ" გამოაქვეყნა მისი ლექსი მისალმება (ჯარს და გვარდიას). მონაწილეობდა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა სალიტერატურო წრის თაოსნობით გამართულ ლიტერატურულ დილაში. მუშათა ცენტრალურ კლუბში, საზოგადო მოღვაწის და ქართველი მწერლის იასე რაჭველის ხსოვნის აღსანიშნავ საღამოზე "საღამო სოსიას ღელე" ლექსი წაიკითხა. მონაწილეობდა მეორე ქართულ კლუბში, სალიტერატურო-საკონცერტო საღამოში.



წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.337

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აკადემიური მწერლობის კავშირი, წევრი

ბიბლიოგრაფია




თეიმურაზ გიორგის ძე რუხაძე, დეკანოზი დაბ. ჭიათურა 1986წ.

2 0

რუხაძე - გვარის 19 ღვთისმსახური

1 0

ნიკოლოზ რუხაძე მაქსიმეს ძე 1905-55წწ საბჭოთა გენერალი დაბ. სამტრედია იმერეთი

2 0


რამაზ რუხაძე 1956-19/11/92წწ გარდ. აფხაზეთი დაბ. სოხუმი

2 0


სერგო რუხაძე სევერიანეს ძე 1920-1945წწ გარდ. ტექსელი დაბ. სოფ. კონტუანი, ხონი

2 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 14.03.2023
სულ რედაქტირებულია 1