სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12300

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
დავით ალექსიძე 1966წ.  მხატვარი. პედაგოგი. დაბ. თბილისი.
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ალექსიძე სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

4       ბეჭდვა

დავით ალექსიძე 1966წ. მხატვარი. პედაგოგი. დაბ. თბილისი.

დავით ალექსიძე (დაბ.1966)



ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1983 წელს; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ფერწერის სპეციალობით 1990 წელს (პედაგოგი ნიკოლოზ იგნატოვი).

1993-1995 წწ. სტაჟირებას გადიოდა იტალიაში, ვენეციის სამხატვრო აკადემიასა და უნივერსიტეტ "კაფოსკარში" თანამედროვე ხელოვნების სპეციფიკით; გაფორმებული აქვს რამდენიმე მხატვრული ნაწარმოები; მონაწილეობა აქვს მიღებული ქართულ შოტლანდიურ შემოქმედებით პროექტში ქალაქ გლაზგოში; 2001 წელს გააფორმა ალტერნატიული სპექტაკლი "მიმიკრია" თეატრალურ სარდაფში; მონაწილეობდა თბილისის საერთაშორისო ფესტივალ ’"საჩუქარის" ორგანიზებაში; 2006 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში;


ამ პერიოდში მონაწილეობდა რომულდო დულბინკოს ფონდის მიერ ორგანიზებულ ვორქშოპებში; მონაწილეობა მიიღო სამხატვრო აკადემიის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო გამოფენებში ირანში, თურქეთში, იტალიაში; ასევე მონაწილეობა მიიღო სტუდენტებთან ერთად ლიეჟის ხელოვნებისა და ისტორიის საერთაშორისო ფორუმში, ლუქსემბურგის ხელოვნებისა და ისტორიის საერთაშორისო ფორუმში; სამხატვრო აკადემიაში მუშაობისას მის მიერ ორგანიზებული იყო სტუდენტთა არაერთი გამოფენა და შემოქმედებითი პროექტი; პარალელურად იგი მონაწილეობას ღებულობს სხვადასხვა საერთაშორისო თუ რეგიონალური მნიშვნელობის გამოფენებში და პროექტებში. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ფერწერის მიმართულების ხელმძღვანელი, სრული პროფესორი, დეკანი.

წყარო: თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ვებგვერდი: art.edu.ge


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 26.01.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 30.04.2023
სულ რედაქტირებულია 1


ზაზა ალექსიძე 1935-2023წწ აკადემიკოსი, ისტორია, ფილოლოგია: ფლობს ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, იტალიურ და სომხურ ენებს. დაბ. თელავი.

1 0


ალექსი ალექსიძე. 1891-1915წწ. მსახიობი. დაბ. ბათუმი. აჭარა.

1 0


მარიამ ალექსიძე-ტყემალაძე 1890-1978წწ მწერალი, პოეტი, დაბ. თბილისი

1 0


მერაბ ალექსიძე 1930-93წწ აკადემიკოსი, ფიზიკა, მათემატიკა. წარ. სოფ. ატენი, გორი.

1 0


გურამ ალექსიძე 1939წ. აკადემიკოსი, ბიოლოგია: გამოიკვლია პესტიციდების მოქმედება მავნე და სასარგებლო მწერებზე და შეიმუშავა ეკოლოგიური თვალსაზრისით მათი უსაფრთხოდ გამოყენების მეთოდები; დაბ. თელავი.

1 0