სულ ნახვა : 8 384 577
სტატია : 54 608
ფოტო: 78 455

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ბარბარე ალექსი-მესხიშვილი 1898-1972წწ. დაბ. თბილისი.
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი მესხიშვილი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

120       ბეჭდვა

ბარბარე ალექსი-მესხიშვილი 1898-1972წწ. დაბ. თბილისი.

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. (13 თებერვალი, 1898 - 25 დეკემბერი, 1972 )


მოსკოვის მცირე თეატრთან არსებული დრამატული კურსების დამთავრების შემდეგ 1916–1941 წლებში მოღვაწეობდა მოსკოვის, ხარკოვის, კიევისა და ბაქოს თეატრებში. საგასტროლოდ ხშირად ჩამოდიოდა თბილისში და მონაწილეობდა დადგმებში: "პარიზელი ბიჭი", "ჟოზეფი", "სამოთხე და ჯოჯოხეთი".


მართავდა ვოდევილების საღამოებს. 1942–1944 წლებში თბილისის გრიბოედოვის სახელობის თეატრში ასრულებდა კომედიურ და მოზარდი ბიჭუნების როლებს. აღსანიშნავია მისი დონ ხილი და მართა(ტირსო დე-მოლინას "დონ ხილ-მწვანეშარვლიანი", "ღვთისმოსავი მართა"), პაისკეტი (პინეროს "სახიფათო ასაკი"), მირანდოლინა(გოლდონის "სასტუმროს დიასახლისი"), ტუგინა(ა. ოსტროვსკის "უკანასკნელი მსხვერპლი"). იგი იყო აგრეთვე რეჟისორი, თეატრმცოდნე, ჟურნალისტი და მკვლევარი. 1915 წლიდან იღებდნენ კინოში. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ჯემა("გაზაფხულის ნიაღვარი"), ფონია("დურმანი"), მოცეკვავე ქალი(ელენე პავლეს ასული და სერიოჟკა"), მანია("ვისი ბრალია?") და სხვ. ლადო ალექსი–მესხიშვილის ქალიშვილი.




მესხიშვილი - გვარის 8 ღვთისმსახური

1 0

ალექსი-მესხიშვილი დიმიტრი სოლომონის ძე 1778-1862წწ დეკანოზი წარმ. მესხეთი

2 0

ალექსი-მესხიშვილი ტარასი სოლომონის ძე 1793-1874წწ არქიმანდრიტი, ქვათახევის მონასტერი, დაკრძ. იქვე

2 0

ალექსი-მესხიშვილი გაბრიელი იოანეს ძე 1776–1836წწ კალიგრაფი, ანჩისხატის დეკანოზი

2 0

ალექსი-მესხიშვილი გიორგი ალექსის ძე 1765-1779 წლებში ანჩისხატის ტაძრის დეკანოზი

2 0

ალექსი-მესხიშვილი ნიკოლოზ ალექსის ძე - (გ. 1786 ), ანჩისხატის დეკანოზი

2 0

ალექსი-მესხიშვილი სოლომონ ალექსის ძე 1742-1808წწ, ანჩისხატის დეკანოზი (1791-1808)წ დაკრძ. იქვე

2 0

აპოლონ ალექსი-მესხიშვილი სარდიონის ძე 1850-1909წწ გარდ. 59 წლის. რუსეთის გენერალ-მაიორი, წარმ. თელავი (დასაზუსტებელია)

1 0


ვეფხია მესხიშვილი ნიკოლოზის ძე 1968-92 წწ გარდ. 24 წლის, აბაშა, დაბ სოფ. მელაანი გურჯაანი კახეთი

2 0


გოგი ალექსი-მესხიშვილი 1941წ. მხატვარი. დაბ. ქ. თბილისი.

1 0


ლადო ალექსი-მესხიშვილი 1857წ. დაბ. ქ. თბილისი.

1 0


ნინო ალექსი-მესხიშვილი 1900წ. თბილისი.

1 0


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 28.01.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 27.04.2023
სულ რედაქტირებულია 1