სულ ნახვა : 8 384 577
სტატია : 54 608
ფოტო: 78 455

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
გიგო ზაზიაშვილი 1868-1952წწ.  მხატვარი. თბილისი.

1868-1952 წწ. გარდ. 84 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ზაზიაშვილი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

289       ბეჭდვა

გიგო ზაზიაშვილი 1868-1952წწ. მხატვარი. თბილისი.

გიგო ზაზიაშვილი (1868-1952)


ბიოგრაფია

სპეციალური განათლება არ მიუღია. მჭიდრო კავშირი ჰქონდა XX საუკუნის დამდეგის რეალისტ მხატვრებთან. ქართული რეალისტური ფერწერის წამყვანი მოტივები მხატვრის შემოქმედების ერთ-ერთი ძირითადი ნიშანია. განიცდიდა გიგო გაბაშვილის გავლენას. მუშაობდა როგორც პორტრეტის, ისე ჟანრული ფერწერის დარგში.


შექმნა ქართველი კულტურის მოღვაწეთა პორტრეტები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გიორგი ზაზიაშვილის მიერ შესრულებული (ზაქარია ჭიჭინაძე, 1909; იოსებ იმედაშვილი, 1910 და სხვ.). ჟანრული სურათებიდან საინტერესოა "დევრიში" (1911), "ღვინის გამყიდველი" (1912), "ებრაელი" (1919), "მეწისქვილე" (1915) და სხვ. მოხატა ჩუღურეთის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია. გიორგი ზაზიაშვილის ნახატების გამოფენა მოეწყო თბილისში, ნიკო–ფიროსმანაშვილის სახლ–მუზეუმში. მისი ყველა ნამუშევარი ინახება შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში. ფერმწერი, თვითნასწავლი მხატვარი.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.480; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.300




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.01.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 24.04.2023
სულ რედაქტირებულია 1