სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12300

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ტარიელ კიპაროიძე 1948წ. მოქანდაკე, მხატვარი დაბ. სოფ არგვეთა, საჩხერე.
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი კიპაროიძე სია

საჩხერე გამოჩენილი ადამიანები სრული სია

3       ბეჭდვა

ტარიელ კიპაროიძე 1948წ. მოქანდაკე, მხატვარი დაბ. სოფ არგვეთა, საჩხერე.

ტარიელ პლატონის ძე კიპაროიძე (დ. 1 თებერვალი, 1948) — ქართველი არქიტექტორ-რესტავრატორი, მოქანდაკე.


1984 წლის icomos-ის საერთაშორისო კონგრესის მონაწილე, 1997 წლის საუკეთესო არქიტექტურული ნაწარმოების ავტორი, 

დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, Loveland Art Show-ის პირველი პრემიით, ქანდაკებაში (USA, loveland, 2009)


ბიოგრაფია

 1967-1969 წწ. სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტზე; 1970-1975 წწ. სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე; დაამთავრა სამხატვრო აკადემიის ასპირანტურა არქიტექტურის თეორიის და ისტორიის სპეციალობით 1978 წელს.

1974-1975 წწ. დაამუშავა თბილისის დედაციხე - მეტეხის ქალაქმშენებლური რესტავრაციის პროექტი, რომელსაც საკავშირო კონკურსზე მიენიჭა პირველი პრემია; 1976-1986 წწ. მუშაობდა ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს საპროექტო განყოფილების გამგედ; 1981 წელს ძეგლთა დაცვის გაფართოებულმა სამეცნიერო საბჭომ დაამტკიცა მის მიერ დამუშავებული ნარიყალას ციხე - სიმაგრის კონსერვაცია - რესტავრაციის პროექტი და მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა პრაქტიკული სამუშაოები 1981-1991 წწ.; 1990-1997 წწ. შეასრულა ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ტაძრის განახლების პროექტი და რეალიზაცია. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით სიონის საკათედრო ტაძარში მასშტაბური სარესტავრაციო-აღდგენითი სამუშაოები შეასრულა 1982-1999 წწ; 1982-1988 წწ. გამოიკვლია სურამის ციხე, დაამუშავა კონსერვაცია-რესტავრაციის პროექტი და ამავე პერიოდში განხორციელდა ძეგლის პრაქტიკული რესტავრაცია; 1986 წელს დაასრულა ნაბახტევის XI საუკუნის ეკლესიის რესტავრაცია; 1999 წლამდე ხელმძღვანელობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის განყოფილებას; 1999-2009 წწ. მუშაობდა აშშ-ში, ქ. ცინცინატში (ოჰაიო) და დალასში (ტეხასი). მას ეკუთვნის ცინცინატის ანტიოქიის ეკლესიის რეკონსტრუქციის პროექტი, ვენერა მილოსელისა და მარკუს ავრელიუსის მარმარილოს ქანდაკების კონსერვაცია (2008). spring grove semetery-ის მემორიალური როტონდის რესტავრაცია (ცინცინატი, 2005). აშშ-დან დაბრუნების შემდეგ დაამუშავა ნარიყალას კომპლექსის კეთილმოწყობისა და სამრეკლოს პროექტი; 1984 წლის icomos-ის საერთაშორისო კონგრესის მონაწილე, 1997 წლის საუკეთესო არქიტექტურული ნაწარმოების ავტორი, დაჯილდოებულია Loveland Art Show-ის პირველი პრემიით, ქანდაკებაში (USA, loveland, 2009); არქიტექტორ-რესტავრატორი.

წყარო: ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედია: ka.wikipedia.org

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 31.01.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 20.04.2023
სულ რედაქტირებულია 1


ზურაბ კიპაროიძე 1972 -93წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ არგვეთა საჩხერე

3 0