სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12300

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
მალხაზ შველიძე 1960წ. მხატვარი. დაბ. ქუთაისი, იმერეთი.
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი შველიძე სია

ქუთაისი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

6       ბეჭდვა

მალხაზ შველიძე 1960წ. მხატვარი. დაბ. ქუთაისი, იმერეთი.

მალხაზ შველიძე (30 აპრილი 1960)  დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.


დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კერამიკის განყოფილება. 


1992-1993 წწ. მუშაობდა კერამიკის პედაგოგად ჰერნინგში (დანია); 1979 წლიდან მონაწილებდა გამოფენებში, მისი ძირითადი ნამუშევრებია: შადრევანი, სოჭის მსახიობის სახლი (1989); "მხედრები" (1990); "ადგილის სული" (იტალია, 1992); სერია "მჯდომარე ფიგურები" (1991-1999). მიღებული აქვს მონაწილეობა გამოფენებში: "ახალგაზრდა ქართველი კერამიკოსები" (კაუნასი, 1989), პარიზი, კანი (1990), "ახალგაზრდა ქართველი მხატვრები საფრანგეთში" (გალერეა "მონა ბისმარკი"), "ქართული ხელოვნება" (ვარნა, 1990; რომი, 1992; თბილისის "ივერთბანკი" და გალერეა "ორიენტი", 1996), "თანამედროვე ქართული ხელოვნება" (ბრინდიზი, 1991), კერამიკის (ჰერნინგი, 1993), გალერეა "თბილისი" (1996-1997), გალერეა "ორიენტი" (1998-1999). მისი ნამუშევრები დაცულია საფრანგეთის, იტალიის, დანიის, გერმანიის, აშშ, ბულგარეთის, ჰოლანდიის კერძო კოლექციებში. ქართული ლარის სიმბოლოს კონცეფციის ავტორი, მხატვარი-კერამიკოსი.


წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.506

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კულტურის სამინისტროს ახალგაზრდა შემოქმედთა გაერთიანება, წევრი (1990-1993)

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 10.02.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 07.04.2023
სულ რედაქტირებულია 1


შველიძე - გვარის 8 ღვთისმსახური

1 0

მერაბ შველიძე 1960-93წწ გარდ. სოფ. აჩიგვარა გალი დაბ. ზესტაფონი

2 0


დიტო შველიძე 1990წ იურისტი, მწერალი, დაბ. თბილისი

1 0


მირიან შველიძე 1947წ. მხატვარი.დაბ. თბილისი.

1 0