სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12299

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ვაჟა ჯალაღანია 1947წ. მხატვარი. დაბ. თბილისი.
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ჯალაღანია სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

1       ბეჭდვა

ვაჟა ჯალაღანია 1947წ. მხატვარი. დაბ. თბილისი.

დაამთავრა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი 1965 წელს და თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი ტელე-კინო  მხატვრის სპეციალობით 1972 წელს.


1972 წლიდან მუშაობდა მხატვრად სახელმწიფო ტელევიზიაში, 1974 წლიდან-კინოსტუდია "ქართულ ფილმში" დამდგმელ მხატვრად ფილმებზე: "მწვერვალთა დამპყრობნი" (ა. დარსაველიძე, 1977), "ლიმონის ტორტი" (რ. გაბრიაძე, ა. დარსაველიძე, 1977), "შესვენება" (ბ. წულაძე, 1978), "პირველი კონცერტი" (მ. შონია, 1978), "ბაკურხეველი ხევსური" (გ. ჩოხელი, 1980), "მოგზაურობა სოპოტში" (ნ. ჯორჯაძე, 1980), "მოუსვევენარი ზაფხული" (ა. ნინუა, 1983), "ელისა და რარუს თავგადასავალი" (გ. პეტრიაშვილი, 1986), "წერილი ნაძვებს" (გ. ჩოხელი, 1986), "ფარანი ქარში" (ნ. ომიაძე, 1987), "ბესამე" (ნ. ახვლედიანი, 1989), ''ნოე" (ნ. მანაგაძე, 1990), "ხაფანგი" (ა. ნინუა, 1992), "მხოლოს ერთხელ" (მ. ანასაშვილი, 1994), "რა გაცინებს?!" (თ. ბუტიკიშვილი,1995), "ზაფხული ანუ 27 დაკარგული კოცნა" (ნ. ჯორჯაძე, 2000), "ფანჯარა" (რ. პირველი, 2005), "კაცი საელჩოდან" (დ. ცინცაძე, 2006), "უშენოდ, მგონი, მოვკვდები" (ლ. თუთბერიძე, 2010). გადაღებულია ფილმში "ელისა და რარუს თავგადასავალი". კინოს მხატვარი.


წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 226; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 12.02.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 05.04.2023
სულ რედაქტირებულია 1