სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12299

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ჯუბა ჯანდიერი 1938წ. მხატვარი. დაბ. თბილისი.
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ჯანდიერი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

3       ბეჭდვა

ჯუბა ჯანდიერი 1938წ. მხატვარი. დაბ. თბილისი.

ჯუბა ჯანდიერი 25 იანვარი 1938 დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.




დაამთავრა შ. რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი 1961 წელს(კინოსა და დრამის ფაკულტეტი), ქ. ხარკოვის სახელმწიფო კონსერვატორია 1972 წელს(საკომპოზიციო).

1972-1974წწ. გაიარა სტაჟირება მოსკოვში მხატვრობის განხრით, გამოჩენილ მხატვარ-ხელოვანის ნ. ვოლკოვის სტუდიაში(დაზგური ფერწერა); 1987-1994წწ. იყო საკავშირო გრამფირფიტების ჩამწერი სტუდიის, თბილისის "მელოდიის" მთავარი მუსიკალური რედაქტორი;


1996 წლიდან საქართველოს მეცნიერებისა და კულტურის აკადემია "ფაზისის" აკადემიკოსი; მრავალი მუსიკალური და მხატვართა კონკურსის გამარჯვებული; 1978 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში; მოწყობილი აქვს მრავალი პერსონალური გამოფენა: თბილისი(1985, 1987, 1996, 2001), მოსკოვი(1987, 1993, 1996, 1998), კიევი, სანქტ-პეტერბურგი(1992, 1994), გერმანია: ქ. კიოლნი, ქ. ბონი(1994), ქ. ამსტერდამი(1994, 1996), ქ. პრაღა(1995), საფრანგეთი: ქ. პარიზი, ქ. დიჟონი, ქ. ჰაანზბერგი(1999, 2001, 2002); მისი ნამუშევრები შესულია კატალოგებში, ფერწერული ნამუშევრები დაცულია ქ. მოსკოვის "ხალხთა მეგობრობის", "ტრეტიაკოვის", რუსეთის კულტურის გალერეებში და ფონდებში;


მუსიკალური თხზულებები: ინსტრუმენტული სონატები, საფორტეპიანო პიესები, ვოკალური(სოლო და საგუნდო) ნაწარმოებები, მათ შორის ვოკალური ციკლები: "მზეო, მარიამ", "მზეო თიბათვისა", "იისფერი თოვლი", "მერი", "რომელი საათია", "უსიყვარულოდ", "მთაწმინდის მთვარე", "ქარი ქრის(ყველა გ. ტაბიძის ლექსებზე), აგრეთვე რამდენიმე ორატორია და კანტატა; საესტრადო სიმღერები: "ისევ მიქრის თეთრი რაში", "მზეო მარიამ", "ფიროსმანი", "რეკვიემი", "საქართველოს უკვდავება გვწამს", "მსახიობის ბედი", "კომედიანტები", "ხოხობს სძინავს თბილისში", "დღეს ილია საქართველოს ლოცავს"; მუსიკა მრავალი თეატრისა და დოკუმენტური ფილმისათვის; შესრულებული როლები თეატრებში: კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში, მოზარდ-მაყურებელთა, ქ. სოხუმის, კ. გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, შესრულებული აქვს 90-მდე მთავარი და ეპიზოდური როლი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 596

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ექვთიმე თაყაიშვილის საზოგადოება , წევრი
  • თეატრალურ მოღვაწეთა კავშირი, წევრი
  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, წევრი
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი
  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი
  • გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია
  • აფხაზეთის სახალხო არტისტი
  • საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 12.02.2020
ბოლო რედაქტირება 24.01.2023
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 05.04.2023
სულ რედაქტირებულია 1


დიონისე (დავით) ჯანდიერი 1795-1852წწ დაბ. სოფ. ვაჩნაძიანი (გურჯაანი)

2 0

4.35 იოსები (ჯანდიერი, ჯანდიერიშვილი) 1755-1764 წწ. კათოლიკოსი

1 0


ჯანდიერი - გვარის 6 ღვთისმსახური

1 0

ჯანდიერი ლევან გიორგის ძე, 1845-1922წწ . გენერალ-მაიორი, დაბ. თელავი

1 0


კონსტანტინე ჯანდიერი 1958წ მწერალი, სცენარისტი, დაბ.თბილისი

1 0