სულ ნახვა : 8 384 577
სტატია : 54 608
ფოტო: 78 455

მთავარი ● იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ჯულიეტა ვაშაყმაძე 1933-2021წწ არქიტექტორი, მსახიობი, ჟურნალისტი ვანი იმერეთი

1933-2021 წწ. გარდ. 88 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ვაშაყმაძე სია

ვანი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

319       ბეჭდვა

ჯულიეტა ვაშაყმაძე 1933-2021წწ არქიტექტორი, მსახიობი, ჟურნალისტი ვანი იმერეთი

ჯულიეტა ვაშაყმაძე ( 14 აგვისტო 1933) არქიტექტორი, მსახიობი, ჟურნალისტი.


დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1958 წელს, აგრეთვე თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1960 წელს.


1961-1962 წლებში იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი, სადაც რამდენიმე როლი განასახიერა. გადაღებულია კინოფილმებში: "ყვავილი თოვლზე", "თოჯინები იცინიან", "პაპა გიგია", "არაჩვეულებრივი გამოფენა" და ტელეფილმში "მზე ჭიქაში". 1958 წლიდან ჯულიეტა ვაშაყმაძე ტელევიზიის დიქტორი გახდა, შემდგომში კომენტატორი, პროგრამების ხელმძღვანელი, სამეცნიერო-პოლიტიკური, ლიტერატურული, სამეცნიერო, საბავშვო, თეატრალური თუ ხელოვნების ამა თუ იმ დარგისადმი მიძღვნილ გადაცემათა წამყვანი, ტელეგადაცემების ავტორი ("რედაქციაში წერილი მოვიდა", "ცარიელ დარბაზში", "სპექტაკლის შემდეგ", "სტუდია-5", "ჩვენი მისამართია" და სხვ.). მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, სიგელი და მედალი. 2013 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს ტელევიზიის დაარსების 57 წლისთავთან დაკავშირებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მთაწმინდის პარკში, თბილისის ანძის სიახლოვეს, ჯულიეტა ვაშაყმაძეს საპატიო ვარსკვლავი გაუხსნა. ტელეჟურნალისტი. 


ვაშაყმაძე - დიხაშხო, ვანი, ობჩა, საჯავახო, ტყელვანი, შუამთა 

http://www.geogen.ge/ge/treasurege/17/4309/




ვაშაყმაძე - გვარის 4 ღვთისმსახური

1 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ატვირთა: 05.03.2020

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 27.03.2023
სულ რედაქტირებულია 1