სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12297

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ზაზა კოლელიშვილი 1957წწ მსახიობი, რეჟისორი.  დაბ. თელავი, კახეთი.
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი კოლელიშვილი სია

თელავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

94       ბეჭდვა

ზაზა კოლელიშვილი 1957წწ მსახიობი, რეჟისორი. დაბ. თელავი, კახეთი.

ზაზა ვიქტორის ძე კოლელიშვილი ( 11 იანვარი 1957) მსახიობი,პედაგოგი,რეჟისორი.


დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1981 წელს, ამავე ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1996 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1997 წელს.


1982-1985წწ. ქ. თელავის ვაჟა–ფშაველას სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი; 1985-1992წწ. შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი; 1991-1995წწ. შ.პ.ს. კინოსტუდიის  "ასპიროზი" დირექტორი; 1992-1995წწ. ბავშვთა ხელოვნების სტუდიის დამფუძნებელი; 1998 წელს არასამთავრობო ორგანიზაციის  "მსახიობები საზღვრებს გარეშე", დამფუძნებელი; 1985-1999წწ. კინოსტუდია "ქართული ფილმი"-ს  უმაღლესი კატეგორიის შტატის მსახიობი; 1998-2001წწ. სერგო ზაქარიაძის სახელობის თანამედროვე ხელოვნების სასწავლებლის მსახიობობის ოსტატობა-სასცენო მეტყველების პედაგოგი; 2000-2002წწ. აჭარის ტელევიზია საავტორო გადაცემა "კაი ამბავი", ავტორი; 2000-2002წწ. ქ. ქუთაისის კულტურის სამსახურის უფროსი; 1999-2003წწ. დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი შპს "მოდი ნახე"-ს ხელნაკეთი ნივთები; 2002-2005წწ. ხელოვნების აკადემია, ხელოვნების ოსტატობის პედაგოგი; 2009 წელს შპს კინოსტუდია "გარიგება", დამფუძნებელი; 2011 წელს "Futura film georgia"-ს დამფუძნებელი. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "გარიგება"(1993), "არჩევანი"(2003), "ქუთაისელი ბაბუ"(2007), "გარიგება 2"(გარიგება 20 წლის შემდეგ, 2011) და სხვ.; სცენარის ავტორია ფილმების: "ორი ხევსური"(2006), "ომი და ქორწილი"(2010); პროდიუსერია ფილმების: "ომი და ქორწილი"(2010), "საქართველო ჩემს გულში"(2004); გადაღებულია ფილმებში: "ნატვრის ხე"(შეთე, 1976), "შვიდი პატარა მოთხრობა პირველ სიყვარულზე"(1981), "კუკარაჩა"(მურტალო, 1982), "დედუნა"(1985), "ხარება და გოგია"(ჟორჟიკა ბერძენიშვილი, 1987), "მედიატორი"(2008), "გარიგება 2"(გარიგება 20 წლის შემდეგ, მიტო, 2011) და სხვ.





კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 12.03.2020
ბოლო რედაქტირება 12.02.2022
სულ რედაქტირებულია 4

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 22.03.2023
სულ რედაქტირებულია 1


კოლელიშვილი - გვარის 10 ღვთისმსახური

1 0