სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12297

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ომი/სამხედრო პირი
სამამულო ომი 1941-45
ტერენტი, გრიგორი და ილარიონ ნესტორის ძე კაკულია ძმები 1941-45წწ ომში დაკარგულნი სოფ. ახუთი ჩხოროწყუ ტერენტი, გრიგორი და ილარიონ ნესტორის ძე კაკულია ძმები 1941-45წწ ომში დაკარგულნი სოფ. ახუთი ჩხოროწყუ
ბმულის კოპირება

სამამულო ომი 1941-45

გვარი კაკულია სია

ჩხოროწყუ გამოჩენილი ადამიანები სრული სია

83       ბეჭდვა

ტერენტი, გრიგორი და ილარიონ ნესტორის ძე კაკულია ძმები 1941-45წწ ომში დაკარგულნი სოფ. ახუთი ჩხოროწყუ

წყარო გოგი გიორგი თოდუა
ტერენტი, გრიგორი და ილარიონ ნესტორის ძე კაკულიები
ესენი არიან ძმები კაკულიები. სამივე ძმა სამამულო ომამდე არიან გაწვეულები წითელ არმიაში სავალდებულო სამსახურის მოსახდელად. გრიგორი და ილარიონი 1939 წელს, ტერენტი 1940 წელს. სამივე სახელმწიფო საზღვართან ახლოს მსახურობდა. სამივე ძმა ომის დაწყებიდან პირველივე საათებში ჩაებნენ ბრძოლებში. დღეისათვის სამივე ძმა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
1. კაკულია ტერენტი ნესტორის ძე-1916 წ. ს. ახუთი. წითელ არმიაში გაწვეულია 1940 წ-ს. ППС-0791. В/Ч-706. წითელარმიელი-მსროლელი. მსახურობდა სამხრეთ-დასავლეთის ფრონტის მეექვსე არმიის 81-ე მოტომექანიზირებულ დივიზიაში. 1941 წ-ის 22 ივნისს 81-დივიზია დისლოცირებული იყო ქ. ლვოვში, იანოვსკის ბანაკში. იმავე დღის 18.00 საათისათვის დივიზიამ დაიკავა პოზიციები ლელეხუვკასთან, ვისოკიე გურასთან და იანუვთან. დივიზიის 202-ე მოტომექანიზირებული პოლკი კი დარჩა ქალაქში წესრიგის დასამყარებლად. 1941 წ-ის 24 ივნისს დივიზია ნემირუვთან უპირისპირდება გერმანელთა 71-ე ქვეითთა დივიზიას, იგერიებს მის შემოტევას და მალე თვითონ გადადის კონტრშეტევაზე, რის შედეგადაც განიცდის დიდ დანაკარგებს(36 ერთეული БТ-7). 1941 წ-ის 27-29 ივნისს, კრაკოვეცის რ-ში(ქ. იავოროვის დასავლეთით) დივიზიამ განახორციელა კონტრშეტევა გზატკეცილის გასწვრივ ქ. იავოროვის მიმართულებით. აქ მას უკვე უპირისპირდება გერმანელთა 257-ე ქვეითთა დივიზია. არც ამ კონტრშეტევას მოუტანია დივიზიისთვის საგრძნობი შედეგები. პირიქით, მძიმე დანაკარგები განიცადა. მთლიანად დაკარგა არტილერია და ცოცხალი ძალის დიდი ნაწილი ალყაში მოჰყვა. ამ ალყას შეეწირა დივიზიის პირადი შემადგენლობა თითქმის მთლიანად, მხოლოდ ერთეულებმა შესძლეს ალყიდან გამოსვლა. ამ ბრძოლების უშუალო მონაწილეა ტერენტი ნესტორის კაკულია და დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
მასთან ერთად აქ უგზო-უკვლოდაა დაკარგული ახუთელი ქარჩავა მიხეილ ანდრიას ძე.
2. კაკულია გრიგორი ნესტორის ძე-1917 წ. სოფ. ახუთი.
წითელ არმიაში გაწვეულია 1939 წელს. П/Я-2247 ,,Б-6".
მსახურობდა ლიტვაში, ქ. ლიბავასთან. სავარაუდოდ, ირიცხებოდა იქ დისლოცირებულ 67-ე მსრ. დივიზიაში, რომელიც ჩამოყალიბდა ომის წინ და 1941 წ-ის 22 ივნისისთვის დაკომპლექტებული იყო 75%-ით. სწორედ ეს 67-ე მსრ. დივიზია ბალტიის ზღვის სამხედრო-საზღვაო ნაწილებთან ერთად იცავდა ქ. ლიბავას 1941 წ-ის ივნისის ბოლომდე. ქალაქის დატოვების შემდეგ დივიზიის ნაწილები ტოვებენ იურმალას, ხდება ტალინის გავლით დივიზიის გადარჩენილი ნაწილების ფინეთის ყურის სანაპიროებზე ევაკუირება, კერძოდ ორენიენბაუმის რ-ში. აქ 67-ე მსრ. დივიზიის ნარჩენები დაუქვემდებარეს სხვა სამხედრო ნაწილებს. ამრიგად, 1941 წ-ის სექტემბრისათვის პირველი ფორმირების 67-ე მსრ. დივიზიამ არსებობა შეწყვიტა. სავარაუდოდ, კაკულია გრიგორი ნესტორის ძე ჯერ კიდევ ცოცხალია და მსახურობს ლენინგრადის ფრონტის რომელიღაც სამხედრო ნაწილში. ის უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 1942 წლის თებერვლამდე.
3. კაკულია ილარიონ ნესტორის ძე-1921 წ. სოფ. ახუთი.
წითელ არმიაში გაწვეულია 1939 წელს. П/Я-57В.
მსახურობდა ქ. ლვოვში. უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 1941 წლის დეკემბრამდე. #ახუთი

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 11.03.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0




კაკულია - გვარის 1 ღვთისმსახური

1 0

კაკულია ზოსიმე (პაატა) ბადრის ძე იღუმენი დაბ.1984 სოხუმი. ჯაყისმანის (ახალციხე) აღდგომის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი

2 0

თემურ ნიკოლოზის ძე კაკულია გარდ. 1993წ. სამტრედია დაბ. სოფ ბაღმარანი გულრიფში

3 0

ზურაბ კაკულია კონსტანტინეს ძე 1947-19/09/93წწ დაკარგ. ტამიში აფხაზეთის ომი 1992-93წწ ფონდი მოლოდინი

2 0

მერაბ კაკულია 1964-1993წწ გარდ. მაჭარკა, აფხაზეთი დაბ. სოფ. დრანდა, გულრიფში

2 0

ავთანდილ კაკულია ევროპის ჩემპიონი უშუ

1 0

1 0 0