ხოშტარია ზურაბ გივის ძე 1993 წლის 16 იანვრიდან მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის 239-ე საზენიტო-საარტილერიო დივიზიონის I ბატარეის მე-2 ოცეულში (ბრძ. N5 1993 წ. 16 იანვარი).

მებრძოლი ხოშტარია ზურაბ გივის ძე აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა 239-ე საზენიტო-საარტილერიო დივიზიონის მიერ ჩატარებულ ყველა ძირითად საბრძოლო ოპერაციაში.
საბრძოლო დავალებებს ასრულებდა პირნათლად. გამოირჩეოდა მამაცობით, ერთგულებითა და სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულით.
1993 წლის 21 სექტემბერს ხოშტარია ზურაბ გივის ძე დაიღუპა სოხუმისათვის ბრძოლებში ტრაფშის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოწინააღმდეგის მხრიდან გასროლილი სნაიპერის ტყვიით.
საქართველოს ისტორიის თითოეული ფურცელი ქართველი ხალხის გამორჩეულ შვილთა სისხლითაა ნაწერი, დღევანდელობასაც ასეთები აძლეველ ელფერს.
დიახ, საქართველოს გმირებია დღეს,პატრიოტული სულისკვეთებით მოსულნი, მათ შორის ხოშტარია ზურაბია. სოხუმელი ჭაბუკი, რომალმაც 1992 წელს დაამთავრა თავისუფლების პირველი საშუალო სკოლა და ამავე წელს 18 წლის ხოშტარია ზურაბი დადგა ომის დაწყებისთანავე წინა ხაზზე. 1993 წლის 21 სექტემბერს ჯვართამაღლების დღეს, ალყა მოქცეული, დაჭრილი მამის მისაშველებლად გადასულა ტოლ ბიჭებთან ერთად. აქვე დაამთავრა 18 წლის ზურაბის სიცოცხლე და გადავიდა სასუფეველში 1993 წლის 21 სექტემბერს.
ჯვარამაღლების დღეს, სწორედ 23-ე მექანიზებული ბრიგადის საზენიტო ბატალიონის ჰაერსაწინააღმდეგო დივიზიონის (''შილკას) მეთაურმა სოხუმელმა ინჟინერმა, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენის კავალერმა ტასო ნაჭყებია, რომელსაც გვერდით ჰყავდა ხოშტარია ზურაბი, ლაშხია ლაშა თავის უმცროს მეგობრებთან ერთად დაამთავრეს საომარი მოღვაწეობა 1992 წლის 21 სექტემბერს ჯვართამაღლების დღეს.