სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12297

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ომი/სამხედრო პირი
ომის გმირი 1941-45 წწ
ვასილ კვაჭანტირაძე 1907-1950წწ  სნაინპერი სამამულო ომი (1941-45)  კონჭკათი, ოზურგეთი, გურია. ვასილ კვაჭანტირაძე 1907-1950წწ  სნაინპერი სამამულო ომი (1941-45)  კონჭკათი, ოზურგეთი, გურია. ვასილ კვაჭანტირაძე 1907-1950წწ  სნაინპერი სამამულო ომი (1941-45)  კონჭკათი, ოზურგეთი, გურია. ვასილ კვაჭანტირაძე 1907-1950წწ  სნაინპერი სამამულო ომი (1941-45)  კონჭკათი, ოზურგეთი, გურია. ვასილ კვაჭანტირაძე 1907-1950წწ  სნაინპერი სამამულო ომი (1941-45)  კონჭკათი, ოზურგეთი, გურია. ვასილ კვაჭანტირაძე 1907-1950წწ  სნაინპერი სამამულო ომი (1941-45)  კონჭკათი, ოზურგეთი, გურია.

1907-1950 წწ. გარდ. 43 წლის

ბმულის კოპირება

ომის გმირი 1941-45 წწ

გვარი კვაჭანტირაძე სია

ოზურგეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

163       ბეჭდვა

ვასილ კვაჭანტირაძე 1907-1950წწ სნაინპერი სამამულო ომი (1941-45) კონჭკათი, ოზურგეთი, გურია.

ვასილ შალვას ძე კვაჭანტირაძე (დ. 15 იანვარი1909, (სხვა მონაცემებით 26 ივლისი1907), კონჭკათი — გ. 9 თებერვალი1950) — ქართველი სნაიპერი. ბალტიისპირეთის 1-ლი ფრონტის 43 არმიის 179-ე მსროლელი დივიზიის 259 მსროლელთა პოლკის სნაიპერი,ზემდეგი. საბჭოთა კავშირის გმირი (4 აპრილი, 1945). მეორე მსოფლო ომის ერთ-ერთი გამორჩეული სნაიპერი.


დაბადების ადგილი: სოფელი კონჭკათი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი.


1941 წლიდან მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში: სტალინგრადის, კალინინის, ყირიმის ბრძოლებში.


განსაკუთრებით გამოჩინა თავი 1944 წელის ზაფხულში ბელორუსიაში ვიტებსკის ოლქის გათავისუფლებისას;


სულ კვაჭანტირაძის ანგარიშზე 542 განადგურებული მოწინააღმდეგეა; ასეთ შედეგს მხოლოდ ერთეულებმა მიაღწიეს მეორე მსოფლიო ომის დროს; 


1946 წლის იანვრიდან მუშაობდა კოლმეურნეობის თავმჯდომარედ მშობლიურ სოფელში, გურიანთაში;


ბალტიისპირეთის 1-ლი ფრონტის 43 არმიის 179-ე მსროლელი დივიზიის 259 მსროლელთა პოლკის სნაიპერი, ზემდეგი; მეორე მსოფლო ომის ერთ-ერთი გამორჩეული სნაიპერი. დაჯილდოებულია მედლებითა და ორდენებით.


წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.-თბ.,1980.- გვ. 491; ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედია: ka.wikipedia.orgsoviet-aces-1936-53.ru

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კომუნისტური პარტიის წევრი (1939-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1945 - საბჭოთა კავშირის გმირი
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
  • წითელი დროშის ორდენი
  • ოქროს ვარსკვლავის მედალი
  • ლენინის ორდენი (ორგზის)

ახლახან რუსულენოვან სივრცეში, კერძოდ Khronoport.ru-ზე, გამოქვეყნდა სერიოზული კვლევა სათაურით: " რატომ არის ვასილ კვაჭანტირაძე მეორე მსოფლიო ომის საუკეთესო სნაიპერი და რატომ მიიჩნევენ სურკოვსა და სალბიევს ასეთებად შეცდომით?“


 ამ სტატიამ ჩემი მრავალწლიანი ძიებები სრულად დაადასტურა.

სტატიის ავტორი, 42 წლის მკვლევარი ვორონეჟიდან, ალექსანდრე მოტორინი, განათლებით ფიზიკა-მათემატიკოსია. როგორც ზუსტი მეცნიერებების სპეციალისტი, ის ემოციების ნაცვლად ციფრებითა და საარქივო დოკუმენტების (ЦАМО) მათემატიკური შედარებით საუბრობს იმაზე, თუ რას მალავდა პროპაგანდა.

ისტორიოგრაფია წლების განმავლობაში ეყრდნობოდა საგაზეთო სტატიებს და არა რეალურ დაჯილდოების ფურცლებს. ალექსანდრემ დეტალურად შეადარა ეს მონაცემები.

1. მიხეილ სურკოვი. გაზეთები მას 702 გამარჯვებას მიაწერდნენ, თუმცა მის ოფიციალურ საარქივო საბუთში (1942 წ.) მხოლოდ 220 ლიკვიდირებული ოკუპანტი ფიქსირდება. 702 მხოლოდ კინოოპერატორის ჩანაფიქრი, იყო.

2. ვლადიმერ სალბიევი. მას 601 გამარჯვებას მიაწერდნენ, რაც სინამდვილეში მისი მთელი ოცეულის კოლექტიური მონაცემია და არა პირადი.

3. ვასილი კვაჭანტირაძის მონაცემები  უტყუარი, დოკუმენტირებული  ციფრები ეტაპობრივად და მკაცრად არის აღრიცხული ოფიციალური საბრძოლო ბრძანებებით. საბოლოო მაჩვენებელი კი 537 განადგურებული მტერია. ეს არის ყველაზე მაღალი დოკუმენტურად დადასტურებული მაჩვენებელი მეორე მსოფლიო ომის ისტორიაში.

კვლევის ავტორი, ალექსანდრე მოტორინი, სტატიას ასეთი სიტყვებით ასრულებს,

„სიტყვები არ მყოფნის, რომ გამოვხატო ჩემი აღტაცება ამ ადამიანის მიმართ“ 

როდესაც უცხოელი მკვლევარი, ყოველგვარი სუბიექტურობის გარეშე, ასე აფასებს ვასილი კვაჭანტირაძის ღვაწლს, ეს ნიშნავს, რომ სიმართლე ადრე თუ გვიან ყოველთვის იპოვის გზას.

მე, როგორც მისი შვილიშვილი, ვამაყობ, რომ დღეს შემიძლია ეს დოკუმენტურად დადასტურებული სიმართლე თქვენც გაგიზიაროთ. დროა, ნამდვილ რეკორდსმენს ისტორიაში კუთვნილი ადგილი დაუბრუნდეს!


Дата рождения __.01.1907 Место рождения Грузинская ССР, Махарадзевский р-н, с. Гурянта Место призыва Махарадзевский РВК, Грузинская ССР, Махарадзевский р-н Воинское звание мл. сержант ; сержант ; красноармеец ; ст. сержант ; старшина Воинская часть 259 стрелковый полк 179 стрелковой дивизии

234 стрелковый полк 179 стрелковой дивизии

43 армия

Полевая хлебопекарня 295 Награды Орден Красного Знамени (2)

Орден Ленина (2)

Орден Красной Звезды (2)

Орден Отечественной войны II степени (2)

Герой Советского Союза (Орден Ленина и медаль «Золотая звезда») (2)

Герой Советского Союза (Орден Ленина и медаль «Золотая звезда»)



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 13.05.2026
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 30.05.2023
სულ რედაქტირებულია 1