სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12397

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
გიორგი (გია) ოდიშარია 1970-93წწ. გარდ. სოხუმი დ. სოხუმი აფხაზეთი გიორგი (გია) ოდიშარია 1970-93წწ. გარდ. სოხუმი დ. სოხუმი აფხაზეთი

1970-1993 წწ. გარდ. 23 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ოდიშარია სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

63       ბეჭდვა

გიორგი (გია) ოდიშარია 1970-93წწ. გარდ. სოხუმი დ. სოხუმი აფხაზეთი

გიორგი (გია) ოდიშარია

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზირებული ბრიგადის საკომენდატო ასეულის მსროლელი ოდიშარია გიორგი ომის ძე, დაბადებული 1970 წელს, სოხუმის მკვიდრი ქართველი, უცოლშვილო, საშუალო განათლებით, მცხოვრები ქ. სოხუმში.
გიორგი ოდიშარია 1993 წლის მარტში თავდაცვითი ბრძოლების დროს მივიდა მოწინავეზე და მონაწილეობა მიიღო მტრის ძლიერი დესანტის განადგურებაში. ის – ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა ჯარისკაცი თავდადებულად იბძროდა, იჩენდა პირად ინიციატივას. თავისი ვაჟკაცობითა და აქტიურობით დაიმსახურა თანამებრძოლთა სიყვარული და პატივისცემა, რის შედეგადაც ჩაირიცხა სპეცდანიშნულების რაზმში, რომელსაც დაევალა მტრის ფეხოსანთა ჯავშანტექნიკის განადგურება. რაზმმა დავალება პირნათლად შეასრულა. გია შემდეგშიც იყო საიმედო და შემსრულებელი ჯარისკაცი.
გიორგი ომის ძე ოდიშარია 1993 წლის 8 მაისს ქ. სოხუმში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მტრის ტყვიამ იმსხვერპლა. დაკრძალულია სოხუმში ლეჩქოფის სასაფლაოზე. დარჩა მხოლოდ მშობლები.

საქართველოს პრეზიდენტის 1998 წ. 16 ივნისის ბრძანებულებით დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით (სიკვდილის შემდეგ).

27 სექტემბერს დაეცა სოხუმი, 25 სექტემბერს კი მტრის ნასროლმა ჭურვმა იმსხვერპლა გიორგი. 25 წლის ვაჟკაცმა თან გაიყოლია მშობლების, ახალგაზრდა მეუღლისა და ვაჟიშვილის – ბაჩანას სიყვარული – პატარა ბაჩოსი, პირზე მუდამ რომ ეკერა პირმშოს სასიყვარულო სახელი, შინაგანი ჯარის ბატალიონში მყოფი მკერდით ხვდებოდა მტრის ტყვიას, რადგან სჯეროდა, რომ სამშობლოს დაცვა ბაჩანასათვის მშობლიური, ქართული მიწის შენარჩუნება გახლდათ.

დაღუპვის დღეს მარტო არ ყოფილა. მისი მეგობრები (ისინიც მის გვერდით დაეცნენ), დღეს რომ ერთმანეთის გვერდიგვერდ მხოლოდ სურათებიდან შემოგვცქერიან წარწერით: „გიორგი ოდიშარია, პოლიციის ლეიტენანტი. 25 წლის. ცოლშვილიანი“. „ემზარ ახსიაშვილი, პოლიციის ლეიტენანტი. 25 წლის. უცოლშვილო“.„ბელა თაყაძე, 21 წლის. უცოლშვილო“, მასთან ერთად დაეცნენ ბრძოლის ველზე.


ერთად დაიღუპა სამი ახალგაზრდა პოლიციელი – სამშობლოსათვის გულანთებული სამი ვაჟკაცი. ერთად მსახურობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილებაში; თავიანთი წვლილი შეჰქონდათ დედაქალაქში დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლაში და აფხაზეთში ვითარების გამწვავებისთანავე, 30 მებრძოლთან ერთად, მიაშურეს ბრძოლის ველს. სოხუმს იცავდნენ ჭაბუკები, ესოდენ განსხვავებული ხასიათითა და ტემპერამენტით, ესოდენ მსგავსი თავიანთ მისწრაფებაში – თავგანწირულად დაეცვათ სამშობლოს ღირსება, მშობლიური მიწის მთლიანობა.

სოხუმის დაცემის წინა დღეს შეიწირა მტრის ჭურვმა ჭაბუკები, ასე გულისკრთომით რომ გააცილეს ცეცხლის ალში გახვეული აფხაზეთისკენ დედებმა, მათ შორის გიორგის დედამაც, სულხან-საბას სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის გამგემ ლანდა გაბისონიამაც; არადა იქ, ფრონტზე, გიორგი ნატკენ ფეხს ძლივს ადგამდა მიწაზე; შინ დაბრუნებას ურჩევდნენ მეთაურები. რჩევა ახლოს არ გაიკარა, სოხუმში დარჩა ბოლომდე. – ვერა, ბიჭებო, ვერ მიგატოვებთო,– იხსენებენ მეგობრები მის სიტყვებს. დიახ, გიორგი ოდიშარიამ იცოდა, რას ეწირებოდნენ მისი თანატოლები, აკი თვითონაც უყოყმანოდ დადგა მათ გვერდით.

პედაგოგიურ უნივერსიტეტში კი ვერ ივიწყებენ ყოფილ სტუდენტს, ფიზიკა“მათემატიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულ ზრდილ, კეთილშობილ ჭაბუკს, დედის გვერდით მყოფის მთელმა ბავშვობამ და ყრმობამ მათ თვალწინ რომ ჩაიარა; ახსოვთ თბილისის მე-60 სკოლაშიც, სადაც ისეთ ვაჟკაცად ჩამოყალიბდა, სამშობლოს რომ სჭირდება.

..სოხუმის დაცემამდე ორი დღით ადრე დაღუპულს, ვინ იცის, რამდენი სამომავლო ფიქრი და ოცნება ჰქონდა, ჭაბუკი თავისი ერთი სიცოცხლით რამდენი რამის მოსწრებას ფიქრობდა; მთის ნაკადულივით თითქოს კალაპოტში ვეღარ ეტეოდა, საოცრად გამძაფრებული ჰქონდა სიცოცხლის წყურვილი, ყველაფერი სწრაფად სურდა მოესწრო და ეკეთებინა.

დღეს მის მოგონებას სინანული და წუხილი ცვლის. წუხილი დაჰყვება მის ახალგაზრდა ქვრივს – დეას, პატარა ბიჭუნას, რომელმაც 1996 წლის სექტემბერში შეაღო თბილისის პირველი ექსპერიმენტული სკოლის, პირველი კლასის კარი... უნუგეშოა დედის მწუხარება, ახალგაზრდა მეუღლის დარდი; მათთვის ერთადერთი ნუგეში მხოლოდ გიორგის ვაჟიშვილია, რომელიც მამის მაგალითზე გაიზრდება.

„.დღემდე ჩაესმის სოხუმს სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობის დამცველ ქართველ ვაჟკაცთა ყივილი, რომლებიც ღვთისგან ბოძებული ამ დახატული მიწის სიყვარულისა და მისი დაკარგვისთვის ბრძოლაში ერთად წავიდნენ ამ ქვეყნიდან – მამაცნი და საოცრად ლამაზნი.

გია ოდიშარია დაკრძაულია თბილისის საბურთალოს სასაფლაოზე.


წყარო მარინა ნაჭყებია დაიბადა სოხუმში 1956 წლის 24 დეკემბერს


გიორგი (გია) გიოს ძე ოდიშარია დაიბადა 1967 წლის 20 ივლისს ქ. თბილისში. 1984 წელს დაამთავრა თბილისის მე-60 სკოლა და სწავლა გააგრძელა თბილისის ა. ს.პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოიურ ინდტიტუტში ფიზიკა -მათემატიკის ფაკულტეტზე. მეორე კურსზე იყო, როცა გაიწვიეს სამხედრო-სავალდებულო სამსახურში. დაბრუნების შემდეგ გიამ მუშაობა დაიწყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. როცა მას ჰკითხეს- რატომ? მან უპასუხა: ჩემი და შენი შვილების გულისთვის , რათა მათი მომავალი იყოს უღრუბლო და მშვიდობიანი.
გია ოდიშარია შსს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად უყოყმანოდ გაემგზავრა აფხაზეთში, როდესაც მტერმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა მოინდომა. ეს იყო 1993 წლის 17 სექტემბერი. სოხუმში ჩაფრენის მეორე დღესვე რაზმი, რომელშიც ის ირიცხებოდა, გაანაწილეს იაშტუხის დასახლებაში, საიდანაც ძირითადად ხორციელდებოდა აფხაზი სეპარატისტების შეტევები. ერთ-ერთი შეტევის დროს რაზმმა გადაინაცვლა ძიძარიასა და სამბას სახელობის ქუჩებში და აქედან დაიწყო მტრის გააფთრებული შეტევის მოგერიება.მალე გიას რაზმის ალყაში მოქცევის საშიშროება შეიქმნა. გიას 15 კაციან ჯგუფთან ერთად საპასუხისმგებლო პოზიცია ეკავა. მტერმა გააძლიერა შეტევა, ეზოში ჩამოვარდა მძიმე ჭურვიც, რომლის აფეთებამ შეიწირა 4 მებრძოლის სიცოცხლე. მათ შორის იყო 26 წლის გიორგი ოდიშარია.
გიორგი ოდიშარია მეგობრების ნეშტებთან ერთად ჩამოასვენეს ფოთში, იქიდან-თბილისში და დაკრძალეს საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე.
გიორგი ოდიშარია სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.
მას დარჩა დედა, მამა, მეუღლე და ერთი შვილი.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.04.2021
ბოლო რედაქტირება 25.06.2026
სულ რედაქტირებულია 4

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 08.09.2021
სულ რედაქტირებულია 1


ოდიშარია - გვარის 17 ღვთისმსახური

1 0

ლორენ ოდიშარია 1951-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქ. სოხუმი აფხაზეთი

3 0

გურამ ოდიშარია 1951წ მწერალი, დაბ. სოხუმი, აფხაზეთი

1 0