სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12299

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
ავთანდილ არაბული 1953წ აკადეკოსი, ფილოლოგია. დაბ. სოფ. ჯუთა სტეფანწმიდა.
ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი არაბული სია

სტეფანწმიდა(ყაზბეგი) გამოჩენილი ადამიანები სრული სია

6       ბეჭდვა

ავთანდილ არაბული 1953წ აკადეკოსი, ფილოლოგია. დაბ. სოფ. ჯუთა სტეფანწმიდა.

ავთანდილ არაბული (დ. 24 მარტი1953ყაზბეგის რაიონი, სოფელი ჯუთა) — ქართველი ფილოლოგი.


1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

1980-1984 წლებში იყო ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართველურ ენათა განყოფილების უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1984-1998 წლებში და 2005-2009 წლებში ლექსიკოლოგიის განყოფილების გამგე; 1992-2006 წლებში კითხულობდა ლექციებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 2005-2006 წლებში იყო თსუ ახალი ქართული ენის კათედრის გამგე. სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს უცხო ენათა ინსტიტუტსა (შემდეგ – უნივერსიტეტსა) და ტექნიკურ უნივერსიტეტში. 2008-2010 წლებში იყო წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის „ქართული უნივერსიტეტის“ პროფესორი; 2000-2005 წლებში არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 2004-2005 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ქართული ენის კათედრის გამგე; ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა — „ზმნური და სახელური დერივაციის ურთიერთმიმართების საკითხები ქართველურ ენებში“, დაიცვა 1997 წელს.


აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას შრომათა მრავალტომეულის სარედაქციო საბჭო, წევრი

ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო ორგანოს „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების“ სარედაქციო კოლეგია, წევრი

ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო, თავმჯდომარე (2006-2012)

საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ–კორესპონდენტი (2009-)

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული საქართველოს მთიანეთის შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისია, წევრი

მცირე სასაუბრო ლექსიკონი : სულხან-საბა ორბელიანის "სიტყვის კონის" მიხედვით (რედაქტორი). - თბილისი, 2007. - 115გვ. - ISBN: 978-99940-58-82-2

ჟამი მეცნიერების გამოსარჩლებისა (ავტორი). - თბილისი, ქართული ენა, 2005. - 67გვ. - ISBN: 99940-820-3-5

ქართული მეტყველების კულტურა (ავტორი). - თბილისი, კულტურა, 2004. - 308გვ. - ISBN: 99940-32-48-8

ზმნური და სახელური ფუძეთქმნადობის პრობლემა ქართველურ ენებში (ქართველური ენები) (ავტორი). - თბილისი, ქართული ენა, 2001. - 385გვ. - ISBN: 99928-825-5-7

მესამე სერიის ნაკვთეულთა წარმოება და მნიშვნელობა ძველ ქართულში (ქართული ენა) (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1984. - 199გვ.

http://science.org.ge/?team=%E1%83%90%E1%83%95%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9A-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 26.04.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 22.05.2023
სულ რედაქტირებულია 1


მზექალა არაბული ხევსური გმირი ხევსურეთი, მცხეთა მთიანეთი

3 0


პაატა არაბული გარდ. 01/06/1993 ზემო კინდღიში ოჩამჩირე აფხაზეთი თეთრი არწივი დაბ. სოფ. თრანი თიანეთი

3 0


ბორის არაბული შოთას ძე 1964-91წ. გარდ. 27 წლის, სამაჩაბლო დაბ. დედოფლისწყარო წარმ. სოფ. ჯუთა სტეფანწიდა

3 0


გელა არაბული 1972-93წწ. გარდ. სოფ. კინდღი ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. ქ. ტაშკენტი უზბეკეთი

3 0


მზია არაბული 1954წ. მსახიობი წარმ. გუდანი ხევსურეთი. დაბ.თბილისი

1 0


შოთა გიგოს ძე არაბული 1956წ. მხატვარი სოფ. ჩირდილი ხევსურეთის თემი დუშეთი

1 0


გელა (მუსა) არაბული დ.1974წ. მსოფლიო ჩემპიონი, მკლავმჭიდი. დაბ. ახმეტა კახეთი

1 0

12 2 0


დავით არაბული დ.1996წ. მსოფლიო პრიზიორი, მკლავმჭიდი. დაბ. სოფ. ქისტაური ახმეტა კახეთი

1 0

0 3 1


ლევან არაბული დ.1992წ. ევროპის პრიზიორი, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. დაბ. მცხეთა

1 0

5 3 2