სულ ნახვა : 8 384 577
სტატია : 54 608
ფოტო: 78 455

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
იოსებ ჩარგაზია 1967-1993წწ. გარდ. 26 წლის, აფხაზეთი დაბ. სოფ. მერკულა ოჩამჩირე აფხაზეთი. იოსებ ჩარგაზია 1967-1993წწ. გარდ. 26 წლის, აფხაზეთი დაბ. სოფ. მერკულა ოჩამჩირე აფხაზეთი.
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ჩარგაზია სია

ოჩამჩირე გამოჩენილი ადამიანები სრული სია

65       ბეჭდვა

იოსებ ჩარგაზია 1967-1993წწ. გარდ. 26 წლის, აფხაზეთი დაბ. სოფ. მერკულა ოჩამჩირე აფხაზეთი.

 მე-2  საარმიო  კორპუსი  24-ე  ბრიგადა  243-ე  ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"



იოსებ  შაქროს  ძე  ჩარგაზია  დაიბადა  1967  წლის  12  სექტემბერს  ოჩამჩირის  რაიონის სოფელ  მერკულაში. საშუალო  სკოლის  დამთავრების  შემდეგ  მოიხადა  სამხედრო-სავალდებულო  სამსახური.


 1992 წლის 14 აგვისტოდან, როდესაც  ოჩამჩირეში  საქართველოს  შეიარაღებული  ძალები შემოვიდა,მერკულას  ზონაში  სიტუაცია  ძალიან დაიძაბა  და საგანგებო მდომარეობა გამოცხადდა. მოსახლეობის  მოთხოვნით  შეიქმნა  თავდაცვის  საბჭო,რომლის  ერთ-ერთ ხელმძღვანელად  იოსებ  ჩარგაზია აირჩიეს.ამ  საბჭოს  ინიციატივით  ჩამოყალიბდა  სამხედრო  ფორმირება,რომელმაც  შემდგომ  ოჩამჩირის  პოზიციების  დაცვაში  უდიდესი როლი  შეასრულა. იოსებ  ჩარგაზია  ერთ-ერთი  პირველი  იყო  ვინც  ამ  ფორმირებაში ჩაირიცხა.

  აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს  იოსებ  ჩარგაზია  ირიცხებოდა საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  ოჩამჩირის 24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  243-ე  ბატალიონში.

  იოსებ  ჩარგაზია  დაიღუპა  1993  წლის  7 მაისს,მორიგი  საბრძოლო  დავალების შესრულების  დროს.

საქართველოს  პრეზიდენტის  განკარგულებით  სამშობლოს  ტერიტორიული მთლიანობისთვის  ბრძოლაში  გამოჩენილი  გმირობის,ვაჟკაცობისა  და  თავგანწირვისთვის იოსებ  ჩარგაზია,სიკვდილის  შემდეგ,დაჯილდოვდა  მედლით  „მხედრული მამაცობისთვის“ და  ვახტანგ  გორგასლის   III  ხარისხის  ორდენით.






ჩარგაზია - გვარის 2 ღვთისმსახური

1 0

ვალერი ჩარგაზია 1960-1993წწ. გარდ. 33 წლის, სოფ. მერკულა ოჩამჩირე დაბ. სოფ. მერკულა ოჩამჩირე აფხაზეთი

2 0


გიორგი ჩარგაზია ევროპის პრიზიორი კრივი ფოთი

1 0

0 0 1


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 03.06.2021
ბოლო რედაქტირება 07.05.2022
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 26.07.2023
სულ რედაქტირებულია 1