სულ ნახვა : 8 384 577
სტატია : 54 608
ფოტო: 78 455

მთავარი ● იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
კობა ჯემალის ძე მაზმიშვილი 1972-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქარელი კობა ჯემალის ძე მაზმიშვილი 1972-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქარელი

1972-1993 წწ. გარდ. 21 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი მაზმიშვილი სია

ქარელი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

149       ბეჭდვა

კობა ჯემალის ძე მაზმიშვილი 1972-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქარელი

კობა მაზმიშვილი დაიბადა 1972 წლის 7 ივნისს ქარელის რაიონის სოფელ დირბში.


1978 წ. აქვე შევიდა საშუალო სკოლაში. 1985 წ. მოსწავლეთა სარაიონო პირველობაზე ქართულ ჭიდაობაში დაიკავა პირველი ადგილი.

რვაწლედის დამთავრების შემდეგ,1987 წელს სწავლა განაგრძო წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში. 1990 წელს დაამთავრა აღნიშნული ტექნიკუმის სრული კურსი, საწარმოების საბუღალტრო აღრიცხვის სპეციალობით.

1991 წლის აპრილში გაიწვიეს ახალშექმნილ ეროვნულ გვარდიაში. მსახურობდა ქუთაისის #8 ბატალიონში. '

1992 წლის ივნისში აღნიშნული ბატალიონი გადაიყვანეს სამაჩაბლოში ოსი ექსტრემისტების წინააღმდეგ საბრძოლველად.

სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულმა ბიჭმა არაერთგზის ისახელა თავი მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში.


6 თვის შემდეგ M8 ბატალიონი გადაიყვანეს ქ. წყალტუბოში, „სწრაფი რეაგირების კორპუსის“ დაქვემდებარებაში

აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე იბრძოდა ფრონტის წინა ხაზზე.

1993 წლის აპრილში დაუმთავრდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადა.

ერთგული და უღალატო ბიჭი იყო კობა. ვერ მიატოვა ფრონტის ხაზზე მებრძოლი ამხანაგები. თავისუფალ საქართველოში უნდოდა ეცხოვრა პატრიოტ ახალგაზრდას. მაგრამ, სამწუხაროდ, არ დასცალდა. ამ პერიოდში, როგორც მამაცსა და შეუპოვარ მებრძოლს, მიანიჭეს ოფიცრის წოდება. 


1993 წლის 9 ივლისს სოფელ შრომასთან გმირულად დაიღუპა.

21 წლის ჭაბუკმა დაოჯახებაც ვერ მოასწრო, თან გაიყოლა ცრემლშეუმშრალი მშობლებისა და ახლობლების ტკივილით სავსე მოლოდინი.


ინფორმაცია მოგვაწოდა გიორგი ხაბალაშვილმა დაბ. 1982წ სოფელი ჭანდრები ქარელი




მაზმიშვილი - გვარის 2 ღვთისმსახური

1 0

ზაქარია მაზმიშვილი 1965-92წწ. გარდ. სამაჩაბლო დაბ. თბილისი

3 0


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 20.06.2021
დავით ფეიქრიშვილი ბოლო რედაქტირება 22.06.2024
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 11.12.2021
სულ რედაქტირებულია 1