ოზურგეთის რ-ნის სოფ. მთისპირის მკვიდრი, 36 წლის ვაჟკაცი ზურაბ ჭელიძე, რომელმაც ჩვილი ნატო და მეუღლე დატოვა სახლში, უყოყმანოდ წავიდა აფხაზეთში სამშობლოს დასაცავად, ის მოხალისედ ჩაეწერა ბატალიონ „ავაზაში“. სწორედ იმ ავადსახსენებელი 1993 წლის 2 ივლისს დესანტის გადმოსხმის დღეს გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე. ზურაბი დაკრძალულია ოზურგეთის რ-ნის სოფ. მთისპირის სასაფლაოზე.
ნარგისა ლომთაძე.
აფხაზეთის ომში 26 ოზურგეთელი ჯარისკაცი დაიღუპა, ესენია: მერაბ ვასაძე, ჯონდო ვასაძე, ბესო ვასაძე, არტურ აივაზიანი, დიმიტრი თალაკვაძე, ედვარდ თავაძე, ზურაბ მახარაძე, თამაზ რამიშვილი, ხვიჩა ღლონტი, ზაზა ჯანხოთელი, აკაკი მიმინოშვილი, გაიოზ სეფერთელაძე, მამუკა ცეცხლაძე, გოჩა სალუქვაძე, ირაკლი ბაქანიძე, ზურაბ წიქარიძე, ბორის მარგველიანი, გრიგოლ გოგელაშვილი, გოჩა შილაკაძე, ჯემალ დუმბაძე, ზურაბ ჭელიძე, ალექსანდრე კრუნტიანი, ზვიად მახარაძე, ლევან ბერაძე, ზვიად მახარაშვილი და თამაზ მალაზონია. 27 სექტემბერი, 2025 წელი;