სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12297

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ომი/სამხედრო პირი
მინისტრები უშიშროება, პოლიცია, თავდაცვა
 მემედ ცინცქილაძე 1915-1989წწ გენერალი დაბ. სოფ. ორთაბათუმი, ხელვაჩაური, აჭარა.  მემედ ცინცქილაძე 1915-1989წწ გენერალი დაბ. სოფ. ორთაბათუმი, ხელვაჩაური, აჭარა.

1915-1989 წწ. გარდ. 74 წლის

ბმულის კოპირება

მინისტრები უშიშროება, პოლიცია, თავდაცვა

გვარი ცინცქილაძე სია

ხელვაჩაური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

73       ბეჭდვა

მემედ ცინცქილაძე 1915-1989წწ გენერალი დაბ. სოფ. ორთაბათუმი, ხელვაჩაური, აჭარა.

ცინცქილაძე მემედ ჯემალის-ძე (03.11.1915 -03.02.1989) შინ. სამს. მე-III რანგის გენერალი (05.11.1972)


დაიბადა სოფელ ორთა-ბათუმში, (ამჟამად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი).

დაამთავრა საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო ბათომის პედაგოგიურ სასწავლებელში;

დაამთავრა მოსკოვის ვ.ი. ლენინის სახელობის სამხედრო პოლიტიკური

აკადემია პოლიტ-მუშაკთა მომზადების სპეციალური კურსები და მიენიჭა

თადარიგის პოლიტ-მუშაკთა უფროსი ლეიტენანტის წოდება 1936 წელს.

1967–1974 წწ. იყო აჭარის ასსრ შინაგან საქმეთა მინისტრი;


1941-1956 წწ. სამჭოთა არმიის რიგებშია; იყო ბატალიონის მეთაური, პოლკის

მეთაურის მოადგილე პოლიტნაწილში, 414-ე დივიზიის უფროსის მოადგილე;

დემობილიზაციის შემდეგ მუშაობას იწყებს შინაგან საქმეთა სამინისტროს

სისტემაში;

1956 წლიდან იგი სხვადასხვა დროს იყო ბათუმის რაიმილიციის უფროსი, ბა-

თუმის შინაგან საქმეთა განყოფილების უფროსი, აჭარის ასსრ შინაგან საქმეთა

მინისტრის მოადგილე;


1967–1974წწ. მუშაობდა აჭარის ასსრ შინაგან საქმეთა მინისტრები;

1974 წლის აპრილში გავიდა თადარიგში; თადარიგში გასვლის შემდეგ იგი

არჩეულ იქნა ომისა და შრომის ვეტერანთა აჭარის საოლქო საბჭოს თავმჯდომარედ.

დაჯილდოებულია საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელებით;

დაჯილდოებულია ,,შრომის წითელი დროშის~ ,,საპატიო ნიშნის~ და ,,სამამულო

ომის~ I ხარ. (1985) ორდენებით.

დაკრძალულია ბათუმში, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ქალაქ ბათუმში ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე სახლს N27, სადაც 1961-1989

წლებში ცხოვრობდა მემედ ცინცქილაძე ამშვენებს მემორიალური დაფა.


ითანამშრომლა მამუკა გოგიტიძე 1963წ აკადემიკოსი


ქართველი გენერლები აჭარიდან ავტორი მამუკა გოგიტიძე სრული სია



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 26.08.2021
ბოლო რედაქტირება 10.10.2021
სულ რედაქტირებულია 4

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 29.05.2023
სულ რედაქტირებულია 2