სულ ნახვა : 8 384 577
სტატია : 54 608
ფოტო: 78 455

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
საინტერესო ადამიანები
ლევან ფრუიძე 1933-2021წწ ჩოხოსანი, ისტ. პროფესორი დაბ. სოფ. ჟოშხა ამბროლაური ლევან ფრუიძე 1933-2021წწ ჩოხოსანი, ისტ. პროფესორი დაბ. სოფ. ჟოშხა ამბროლაური

1933-2021 წწ. გარდ. 88 წლის

ბმულის კოპირება

საინტერესო ადამიანები

გვარი ფრუიძე სია

ამბროლაური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

147       ბეჭდვა

ლევან ფრუიძე 1933-2021წწ ჩოხოსანი, ისტ. პროფესორი დაბ. სოფ. ჟოშხა ამბროლაური

დაბადების თარიღი: 24 თებერვალი, 1933

გარდაცვ. თარიღი: 17 ნოემბერი, 2021  (88 წლის ასაკში)

კატეგორია: ისტორიკოსი, პოლიტიკოსი

http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00000673/

დაბადების ადგილი: სოფელი ქვედა ჟოშხა, ამბროლაურის რაიონი.


დაამთავრა გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1959 წელს.


1950-1951წწ. ს. ჭრებალოს კოლმეურნეობის წევრი; 1951-1952წწ. სპეცსახელოსნო სასწავლებლის აღმზრდელი; 1954-1955წწ. ს. ჭრებალოს სკოლის ისტორიის მასწავლებელი; 1959 წელს მუშაობა დაიწყო ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში უფროს ლაბორანტად, 1960 წლიდან მეცნიერ თანამშრომლად, 1968 წლიდან მუშაობა გააგრძელა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში; 1994-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მამულის აღორძინების კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. გამოქვეყნებული აქვს ოცამდე წიგნი და ექვსასამდე პუბლიკაცია. ეთნოგრაფი, პუბლიცისტი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

სადისერტაციო თემა – "მევენახეობა, მეღვინეობა საქართველოში ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით", დაიცვა 1968 წელს.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ.333


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1994-1995)

საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის აგრარული კომისია , წევრი (1994-1995)

საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის ვეტერანტთა საქმეთა კომისია, წევრი (1994-1995)

საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "19 თებერვალი" , წევრი (1995-1995)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

2003 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია

სოფელი ლაბეჭინა და ლაბეჭინის მონასტერი (ავტორი). - თბილისი, რაეო, 2003. - 160გვ.

განაწესი სოფელ ჭრებალოსა და ჭრებალოს საკრებულოსათვის (ავტორი). - თბილისი, რაეო, 2003. - 47გვ.

ქასრაძეები და ქასრაშვილები (ავტორი). - თბილისი, რაეო, 2003. - 56გვ.

მოძღვარი : პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე სიმონ სხირტლაძე (ავტორი). - თბილისი, რაეო, 2002. - 68გვ.

იქ, სადაც იბადება რიონი : რაჭის ხსნა დღეს შეიძლება, ხვალ გვიან იქნება (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1990. - 119გვ.

ყოფა და ტრადიციები : ეთნოგრაფიული ეტიუდები (ავტორი). - თბილისი, განათლება, 1987. - 127გვ.

რაჭა ეთნოგრაფიის თვალით (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1986. - 62გვ.

ეროვნული ტრადიციების მიზნობრივი მართვა (ავტორი). - თბილისი, ცოდნა, 1984. - 32გვ.

ცხრაციხეთის ლეგენდა : მოთხრობები სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1978. - 177გვ.

ქართული ეთნოგრაფია და ტრადიციები (ავტორი). - თბილისი, ცოდნა, 1977. - 32გვ.

საგანძურები : საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის. სასკოლო ასაკის ბავშვთათვის (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1975. - 91გვ.

მევენახეობა და მეღვინეობა საქართველოში, ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით. : წ. 1 : რაჭა. ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1974. - 336გვ.

უცხო ფრინველი : საქართველოს ფაუნა, ნარკვევი ბავშვებისათვის (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1966. - 50გვ.

დაკარგული ბილიკი : მოთხრობა ბავშვთათვის (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1963. - 20გვ.

ლამლუზის დარბევა : მოთხრობა (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1962. - 25გვ.


წლების განმავლობაში იგი ხელმძღვანელობდა გვარების ორგანიზებულ დალოცვას და საგვარეულო კავშირების შექმნას, რომელთა მიზანი იყო ქართველი ერის ქრისტიანულ-მართლმადიდებლურ რწმენაში დაბრუნება, თანამედროვე ვითარების შესაბამისად თავანკარა მამა-პაპური ცხოვრების წესისა და ეროვნული ტრადიციების აღდგენა.
2003 წელს ჩამოაყალიბა სრულიად საქართველოს საგვარეულოთა კავშირი ,,გვარი და გვარიშვილობა'', რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით თბილისში სამების ლავრასთან მოქმედებდა. გამოქვეყნებული აქვს ოცამდე წიგნი და ექვსასამდე პუბლიკაცია...



ფრუიძე - გვარის 17 ღვთისმსახური

1 0

ნიკოლოზ ზაალის ძე ფრუიძე 1850-1921წწ მართლმ. მღვდელი (დეკანოზი) დაბ. სოფ. ჭყვიში, ამბროლაური

2 0

თამაზ მურმანის ძე ფრუიძე 1951-1992წწ გარდ. გაგრა, აფხაზეთი.

4 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 20.11.2021
ბოლო რედაქტირება 15.08.2025
სულ რედაქტირებულია 2