სულ ნახვა : 8 384 577
სტატია : 54 608
ფოტო: 78 455

მთავარი იუბილარი/ ხსენება

სპორტი, გამოჩენილი ადამიანების საიტი
ოლიმპიური ჩემპიონი, პრიზიორი
ოთარ ქორქია 1923-2005წწ. ოლიმპ.პრიზიორი კალათბურთი ქუთაისი იმერეთი ოთარ ქორქია 1923-2005წწ. ოლიმპ.პრიზიორი კალათბურთი ქუთაისი იმერეთი ოთარ ქორქია 1923-2005წწ. ოლიმპ.პრიზიორი კალათბურთი ქუთაისი იმერეთი ოთარ ქორქია 1923-2005წწ. ოლიმპ.პრიზიორი კალათბურთი ქუთაისი იმერეთი

1923-2005 წწ. გარდ. 82 წლის

მაქს.წარმატება 29 წლის

ბმულის კოპირება

ოლიმპიური ჩემპიონი, პრიზიორი

გვარი ქორქია სია

ქუთაისი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

174       ბეჭდვა

ოთარ ქორქია 1923-2005წწ. ოლიმპ.პრიზიორი კალათბურთი ქუთაისი იმერეთი

საიტის შესახებ: გამოჩენილი ადამიანები, რეგიონის, ქალაქის მიხედვით. დღის იუბილარი/ხსენება
3
1
1

10.05.1923, ქუთაისი -15.03. 2005, თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი 1961 წელს.

თბილისის "დინამოსა" და სსრკ ნაკრების წევრი; 1953-1955წწ. ნაკრების კაპიტანი; მუშაობდა თბილისის "დინამოს" უფროს მწვრთნელად; მისი ხელმძღვანელობით გუნდმა მიაღწია თავის ისტორიაში უდიდეს წარმატებას - დაეუფლა ევროპის ჩემპიონთა თასს (1962); ქართული საკალათბურთო სკოლის ყველა დროის უთვალსაჩინოესი წარმომადგენელი; კალათბურთის ფედერაციის პრეზიდიუმის მიერ მოწყობილ რეფერენდუმში XX ს. საუკეთესო ქართველ კალათბურთელად აღიარეს; სპორტის სახეობა: კალათბურთი.


წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.898; http://ka.wikipedia.org/wiki/ოთარ_ქორქია

ცენტრი


1947-1958 - თბილისის „დინამო“

1947-1955 - სსრკ ნაკრები


ტიტულები:

ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი: 1952 (ჰელსინკი)

ევროპის ჩემპიონი: 1947 (ჩეხოსლოვაკია), 1951 (საფრანგეთი), 1953 (სსრკ)

ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 1955 (უნგრეთი)

მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი: 1949, 1951

სსრკ ჩემპიონი: 1950, 1953, 1954

სსრც ვიცე-ჩემპიონი: 1947

სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 1948, 1952

სსრკ თასი: 1949, 1950

სამწვრთნელო ტიტული:

ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის მფლობელი - 1962

სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი: 1950

სსრკ სპორტის დამსახურებული მწვრთნელი: 1967

სხვა ჯილდოები:

ვახტანგ გორგასლის სახელობის III ხარისხის ორდენი - 2002


ღირსების ორდენი

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორდენი - 2002

ვ.ი.ლენინის სახელობის ორდენი (სსრკ) - 1957

*-ოთარ ქორქიას შედეგები 1952 წელს, ჰელსინკის ოლიმპიადაზე:

I ეტაპი, B ჯგუფი (25.07): ბულგარეთი 74:46 (6 ქულა)

I ეტაპი, B ჯგუფი (26.07): ფინეთი 47:35 (25)

I ეტაპი, B ჯგუფი (27.07): მექსიკა 71:62 (25)

II ეტაპი, A ჯგუფი (28.07): აშშ 58:86 (8 ქულა)

II ეტაპი, A ჯგუფი (29.07): ბრაზილია 54:49 (7 ქულა)

II ეტაპი, A ჯგუფი (30.07): ჩილე 78:60 (38 ქულა)

1/2-ფინალი (31.07): ურუგვაი 61:57 (21 ქულა)

ფინალი (02.08): აშშ 25:36 (8 ქულა)

*-საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ქვეყნის სუპერთასი ოთარ ქორქიას სახელობისაა

*-1939 წელს საბჭოთა კავშირის მოსწავლეთა ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა... ბადროს ტყორცნაში! როსტოვში გამართული მოსწავლეთა პირველობა საკავშირო რეკორდით მოიგო (55 მეტრი)

*-1947 წელს პრაღაში (ჩეხოსლოვაკია) გამართული ევროპის ჩემპიონატის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე საშუალოდ დაგროვილი ქულებით: მატჩში 14,8 ქულა

*-1951 წელს, როცა საბჭოთა კავშირის ნაკრებმა ზედიზედ მეორედ მოიგო ევროპის ჩემპიონატი, მასპინძლებმა, ფრანგმა ჟურნალისტებმა გამორჩეული და სამართლიანი თამაშის გამო „ულვაშიანი ჯენტლმენი“ შეარქვეს

*-1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიადის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე საერთო ჯამში დაგროვილი ქულებით - 138 და საშუალო მაჩვენებლით: მატჩში 17,3 ქულა

*-1953-1955 წლებში იყო საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანი, პირველი ქართველი, რომელმაც ეს პატივი დაიმსახურა

*-1958-1962 წლებში იყო საბჭოთა კავშირის 20-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი

*-1962-1967 წლებში იყო თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი

*-1968-1970 წლებში იყო კამბოჯის ნაკრების მთავარი მწვრთნელი

*-1976 წელს საბჭოთა კავშირის ყველაზე პოპულარულმა სპორტულმა გაზეთმა „სავეცკი სპორტმა“ საკავშირო კალათბურთის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით მოაწყო გამოკითხვა 1925-1975 წლებში ქვეყნის უძლიერესი მოთამაშის გამოსავლენად. სპეციალისტებმა პირველ ნომრად ოთარ ქორქია დაასახელეს

*-1991 წელს კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ - FIBA - სპეციალისტების გამოკითხვის შემდეგ მსოფლიოს 50 საუკეთესო მოთამაშე დაასახელა (NBA-ის ვარსკვლავების გარდა, რადგან ისინი 1992 წლამდე FIBA-ს ეგიდით გამართულ ტურნირებში არ მონაწილეობდნენ). თითოეული ექსპერტი 25 მოთამაშეს ასახელებდა. ყველა დროის 50 კალათბურთელს შორის საბჭოთა კავშირიდან 10 მოთამაშე მოხვდა და მათ შორის ოთარ ქორქიაც

მესამე ადგილი()

კალათბურთი - ევროპის ჩემპიონატი 1955, ბუდაპეშტი, უნგრეთი

პირველი ადგილი()

კალათბურთი - ევროპის ჩემპიონატი 1953, მოსკოვი, სსრკ

პირველი ადგილი()

კალათბურთი - ევროპის ჩემპიონატი 1951, პარიზი, საფრანგეთი

პირველი ადგილი()

კალათბურთი - ევროპის ჩემპიონატი 1947, პრაღა, ჩეხოსლოვაკია

მეორე ადგილი()

ზაფხულის XV ოლიმპიური თამაშები 1952, ჰელსინკი, ფინეთი




ბორის ქორქია 1936 - 02/10/1992 წწ დაკარგ. გაგრა დაბ. გაგრა

2 0

როდიონ ქორქია 1894-1984წწ სოფ. ჭალადიდი, დაბ. ხობი, სამეგრელო

1 0


დათო ქორქია 1974წ. არქიტექტორი, დიზაინერი, მხატვარი, ქ. ბათუმი, აჭარა.

1 0


მიხეილ ქორქია 1948-2004წწ. ოლიმპიური ჩემპიონი კალათბურთი ქუთაისი, იმერეთი.

1 0

2 2 1


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 27.01.2022
სულ რედაქტირებულია 2