სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12297

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ომი/სამხედრო პირი
ომის გმირი 1941-45 წწ
 პლატონ ლუკას ძე წიქორიძე 1918-1994წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოფელი ინტაბუეთი, ჩოხატაური, გურია.

1918-1994 წწ. გარდ. 76 წლის

ბმულის კოპირება

ომის გმირი 1941-45 წწ

გვარი წიქორიძე სია

ჩოხატაური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

87       ბეჭდვა

პლატონ ლუკას ძე წიქორიძე 1918-1994წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოფელი ინტაბუეთი, ჩოხატაური, გურია.

წიქორიძე პლატონ ლუკას ძე  9 მაისი 1918 წელი დაბადების ადგილი: სოფელი ინტაბუეთი, ჩოხატაურის რაიონი.


დაამთავრა ამიერკავკასიის ქვეითთა სამხედრო სასწავლებელი.

1939 წელს მონაწილეობდა დასავლეთ ბელორუსიის განთავისუფლებაში. 1940-1943 წლებში მუშაობდა მოგილიოვის სამხედრო სასწავლებელში პედაგოგად. 1943 წლიდან მოქმედ არმიაში იყო. დიდი სამამულო ომის დროს (1941-1945) ქერჩ-ელტიგენის სადესანტო ოპერაციაში გამოჩენილი მამაცობისათვის საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა. 1948 წელს დაამთვრა მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია. 1948-1965 წლებში მსახურობდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარებში სამეთაურო თანამდებობებზე. 1965 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამხედრო კათედრის გამგე. 1967 წლიდან იგი თადარიგში გადავიდა.


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ , წევრი (1940-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1964 - პოლკოვნიკი
  • 1943 - საბჭოთა კავშირის გმირი
  • წითელი დროშის ორდენი
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
  • ლენინის ორდენი


წყარო-nplg.gov.ge


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 02.06.2023
სულ რედაქტირებულია 1


წიქორიძე - გვარის 7 ღვთისმსახური

1 0

ზურაბ სოსოს ძე წიქორიძე 1965-93წწ გარდ. 28 წლის სოფ. შრომა სოხუმი, დაბ. სოფ. ნაგომარი ოზურგეთი

2 0

ამირან წიქორიძე დ.1999წ. ევროპის ჩემპიონი ძიუდო, სუმო ქუთაისი

1 0

4 1 2