წყარო 1811-1917წწ ეგზარქოსობისდროინდელი იმერეთის ეკლესიები და მღვდლები, ავტ. მერაბ კეზევაძე სრული სია
1100-ზე მეტი წმიდა გიორგის ტაძარი საქართველოში, მოგვაწოდეთ რაც, გამოგვრჩა.
ჩომახიძე იოანე ნიკოლოზის ძე 1902-1917წწ გუბისწყლისპირის მაცხოვრის ფერიცვალების ეკლესია. წყალტუბო. გარდ. 1937


ჩომახიძე იოანე ნიკოლოზის ძე 1902-17 წლებში სოფ. გუბისწყლის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი 1937 წელს გარდაიცვალა.
მღვდელი იონა ხონის რაიონის სოფელ გოჩა-ჯიხაიშში დაიბადა. ქუთაისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ მღვდლად ეკურთხა და წყალტუბოს რაიონის სოფელ გუბისწყლის ეკლესიაში განამწესეს.
კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ მამა იონა უშიშრად აგრძელებდა ღვთისმსახურებას. ხელისუფლება მაღალ თანამდებობებს სთავაზობდა, ოღონდ კი მას მღვდლობისთვის თავი დაენებებინა. ის კი ამგვარად პასუხობდა: "მე ქრისტეს არ ვუღალატებ და სამღვდელო სამოსს არ გავიხდიო". და ბოლომდე ქრისტეს ერთგული დარჩა. 1937 წელს დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში გადაიყვანეს. დაახლოებით წელიწად-ნახევრის შემდეგ მოვიდა შეტყობინება მამა იონას დახვრეტის შესახებ და ოჯახში მიიღეს მისი სამღვდელო შესამოსელი და პირადი ნივთები.

მღვდელი იონა ჩომახიძე
მღვდელი იონა ნიკოლოზის ძე ჩომახიძე დაიბადა ხონის რაიონის სოფელ გოჩა ჯიხაიშში დაახლოებით 1875-80 წლებში, მორწმუნე ოჯახში. 1901 წელს დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სემინარია. მისი თანაკურსელები იყვნენ ცნობილი პიროვნებები: გრიგოლ რობაქიძე და კოტე ფოცხვერაშვილი. სემინარიის დამთავრების შემდეგ დაოჯახდა და იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) ხელი დაასხა ჯერ დიაკვნად, შემდეგ კი მღვდლად. მის მიერვე განწესდა წყალტუბოს რაიონის სოფელ გუბისწყლის ეკლესიაში. კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ მღვდელი იონა უშიშრად აგრძელებდა ღვთისმსახურებას. ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან იყო შემოთავაზება, დაენებებინა მღვდლობისათვის თავი და საერო სამსახურში ჩამდგარიყო. კერძოდ, სოფელ დიდი კუხის საბჭოს თავჯდომარედ, სკოლის დირექტორად ან აფთიაქის გამგედ. მისი პასუხი ასეთი იყო: „მე ქრისტეს არ ვუღალატებ და სამღვდელო სამოსელს არ გავიხდი.“ იყო მრავალი მუქარა და ზეწოლა, მაგრამ მაინც ბოლომდე ეკლესიის ერთგული დარჩა. 1937 წლის ზაფხულში იგი დააპატიმრეს და თბილისში, მეტეხის ციხეში გადაიყვანეს, სადაც მისი შვილები ნახულობდენ. დაპატიმრებისას ოჯახიდან გაიტანეს ძვირფასი საოჯახო ნივთები და ლიტერატურა. დაახლოებით წელიწადნახევრის შემდეგ მოვიდა შეტყობინება მამა იონას დახვრეტის შესახებ და ოჯახში მიიღეს მისი სამღვდელო შესამოსელი და პირადი ნივთები. ფოტო მოგვაწოდა მამა იონა ჩომახიძის შთამომავალმა - ემზარ ჩომახიძემ.