სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
აბაშიძე გერმოგენი (გიორგი) 1884-1937წწ მღვდელ მონაზონი მოღვ. დავით გარეჯი, რეპრესირებულია აბაშიძე გერმოგენი (გიორგი) 1884-1937წწ მღვდელ მონაზონი მოღვ. დავით გარეჯი, რეპრესირებულია

1884-1937 წწ. გარდ. 53 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი აბაშიძე სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

41       ბეჭდვა

აბაშიძე გერმოგენი (გიორგი) 1884-1937წწ მღვდელ მონაზონი მოღვ. დავით გარეჯი, რეპრესირებულია

გერმოგენი – (აბაშიძე გიორგი), (1884-1937)] მღვდელ-მონაზონი.


მღვდელ-მონაზონი გერმოგენი (აბაშიძე), 1917წ.

დაიბადა აზნაურის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება სოფლის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში მიიღო. 1912 წ. 20 აპრილიდან ნოვგოროდის ეპარქიის, მაცხოვრის ფერისცვალების მონასტრის მორჩილია (ზუსტად არ არის ცნობილი, როდის გაემგზავრა რუსეთში). ამავე წლის 3 ოქტომბერს საქართველოში დაბრუნდა და გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტერში დაიწყო მორჩილება. გერმოგენმა უმოკლეს დროში საფუძვლიანად შეისწავლა წმ. წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი. 1913 წ. 29 მაისს წმ. იოანე ზედაზნელის მონასტერში გადაიყვანეს. 1913 წ. 1 ოქტომბერს თბილისის ფერისცვალების მონასტერში განაწესეს და ამავე წლის 5 ოქტომბერს გორის ეპისკოპოსმა ანტონმა (გიორგაძე) გერმოგენის სახელით ბერად აღკვეცა. მეორე დღეს სიონის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში მისივე ხელდასხმით დიაკვნად, იმავე წლის 15 დეკემბერს კი მღვდლად ეკურთხა. 1914 6. 20 თებერვალს მონასტრის ხაზინადრობა ჩააბარეს. 1914 წ. 21 მაისს გათავისუფლდა ხაზინადრობიდან და იმავე წლის 31 მაისს ჯავახეთში, ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების მონასტერში განაწესეს. 1914 წ. 7 ივლისს გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტერში გადაიყვანეს, სადაც 1915 წ. 5 მარტს ხაზინადრად დაინიშნა. 1916 წ. საგვერდულით დაჯილდოვდა.


1917 6. 20 მარტს გერმოგენმა თხოვნით მიმართა დავითგარეჯის ლავრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ დოსითეოსს (ბერძნიშვილი): „მის მაღალღირსებას, წმ. დავით გარეჯელის უდაბნოს წინამძღვარს, მამა არქიმანდრიტ დოსითეოსს: მაქვს რა სურვილი განვლო ჩემი მონაზონებრივი ცხოვრება დავით გარეჯელის უდაბნოში, ვითხოვ თქვენი მაღალღირსებისაგან, აღძრათ ჯეროვანი შუამდგომლობა სრულიად საქართველოს კათალიკოსის მოსაყდრის წინაშე, რათა ვიქმნე გადმოყვანილ თქვენდამი რწმუნებულ გარეჯის უდაბნოში სამღვდელმონაზნო ადგილზე. ამასთანავე მოგახსენებთ, რომ ამაზე არ არის დაბრკოლება აწინდელ ჩემ წინამძღვრის მხრიდან“. მართლაც, მეორე დღესვე არქიმანდრიტმა დოსითეოსმა თხოვნით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოსის მოსაყდრეს, მიტროპოლიტ ლეონიდეს (ოქროპირიძე): „მოგართმევთ რა ამასთანავე 20 მარტის თარიღით თხოვნას იოანე ნათლისმცემლის მონასტრის უდაბნოს ხაზინდრისა მღვდელ-მონაზონ გერმოგენისას, შესახებ მის ჩემდამი რწმუნებულ უდაბნოში გამწესებისა და მოგახსენებთ რა, რომ დღევანდელი ვითარების გამო, გართულებული არის მოპოვება სურსათ-სანოვაგისა, რისათვის მიუცილებელ საჭირო და სასარგებლო იქნება ჩემდამი რწმუნებულ უდაბნოსათვის კაცი ახალგაზრდა და ჭარმაგი ენერგიით ხაზინადარის თანამდებობის აღსასრულებლად, უმორჩილესად ვთხოვ თქვენს მეუფებას ზემოხსენებული მღვდელ-მონაზონი გერმოგენი გადმოიყვანოთ გარეჯის უდაბნოში მღვდელ-მონაზონის თავისუფალ ადგილზე და მიანდოთ მას აღსრულება ხაზინადარის თანამდებობისა. ამასთანავე დავსძენ, რომ მის გადმოსაყვანად არავითარი დაბრკოლება არ აქვს მის წინამძღვარს არქიმანდრიტ ნაზარს“.


1917 წ. 28 აგვისტოს საქართველოს დროებითმა საეკლესიო მმართველობამ გერმოგენი დავითგარეჯის ლავრის წინამძღვრის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა. 1918 წ. 10 იანვარს დავითგარეჯის ლავრას თავს დაესხნენ თათართა შეიარაღებული რაზმები, სასტიკად დაარბიეს და გაძარცვეს სავანე. ბერები გალახეს, ყარაულს იარაღი აჰყარეს და უმოწყალოდ სცემეს, დაამტვრიეს კანკელები, ტრაპეზები, ხატები. გერმოგენი ცდილობდა ეს ამბავი ქართველი საზოგადოების ყურამდე მიეტანა და გარეჯის ლავრის მძიმე ბედს გაზეთ „საქართველოს“ ფურცლებზე აღწერდა: „აი, ეს ძველის ძველი საუნჯე გასძარცვა ბრბომ. როგორც ამას წინად ვწერდი, წაიღეს დიდძალი ოქრო-ვერცხლის ნივთები, დიდძალი სპილენძეულობა რამდენიმე ათეული ფუთის წონისა. გადარჩა სულ რამდენიმე სახარება და ვერცხლის ჯვრები. თავის დროზე, როცა კანტიკუნტად გაჩნდა თათართაგან რბევა-გლეჯა და ავაზაკობა, განვუცხადე ჩემს მთავრობას, წამოეღოთ და მუზეუმში დაეცვათ ეს სიმდიდრე, მაგრამ ამაოდ და, აი, დღეს ეს სიმდიდრე დატოვებული ჩვენთა წინაპართაგან, დაიკარგა იმ დროს, როდესაც ასე ძვირფასია ჩვენი ერისათვის ყოველივე ქონება. დღევანდელ ფასებში ის სიმდიდრე თითქმის ერთ მილიონ მანეთს უდრის და ეს სიმდიდრე თუნდა დღევანდელ საერო საბჭოს მოხმარებოდა, დიდი საქმე გაკეთდებოდა... ეს ადგილები ჩვენია, გვიყვიროდნენ ისინი შეკითხვაზე, – მთავრობამ ჩვენ გვაკუთნა, როგორც გვსურს, ისე მოვიხმართო; გვნებავს – დავანგრევთ, გვნებავს დავწვამთო. მე მგონია, ქართველი ერი მოვალეა, ხმა ამოიღოს და მოსთხოვოს თათართა ეროვნულ საბჭოს, ალაგმონ თავისი ხალხი, ნუ იწვევენ უსიამოვნობის და გადახდის ჟინსა“.




მღვდელ-მონაზონი გერმოგენი

1923 წ. 16 თებერვალს დეკანოზი ალექსი გულისაშვილი საკათოლიკოსო საბჭოს სწერდა: „დავით გარეჯის მონასტერი რევოლუციის დროს სრულიად გაიძარცვა თათრების შემოსევებით, რაც თავის დროზე ეუწყა სასულიერო მთავრობას. ამჟამად გარეჯის უდაბნოს ქონებას შეადგენს მარტო ოთხი სახარება, ხუთი ვერცხლის ჯვარი და სხვა არაფერი. სახარებები და ჯვრები დაცულია საგარეჯოს წმ. იოანე ნათლისმცემლის ტაძარში. რაც შეეხება ს, იგი არ სჩანს, შენახულია სადმე თუ დაკარგულია. 1922 წ. მამა გერმოგენს საქართველოს ჩაუბარებია უნივერსიტეტის წარმომადგენლისათვის 100 ცალი ხელნაწერი და დაბეჭდილი წიგნები, მის ხელშია ამჟამად ზვარი (3 დესიატინა) და წისქვილი. იგი ცხოვრობს ზვარეში და ამუშავებს. მასვე აუშენებია ორი დიდი ფარეხი – გომი მონასტრისათვის მინდვრებში იმ მიზნით, რომ ისევ გავლენა ჰქონდეს უდაბნოს მინდვრებზე და საქონლის პატრონებს დავალებული აქვთ ყური უგდონ დავით გარეჯის და იოანე ნათლისმცემლის მონასტრებს და საქონლის სიარულით არ წარყვნან წმინდა ადგილები. ბარძიმ-ფეშხუმი გატაცებული თათრებისგან მართლა სოფ. შიხალოში აღმოჩენილა და გადაუციათ მამა გერმოგენისთვის, ამ უკანასკნელს კი შიშის გამო, რომ ისევ თათრებმა არ წამართვანო, მიუბარებია შესანახად ნაცნობ თათრისათვის. შემდეგში გერმოგენი ერთი მხლებლით ჩუმად მისულა სოფ. შიხალოში და წამოუღია ხსენებული ნივთები და ეხლა ინახება მასთან საგარეჯოში. გერმოგენის სიტყვით, ბარძიმ-ფეშხუმი მის საკუთრებას შეადგენს, შეძენილი აქვს ნათლისმცემლის მონასტრიდან და შემდეგ თავის სიკვდილისა უტოვებს დავით გარეჯის მონასტერს. მღვდელ-მონაზონ გერმოგენის შესახებ ორი აზრი ტრიალებს საგარეჯოს საზოგადოებაში: ერთნი აქებენ მის მოღვაწეობას, მეორენი ამბობენ: „ბერი განდეგილად უნდა ცხოვრობდეს მონასტერში და არა სოფელშიო“. მე ვემხრობი პირველებს, ეხლანდელ უკუღმართ დროში რა უნდა გააკეთოს ერთმა მშიერ-მწყურვალმა კაცმა მონასტერში, თუ არ მიეცა მას სახსარი ცხოვრებისა. მარტო ერთი მხარეა გერმოგენის მოქმედებაში დასაგმობი. მას არა აქვს კავშირი სასულიერო მთავრობასთან, თავის ინიციატივით მოქმედებს, საჭიროა იგი სასულიერო მთავრობის გავლენის ქვეშ იმყოფებოდეს. ისე, სხვა მხრივ, მღვდელ-მონაზონი გერმოგენი გამსჭვალულია წმინდა მიზნით და მას ბერობა სწამს, ამაში ეჭვი არავის უნდა ჰქონდეს, რომ გერმოგენს ჯვარი აეხსნას მკერდიდან და ანაფორა გაეხადა, რასაც ძლიერ ცდილობენ მისი ნათესავები, რომ ერისკაცობას დაუბრუნდეს და ზვარი და წისქვილი საბჭოს მთავრობასთან შეთანხმებულად ამუშავოს, მაგრამ მან ეს არ მოინდომა, იგი აღფრთოვანებულია იმ აზრით, რომ დავითგარეჯის მონასტერი ისევ აღორძინდება და რა ადგილებიც სჭერია მონასტერს, ისევ უნდა დაიჭიროსო. იგი ამბობს: მე რომ ზვარს თავი დავანებო, გლეხები ეზოებად დაიყოფენ და მერე მათი გამოყვანა ძნელი იქნებაო“.


თ. ბედიაშვილი გერმოგენის შვილის, ბ. აბაშიძის მონაყოლზე დაყრდნობით წერს: „გერმოგენმა უდაბნოს საზღვრები საქართველოს სახელმწიფო საზღვრებს დაამთხვია. ივ. ჯავახიშვილი ჩადის გარეჯის მონასტერში და მადლობას უხდის გერმოგენს, აზერბაიჯანელ მუსულმანებთან „უომრად“ მორიგებისათვის. მან დიდძალი ხალხი შეაგროვა და თათრებისგან წართმეული დაიბრუნა. მამა გერმოგენი ნათესაურ კავშირში იყო სერგო ორჯონიკიძესთან. მასთან ორსაათიანი საუბრის შემდეგ გადაწყდა, რომ საქმისთვის აჯობებდა ბერ გერმოგენს გაეხადა ანაფორა, გამხდარიყო საერო პირი და სათავეში ჩადგომოდა ყოფილი მონასტრის მამულების განკარგვას. როგორც ვხედავთ, მონასტრის წინამძღვარში ეროვნულმა მოვალეობამ დასძლია მორწმუნისას. ამჯერად გარეჯის მონასტრისა და მისი მამულების შენარჩუნების მიზანმა აიძულა იგი საერო ტანსაცმელში გამოჩენილიყო“.


1929 წ. გერმოგენის თაოსნობით გარეჯის მონასტერთან ახლოს დაარსდა სოფელი უდაბნო. გერმოგენი 1937 წლის რეპრესიებს შეეწირა.


დიაკ. გ. მაჩურიშვილი



ყაროები და ლიტერატურა

გაზ. „საქართველო“, 1917, №14, №19;

საქართველოს საპატრიარქოს არქივი, აღწერა 1, საქმე №134;

სცსა, ფ. 489, აღწერა 1, საქმე №57648; ფ. 1699, აღწერა 1, საქმე №56;

Журн., Вестник Грузинского Экзархата, 1916, №7.

ბედიაშვილი თ., „საგარეჯოს რაიონში მოღვაწე სასულიერო პირები (XIX ს-ის ბოლო და XX ს. დასაწყისი)“, თბ., 2002.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 26.11.2023
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0




ანტონ (დიმიტრი, ერიკ. დავით) აბაშიძე 1867-1942წწ სქემმთავარეპისკოპოსი, დაბ. სოფ. ვეჯინი, გურჯაანი

2 0

აბაშიძე

1 0

აბაშიძე ლაზარე (მიხეილ) პეტრეს ძე არქიმანდრიტი 1959-2018წწ მოღვ. ბეთანიის, კარმელის მთაზე მონასტერი დაბ. გაგრა

2 0

აბაშიძე გაბრიელი (გიორგი) დაბ. 1878-დაახლ. 1930-იანი წწ. არქიმანდრიტი 1899 წელი ათონის მთა

2 0

5.7 მალაქია I (აბაშიძე) 1519-XVI საუკუნის 40-იანი წწ. აფხაზეთის ( დასავლეთ საქართველოს) კათოლიკოსი

1 0


აბაშიძე მურთაზ მანუჩარის ძე დ. 1955წ. მსახურობს ქ. რუსთავის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, და არის ამავე ტაძრთან არსებულ წმ. იოაკიმე და ანას სახელობის სამლოცველოს წინამძღვარი. დაბ. რუსათვი.

2 0

5.21 მაქსიმე II (აბაშიძე)- 1776-1795 აფხაზეთის ( დასავლეთ საქართველოს) კათოლიკოსი

1 0


აბაშიძე მალაქია (გიორგი V) გარდ. 15.10.1722), იმერეთის გამგებელი 1701 წლიდან. მალაქიას სახელით ბერად

2 0

აბაშიძე ირაკლი ანტონის ძე მართლმ. მღვდელი 1850-1926წწ დაკრძ. სოფ. ჭალა (საჩხერე)

2 0

გრიგოლ აბაშიძე ივანეს ძე, 1820-1890წწ გენერალ მაიორი, ქუთაისის გუბერნიის სამხედრო გუბერნატორი. დაბ. ჯიყოეთი ჭიათურა იმერეთი

2 0


აბაშიძე დავით ნიკოლოზის ძე (1821-99) რუსეთის გენერალი იმერეთი

1 0


დიმიტრი აბაშიძე როსტომის ძე 1856-1920წწ რუსეთის გენერალი იმერეთი

1 0


როსტომ აბაშიძე (ფინეზიშვილი) ნიკოლოზის ძე 1816-83წწ გენერალ მაიორი დაბ. ქუთაისი იმერეთი

1 0


ლერი აბაშიძე ივანეს ძე 1935-94წწ საბჭოთა გენერალი დაბ. ხაშური

1 0


აბაშიძე ასლან იბრაჰიმის ძე 1938წწ საქართველოს გენერალი დაბ. ბათუმი აჭარა Асла́н Ибраги́мович Абаши́дзе

1 0


ლერი აბაშიძე ივანეს-ძე 1935-94წწ საქართველოს გენერალი დაბ. ხაშური ქართლი

1 0


დიულა აბაშიძე ვაჟას ძე (1941-2004) საქართველოს გენერალი თბილისი

1 0


ასლან აბაშიძე, ასლანბეგი 1877-1924წწ საქართველოს გენერალი დაბ. ბათუმი აჭარა Аслан Ибрагимович Абашидзе

1 0


კონსტანტინე აბაშიძე გიორგის ძე (1856-1917), რუსეთის გენერალი კახეთი

6 0


ზურაბ ვლადიმერის ძე აბაშიძე 1968-92წწ გარდ. ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. სოფ. ჭალა საჩხერე

3 0


გივი აბაშიძე 1960-93წწ გარდ. სოფ. ცაგერა ოჩამჩირე დ. სოფ. კოჩარა ოჩამჩირე აფხაზეთი

2 0


დავით აბაშიძე 1955-1992წ გარდ. აფხაზეთი დაბ. თბილისი.

3 0


მალხაზ აბაშიძე ილიას ძე 1975-08წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ. ვერნები ხულო

2 0


მინდია აბაშიძე 1989-2012წწ გარდ. ავღანეთი დ. სოფ. თხილნარი ხელვაჩაური აჭარა

2 0


ლევან აბაშიძე 1963-92წწ გარდ. 29 წლის ეშერა, სოხუმი. მსახიობი დაბ. თბილისი

3 0


აბაშიძე ასლან იბრაჰიმის ძე 1938წწ მილიარდელი საქართველოს გენერალი დაბ. ბათუმი აჭარა

2 0

აბაშიძე მურთაზ 1927-2004წწ. მხატვარი. სოფ.ჭალა, საჩხერე, იმერეთი.

1 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


გოჩა აბაშიძე 1937-1961წწ. მსახიობი. დაბ. თბილისი.

1 0


დავით აბაშიძე 1924-1990წწ. მსახიობი. დაბ. თბილისი.

1 0


ვანიკო აბაშიძე 1896-1937წწ. მსახიობი. დაბ. ქუთაისი.

1 0


ვასილ აბაშიძე 1854-1926წწ. მსახიობი დაბ. დუშეთი.

1 0


თამარ აბაშიძე 1892-1960წწ. მსახიობი. დაბ. ზესტაფონი.

1 0


ლეილა აბაშიძე 1929-2018წწ. კინომსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი. დაბ. თბილისი.

1 0


გრიგოლ აბაშიძე 1914-1994წწ მწერალი, პოეტი , დაბ.სოფ. რგანი ჭიათურა იმერეთი

3 0


ტასო აბაშიძე 1881-1958წწ.. მსახიობი. დაბ. თბილისი.

1 0


მემედ აბაშიძე (ბეგი) 1873-1937წწ საზოგადო მოღვაწე დაბ. ბათუმი აჭარა

3 0


მერაბ აბაშიძე 1950-2000წწ მწერალი, დაბ. თბილისი.

4 0


ნინო აბაშიძე 1910-97წწ გარდ. 87 წლის, მწერალი, საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (1953-1997), დაბ. სოფ. ვეჯინი, გურჯაანი კახეთი

1 0


ახმედ შუგეიბის ძე აბაშიძე 1923-1992წწ სოციალისტური შრომის გმირი (1949). დაბ. სოფ. ცხმორისი, ქედა, აჭარა

2 0

როსტომ აბაშიძე დ.1935წ. მსოფლიო ჩემპიონი ბერძნულ-რომაული ჭიდაობა დაბ. ბათუმი აჭარა

1 0

6 0 2


სალომე აბაშიძე დ.1995წ. მსოფლიო პრიზიორი სამბო დაბ. ბათუმი

1 2

2 0 2


ირაკლი ბესარიონის ძე აბაშიძე (1909-1992); პოეტი, აკადემიკოსი. დაბ. ხონი, იმერეთი.

10 0