ეპისკოპოსი ბესარიონი დაიბადა 1832 წელს, ზუგდიდში. აღიზარდა მარტვილის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერთან არსებულ სასწავლებელში. 1849 წლის 6 აგვისტოს იმერეთის მიტროპოლიტმა დავითმა (წერეთელი) ბერად აღკვეცა და სახელად ბესარიონი უწოდა. 1874 წლის დეკემბერში სამეგრელოს სავიკაროს მღვდელმთავრად გამოარჩიეს. 1875 წლის 12 იანვარს საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი), გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) და იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) ეპისკოპოსად აკურთხეს და იმერეთის ეპარქიაში შემავალ სამეგრელოს სავიკაროს ქორეპისკოპოსად დანიშნეს. 1886 წლის 1 მარტიდან ალავერდის სავიკაროს მმართველია. 1895 წელს ეპისკოპოს გაბრიელის (ქიქოძე) ავადმყოფობის გამო დროებით დაინიშნა იმერეთის ეპარქიის მმართველად. 1896 წლიდან იგი ორივე ეპარქიის მმართველია.
გარდაიცვალა 1900 წლის 3 აგვისტოს.
ეპისკოპოსი ბესარიონი (დადიანი) 1832-1900წწ XVIII - XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერთ პირთა ცხოვრება მოღვაწეობა ავტ. გიორგი მაჩურიშვილი, ლურსაბ ტოგონიძე
ეპისკოპოსი ბესარიონი 1832 წელს სამეგრელოში, თავადის ოჯახში დაიბადა. იგი იყო შვილიშვილი სამეგრელოს მთავრის,
მანუჩარისა, გრიგოლ დადიანის ძმისა. სიყრმიდანვე იზრდებოდა მარტვილის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის
მამათა მონასტერთან არსებულ სასულიერო სასწავლებელში, სადაც საფუძვლიანი აღზრდა-განათლება მიიღო. საბერო
მორჩილება ჯრუჭის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში გაიარა.
1849 წლის 6 აგვისტოს იმერეთის მიტროპოლიტმა დავითმა (წერეთელი) ბერად აღკვეცა და სახელად
გვ308
ბესარიონი უწოდა. ამავე წელს დიაკვნად აკურთხა.
1857 წლის 16 ნოემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გერმანემ (გოგოლაშვილი) მღვდლად დაასხა ხელი.
1859 წლის 20 დეკემბერს არქიმანდრიტის წოდება მიანიჭეს.
1860 წლის 20 მარტს ჯრუჭის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა.
1865 წლის 7 დეკემბრიდან ბელათის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანეს·
1869 წელს წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1871 წლიდან საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის წევრად აირჩიეს.
1873 წელს წმინდა ანას II ხარისხის ორდენი გადასცეს.
1874 წლის დეკემბერში სამეგრელოს ეპარქიის მღვდელმთავრად გამოარჩიეს.
1875 წლის 12 იანვარს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ
(ილინსკი), გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) და იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) ეპისკოპოსად დაასხეს
ხელი და იმერეთის ეპარქიაში შემავალ სამეგრელოს ეპარქიის ქორეპისკოპოსად დანიშნეს.
1886 წლის 1 მარტს ახლად ამოქმედებული ალავერდის ეპარქიის მმართველად გადაიყვანეს,
რომელსაც 1898 წლის 6 ივნისამდე განაგებდა. ამასთანავე, დაინიშნა შუამთისა და ალავერდის მამათა მონასტრების წინამძღვრად.
შუამთის მონასტერში მისი მეცადინეობით გამშვენდა, შეკეთდა და კეთილმოეწყო ბერების საცხოვრებელი სახლი.
1887 წლის 5 აპრილს მეუფე ბესარიონს წმინდა ანას I ხარისხის ორდენი უბოძეს.
1895 წელს, ეპისკოპოს გაბრიელის (ქიქოძე) ავადმყოფო
გვ309
ბის გამო, წმინდა სინოდმა იმერეთის ეპარქიის დროებით მმართველად დანიშნა.
1896 წლის იანვარში, მეუფე გაბრიელის გარდაცვალების შემდეგ კი, ორივე ეპარქიის მართვა დაევალა.
1898 წლიდან მხოლოდ იმერეთის ეპარქიას განაგებდა.
მღვდელმთავრობის უკანასკნელ წლებში მეუფე ხშირად ავადმყოფობდა. 1900 წლის მაისში მან, ექიმების რჩევით,
სასულიერო მთავრობისაგან ორი თვით სამსახურიდან დასვენება ითხოვა. უწმინდესმა სინოდმა შეიწყნარა მისი თხოვნა და
პირველ ივლისამდე მისცა ორი თვით შვებულება. ივლისში მეუფე გაემგზავრა უწერაში, საიდანაც უფრო დაუძლურებული დაბრუნდა.
ავადმყოფის ჯანმრთელობა დღითიდღე უარესდებოდა, ბოლოს ექიმებმა იმედი გადაუწურეს. პირველ აგვისტოს
მეუფე ეზიარა, მას შემ
გვ310
დეგ თითქმის უგრძნობლად იწვა. 3 აგვისტოს, ნაშუაღამევს, პირველის ნახევარზე ზარების სამგლოვიარო ხმამ ყველას ქ. ქუთაისს
აუწყა ყოვლადსამღვდელო ბესარიონის გარდაცვალება.
9 აგვისტოს, დილის ცხრა საათზე, მღვდელმთავრის სასახლეს უამრავი ხალხი მოაწდა. ქუთაისის ყველა ეკლესიის სამრეკლომ
ჯმოჰკრა სამგლოვიარო ზარები. მთელი ქალაქისა და მახლობელი სოფლების სამღვდელოება შეიკრიბა ქუთაისის სასულიერო
სასწავლებლის ეკლესიაში. აქ შეიმოსნენ და აქედან გაემგზავრნენ მღვდელმთავრის სასახლეში. მობრძანდნენ ეპისკოპოსი ალექსანდრე (ოქროპირიძე) და
ლეონიდე (ოქროპირიძე). გადაიხადეს მცირე პანაშვიდი. შემდეგ სამღვდელოება საკათედრო ტაძრისაკენ გაემართა. კუბოს მიასვენებდნენ არქიმანდრიტნი –
საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 06.02.2024
ბოლო რედაქტირება 21.09.2025 სულ რედაქტირებულია 3
შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ. მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით საზოგადოებრივ საწყისებზე. ქალაქი თელავი.
გრიგოლ დადიანი 1824-1907წწ გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი დაბ. სოფ. ქვილიშორი, წყალტუბო
2 0
ღირსი ანტონი (დადიანი) - ჭყონდიდელი მიტროპოლიტი (+1815) და მოწაფე მისი იაკობ ხუცესმონაზონი ხსენება 13 (26) ოქტომბერი
2 0
გიორგი (ბესარიონ) დავითის ძე დადიანი 1909-1964წწ მღვდელ-მონაზონი. დაბ. ზუგდიდი
2 0
ანტონ გიორგის ძე დადიანი 1796-1852წწ ეპისკოპოსი
2 0
დადიანი
1 0
წმიდა ცოტნე დადიანი - საქართველოსთვის თავდადებული და აღმსარებელი (XIII) ხსენების დღე 30 (ახალი სტილით 12აგვისტო) ივლისი
1 0
გრიგოლ დადიანი ლევანის ძე (კოლხიდელი) 1814-1901წწ რუსეთის გენერალი დაბ. ზუგდიდი
2 0
დადიანი ოტია ელიზბარის ძე 1836-1915წწ რუსეთის გენერალი სენაკი სამეგრელო
4 0
ნიკოლოზ დადიანი გრიგოლის ძე 1764-1834წწ გენერალ მაიორი დაბ. მარტვილი, სამეგრელო
1 0
ნიკოლოზ დადიანი დავითის ძე 1847-1903წწ რუსეთის გენერალი დაბ. ზუგდიდი სამგრელო
5 0
ანდრია დადიანი დავითის ძე 1850-1910წწ რუსეთის გენერალი დაბ. ზუგდიდი სამეგრელო
3 0
დადიანი (ლევან V) ლევან გრიგოლის ძე 1793-1846წწ გენერალ ლეიტენატი დაბ. ზუგდიდი სამეგრელო
3 0
დადიანი კონსტანტინე ლევანის ძე 1819-89წწ გენერალ ლეიტენანტი დაბ. ზუგდიდი სამეგრელო
3 0
დადიანი დავით ლევანის ძე 1812-1853წწ გენერალ მაიორი დაბ. სოფ. ჭაქვინჯი ზუგდიდი სამეგრელო
2 0
გრიგოლ დადიანი კაციას ძე 1770-1804წწ გენერალ მაიორი. დაბ. ზუგდიდი სამეგრელო
3 0
გრიგოლ დადიანი გრიგოლის ძე (1798-1851) რუსეთის გენერალი დაბ. ზუგდიდი Дадиан-Мингрельский Георгий Григорьевич
1 0
გიორგი დადიანი ლევანის ძე1683-1765 რუსეთის გენერალი დაბ. ზუგდიდი სამეგრელო
1 0
გოგი დადიანი 1992-93წწ აფხაზეთი
3 0
დარეჯან დადიანი, სამეგრელოს მთავრის, ოტია დადიანის ძმის, კაციას ასული. მეფე ერეკლე II-ს ცოლი, 1738-1807წწ გარდ. 69 წლის, ქართლ-კახეთის დედოფალი, დაბ. ზუგდიდი სამეგრელო, ცხოვრობდა თელავში
1 0
ეკატერინე ალექსანდრეს ასული ჭავჭავაძე, სამეგრელოს მთავრის მემკვიდრეს დავით ლევანის ძე დადიანის მეუღლე, 1816-82წწ გარდ. 66 წლის. სამეგრელოს დედოფალი, წარმომავლობა სოფ. წინანდალი თელავი.
2 0
გიორგი დადიანი 1934წ. მსახიობი, მხატვარი, რეჟისორი.
1 0
ლულუ დადიანი 1942წ. მთარგმნელი, მხატვარი, დაბ. ქ. თბილისი.
1 0
სიმონ დადიანი 1916-1975წწ. მოქანდაკე, მხატვარი, სოფ. წირქოლი, ჭიათურია, იმერეთი.
1 0
გიორგი დადიანი 1934წ მსახიობი, მხატვარი, რეჟისორი.
1 0
გულჩინა დადიანი 1932-2005წწ მსახიობი, ფიზიკოსი. წარმ. ზუგდიდი სამეგრელო
1 0
შალვა დადიანი 1874-1959წწ დრამატურგი, მსახიობი, მწერალი. დაბ. ზესტაფონი, იმერეთი.
1 0
თემურ დადიანი შ.შ.მ. მსოფლიო პრიზიორი მკლავჭიდი აბაშა
1 0
252
მუშნი დადიანი 1975-1924წწ დიდგვაროვანი, სამხედრო დაბ. სოფ. ჭკადუაში, ზუგდიდი, სამეგრელო.