სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11192

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ომი/სამხედრო პირი
1918-1921 დამოუკიდებელი საქართველო
მუშნი დადიანი 1975-1924წწ დიდგვაროვანი, სამხედრო დაბ. სოფ. ჭკადუაში, ზუგდიდი, სამეგრელო.

1975-1924 წწ. გარდ. -51 წლის

ბმულის კოპირება

1918-1921 დამოუკიდებელი საქართველო

გვარი დადიანი სია

ზუგდიდი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

5       ბეჭდვა

მუშნი დადიანი 1975-1924წწ დიდგვაროვანი, სამხედრო დაბ. სოფ. ჭკადუაში, ზუგდიდი, სამეგრელო.

ივანე (მუშნი) კონსტანტინეს ძე დადიანი (დ. 4 ნოემბერი1875, სოფ. ჭკადუაში, ახლანდ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, — გ. 1 სექტემბერი1924თბილისი) — ქართველი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, XX საუკუნის დასაწყისის ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის მონაწილე.


თავად კონსტანტინე გიორგის ძე დადიანის (დ. 1852 — გ. 1903) და ელენე (და­უმ­ხან) ოთარის ასულ დადიშქელიანის (დ. 1855 — გ. 1894) შვილი; „დიდი ნიკო“ დადიანის შვილთაშვილი. სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში (არ დაუმთავრებია). 1898-1900 წლებში მოხალისედ მსახურობდა ნიჟეგოროდის მე-17 დრაგუნთა პოლკში, შემდეგ თადარიგში იყო. 1904 წლიდან იყო სოციალისტ-ფედერალისტების პარტიის წევრი. მონაწილეობდა რუსეთის 1905 წლის რევოლუციაში. 1905 წლის 30 მარტს ზუგდიდში გამართულ მაზრის თავადაზნაურთა კრებაზე რევოლუციის მიზეზად „დაძველებული და დახავსებული პოლიტიკური წესწყობილება“ დაასახელა და მოუწოდა მონაწილეებს შეერთებოდნენ სახალხო მოძრაობას, ასევე შეექმნათ „მოშუამდგომე კომისია“.[1] სპირიდონ კედიას და ალექსანდრე ჩხეტიასთან ერთად ხელმძღვანელობდა 1905 წელს ევროპიდან რევოლუციონერებისათვის გამოგზავნილი იარაღის შავი ზღვიდან ზუგდიდში გადატანას. „ზუგდიდის რესპუბლიკის“ საქმის გამო პასუხისგებაში მისცეს, გენერალ ალიხანოვ-ავარსკის სადამსჯელო რაზმმა 1906 წლის 3 თებერვალს დადიანის მამაპაპისეული სახლ-კარი და კარ-მიდამო გადაწვა, თავად მუშნი დადიანმა კი თავი სვანეთის გავლით, სპირიდონ კედიასა და 6 სვანის თანხლებით, ყარაჩაიში, დედამისის ნათესავებს შეაფარა (ეს რთული მოგზაურობა აღწერა მოგონებებში). სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მონაწილეობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. წერდა ლექსებს სამშობლოსა და თავისუფლებაზე „მებრძოლის“ ფსევდონიმით.



I მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ დაუბრუნდა სამხედრო სამსახურს. მიიღო პორუჩიკობა. მსახურობდა ე. წ. „ველური დივიზიის“ ყაბარდოს ცხენოსან პოლკში, შემდეგ ჩაჩნურ ცხენოსან პოლკში. იბრძოდა კარპატებში1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ იყო პეტროგრადში ქართველ მხედართა კავშირის წევრი. 1917 წლის აგვისტოში, გენერალ ლავრ კორნილოვის გამოსვლის პერიოდში, დადიანი მონაწილეობდა „მილლი შუროს“ (მუსულმანთა ეროვნული საბჭო) დელეგაციაში ველურ დივიზიასთან. დაჯილდოებული იყო წმ. ანას IV ხარისხის ორდენითა და გიორგის იარაღით (ორივე 1917).

1918 წლიდან მსახურობდა საქართველოს ჯარში, 1-ლი ცხენოსანთა პოლკის როტმისტრად. 1919 წლის სექტემბერში დაითხოვეს ცხენოსანი ჯარის თადარიგში.[2] 1921 წელს გასაბჭოების შემდეგ დადიანი ერთხანს ქართული წითელი არმიის ცხენოსან დივიზიაში მსახურობდა. მონაწილეობდა ანტისაბჭოთა აჯანყების მომზადებაში. როგორც პარიტეტული კომიტეტის რწმუნებული, ფარულად ადგენდა შეიარაღებულ ჯგუფებს სამეგრელოსა და სამურზაყანოში, მისი უმცროსი ძმა დავითი (ოთარი) კი ტყეში იყო გასული თავის პარტიზანულ რაზმთან ერთად. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების დამარცხების შემდეგ საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარმა საშა გეგეჭკორმა შერიგების პირობით ძმები ტყიდან გამოიტყუა და დააპატიმრა სენაკის მაზრაში. მუშნი და ოთარ დადიანები მათ ნათესავთან, ნესტორ გარდაფხაძესთან, და სხვა მსჯავრდებულებთან ერთად თბილისში დახვრიტეს. მუშნი დადიანს ცოლად ჰყავდა ეკატერინე ჯიჯიხია (დ. 1881 — გ. 1966). მათი შთამომავლები საქართველოში ცხოვრობენ.

https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%9C%E1%83%98_%E1%83%93%E1%83%90%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98



კვირის პალიტრა სტატია 

ქართველთა და ყარაჩაელ-ბალყარელთა მეგობრობის ქრონიკები და წარჩინებულ გვართა ნათესაური კავშირები

წარ­ჩი­ნე­ბულ­თა ქორ­წი­ნე­ბე­ბი

სვა­ნე­თის მთავ­რე­ბის, და­დეშ­ქე­ლი­ან­თა დი­ნას­ტი­ი­სა და ყა­რა­ჩა­ულ-ბალ­ყა­რულ ფე­ო­და­ლურ საგ­ვა­რე­უ­ლო­თა წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის ხში­რი იყო ქორ­წი­ნე­ბა­ნი, რაც XX სა­უ­კუ­ნემ­დე გრძელ­დე­ბო­და.

და­დეშ­ქე­ლი­ა­ნე­ბი სვა­ნე­თის ნა­წილს XVIII სა­უ­კუ­ნი­დან გა­ნა­გებ­დ­ნენ. ვი­ნა­ი­დან ეს ფე­ო­და­ლუ­რი გვა­რი ორ შტოდ გა­ი­ყო, მა­თი სამ­ფ­ლო­ბე­ლოც, რო­მე­ლიც ზე­მო სვა­ნე­თის და­სავ­ლეთ ნა­წილ­ში მდე­ბა­რე­ობ­და, ორად გა­ნა­წილ­და.

სა­და­დეშ­ქე­ლი­ა­ნო სვა­ნე­თის ერთ-ერ­თი ნა­წი­ლის, კერ­ძოდ, ბე­ჩოს, ეცე­რი­სა და ცხუ­მა­რის თე­მე­ბის მფლო­ბელს - თა­თარ­ყან და­დეშ­ქე­ლი­ანს (გარ­და­იც­ვა­ლა 1849 წელს) ცო­ლად ჰყავ­და თა­ვა­დის ასუ­ლი თა­მარ ვა­ხო­ვა.

თა­თარ­ყან და­დეშ­ქე­ლი­ა­ნი იყო შთა­მო­მა­ვა­ლი მთავ­რე­ბის

- კარ­გი-ოთა­რი­სა (გარ­და­იც­ვა­ლა 1750 წელს) და ბა­ბა-ცი­ო­ყი­სა (გარ­და­იც­ვა­ლა 1812 წელს).

რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის მფარ­ვე­ლო­ბა­ში შეს­ვ­ლის შემ­დეგ, თა­თარ­ყან­მა წი­ნა­პარ­თა ტრა­დი­ცი­უ­ლი სარ­წ­მუ­ნო­ე­ბა - ქრის­ტი­ა­ნო­ბა და­იბ­რუ­ნა. მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რი წე­სით ნათ­ლო­ბის შემ­დეგ, თა­თარ­ყანს, იმ­პე­რა­ტორ ნი­კო­ლოზ I-ის პა­ტივ­სა­ცე­მად, სა­ხე­ლად ნი­კო­ლო­ზი ეწო­და.

ნი­კო­ლოზ და­დეშ­ქე­ლი­ან­სა და თა­მარ ვა­ხო­ვას შე­ე­ძი­ნათ სა­მი ვა­ჟი: ოთა­რი, ჯან­სუ­ღი (ი­გი­ვე ლე­ვა­ნი), მო­სოს­ტ­რი და ერ­თა­დერ­თი ასუ­ლი (სა­ხე­ლი უც­ნო­ბი­ა), რო­მე­ლიც ცო­ლად გაჰ­ყ­ვა ყა­რა­ჩა­ელ თა­ვად დევ­ლეთ-გი­რეი კრიმშამ­ხა­ლოვს.

ნი­კო­ლო­ზი­სა და თა­მა­რის უფ­რო­სი ვა­ჟი, ოთარ ნი­კო­ლო­ზის ძე და­დეშ­ქე­ლი­ა­ნი (გარ­და­იც­ვა­ლა 1854 წელს) და­ქორ­წინ­და ბალ­ყა­რე­ლი თა­ვა­დის, ურუს­ბი­ე­ვის ასულ მი­ნათ­ზე. მათ შე­ე­ძი­ნათ ოთხი ვა­ჟი: ლე­ვა­ნი (1829-1889), ის­ლა­მი, ბე­ქირ­ბი, ცი­ო­ყი და ერ­თა­დერ­თი ასუ­ლი - და­უმ­ხა­ნი, იგი­ვე ელე­ნე (1855-1899).

თა­ნა­მედ­რო­ვე­ნი იგო­ნებ­დ­ნენ, რომ ოთარ და­დეშ­ქე­ლი­ა­ნი "თვით მთი­ელ რა­ინდ სვა­ნებ­ში გა­მო­ირ­ჩე­ო­და თა­ვი­სი უშიშ­რო­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­მაღ­ლი­თა და სი­ლა­მა­ზით".

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ოთარ და­დეშ­ქე­ლი­ან­მა მი­ი­ღო ის­ლა­მი და შვი­ლე­ბიც მაჰ­მა­დი­ა­ნუ­რად მო­ნათ­ლა. ამის გა­მო, რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მათ აუკ­რ­ძა­ლა სვა­ნეთ­ში ცხოვ­რე­ბა და აიძუ­ლა, და­დეშ­ქე­ლი­ა­ნის ნაც­ვ­ლად "ო­თა­რო­ვის" გვა­რი ეტა­რე­ბი­ნათ.

ოთარ და­დეშ­ქე­ლი­ა­ნის შვი­ლებს ცხოვ­რე­ბა ერ­თხანს დე­დუ­ლეთ­ში მო­უხდათ. მა­თი ბი­ძის (დე­დის ძმის) - თა­ვად ის­მა­ილ მურ­ზა­ყუ­ლის ძე ურუს­ბი­ე­ვის (1829-1888) მა­მუ­ლი მდე­ბა­რე­ობ­და იალ­ბუ­ზის კალ­თებ­თან, მდი­ნა­რე ბაქ­სა­ნის ნა­პირ­თან. ის­მა­ი­ლი დი­დი პა­ტი­ვის­ცე­მით სარ­გებ­ლობ­და მთელ ჩრდი­ლო-და­სავ­ლეთ კავ­კა­სი­ა­ში.

ოთარ და­დეშ­ქე­ლი­ა­ნის შვი­ლიშ­ვი­ლის (ი­მავ­დ­რო­უ­ლად, ის­მა­ი­ლის დის შვი­ლიშ­ვი­ლის) მო­გო­ნე­ბა­ში ვკითხუ­ლობთ: "ვი­საც წა­კითხუ­ლი აქვს პრო­ფე­სორ მაქ­სიმ კო­ვა­ლევ­ს­კის "მოგ­ზა­უ­რო­ბა კავ­კა­სი­ა­ში", მას გა­ახ­სენ­დე­ბა ამ წიგ­ნ­ში აღ­წე­რი­ლი ის­მა­ილ ურუს­ბი­ე­ვი, ყვე­ლას­გან პა­ტივ­დე­ბუ­ლი და ცნო­ბი­ლი პი­როვ­ნე­ბა იმ­დ­რო­ინ­დელ სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში. ამ წიგ­ნის ავ­ტორს ბევ­რი რამ გა­მო­უ­ყე­ნე­ბია მი­სი მო­ნა­ყო­ლი­დან კავ­კა­სი­ის ლე­გენ­დებ­სა და სიძ­ვე­ლე­ებ­ზე. დე­და­ჩე­მი გახ­ლ­დათ დის­შ­ვი­ლი ის­მა­ილ ურუს­ბი­ე­ვი­სა და მის სახ­ლ­ში აღი­ზარ­და".

ის­ლამ ოთა­რის ძე და­დეშ­ქე­ლი­ან­მა (ი­მა­ვე ოთა­როვ­მა) ცო­ლად შე­ირ­თო თა­ვად დუ­დო­ვის ასუ­ლი, ხო­ლო მის­მა მომ­დევ­ნო ძმამ, ბე­ქირ­ბიმ იქორ­წი­ნა თა­ვად კრიმ­შამ­ხა­ლო­ვის ასულ მი­ნათ­ზე.


ის­ლამ და­დეშ­ქე­ლი­ა­ნის (ი­მა­ვე ოთა­რო­ვის) ერ­თა­დერ­თ­მა ვაჟ­მა ჯან­სუღ­მა (1855-1940) ცო­ლად შე­ირ­თო თა­ვად ურუს­ბი­ე­ვის ასუ­ლი მი­სირ­ხა­ნი (1872-1952).

ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ნი­კო­ლოზ და­დეშ­ქე­ლი­ა­ნი­სა და თა­მარ ვა­ხო­ვას შვი­ლიშ­ვი­ლი - სალ­და-ხან ჯან­სუ­ღის (ლე­ვა­ნის) ასუ­ლი და­დეშ­ქე­ლი­ა­ნი (და­ბა­დე­ბუ­ლი 1850 წელს) ცო­ლად გაჰ­ყ­ვა თა­ვად ადინ­გერ ურუს­ბი­ევს.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ოთარ და­დეშ­ქე­ლი­ა­ნის შთა­მო­მავ­ლე­ბი XIX სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რუ­ლი­დან უკ­ვე ქრის­ტი­ა­ნე­ბი იყ­ვ­ნენ და ქრის­ტი­ა­ნებ­ზეც და­ქორ­წინ­დ­ნენ, მათ­ში მა­ინც შე­მორ­ჩა მუს­ლი­მუ­რი სა­ხე­ლე­ბი, მა­გა­ლი­თად: ის­ლა­მი, მურ­ზა­ყა­ნი, მუ­ჰა­მე­დი, შა­მი­ლი, უსუ­ფი, კემ­ლი­ა­ტი, მა­დი­ნა, ფა­ტი­მა და სხვ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ოთარ ნი­კო­ლო­ზის ძე და­დეშ­ქე­ლი­ა­ნის პირ­და­პირ შთა­მო­მა­ვალს (მე­ხუ­თე თა­ო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელს), რო­მე­ლიც 1963 წელს და­ი­ბა­და და ამ­ჟა­მა­დაც სვა­ნეთ­ში ცხოვ­რობს, სა­ხე­ლად ის­ლა­მი ჰქვია.

ასე რომ, ქორ­წი­ნე­ბა­ნი და­დეშ­ქე­ლი­ა­ნებ­სა და ყა­რა­ჩა­ულ-ბალ­ყა­რულ თა­ვა­დურ საგ­ვა­რე­უ­ლო­თა წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის ფარ­თოდ გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი იყო და XX სა­უ­კუ­ნემ­დე გრძელ­დე­ბო­და. თა­ვი­სი არ­სით ეს იყო პო­ლი­ტი­კუ­რი შე­უღ­ლე­ბა­ნი, რომ­ლე­ბიც ხსე­ნე­ბუ­ლი ხალ­ხე­ბის მმარ­თ­ვე­ლი წრე­ე­ბის მო­კავ­ში­რე­ო­ბის მტკი­ცე სა­ფუძ­ვე­ლი ხდე­ბო­და. იმავ­დ­რო­უ­ლად, ეს ცხად­ყოფს იმ პა­ტი­ვის­ცე­მას, რო­მე­ლიც ამ ხალ­ხებს ერ­თ­მა­ნე­თი­სად­მი ტრა­დი­ცი­უ­ლად ახა­სი­ა­თებ­დათ.

ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რე­ბი

თა­ვად ურუს­ბი­ე­ვებ­თან ნა­თე­სა­ო­ბა ჰქონ­დათ არა მხო­ლოდ და­დეშ­ქე­ლი­ა­ნებს, არა­მედ მათ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სხვა ქარ­თულ თა­ვა­დურ გვა­რებ­საც.

ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ოთარ და­დეშ­ქე­ლი­ა­ნი­სა და მი­ნათ ურუს­ბი­ე­ვის ერ­თა­დერ­თი ასუ­ლი, 18 წლის და­უმ­ხან (ი­გი­ვე ელე­ნე) და­დეშ­ქე­ლი­ა­ნი (1855-1899) 1873 წელს ცო­ლად გაჰ­ყ­ვა თა­ვად კონ­ს­ტან­ტი­ნე გი­ორ­გის ძე და­დი­ანს (1852-1903), რო­მე­ლიც იყო შთა­მო­მა­ვა­ლი (მე­ოთხე თა­ო­ბის) სა­მეგ­რე­ლოს მთა­ვარ ოტია ბე­ჟა­ნის ძე და­დი­ა­ნი­სა (მთავ­რობ­და 1728-1757 წლებ­ში).


კონ­ს­ტან­ტი­ნე და­დი­ა­ნი­სა და ელე­ნე და­დეშ­ქე­ლი­ა­ნის უფ­რო­სი ვა­ჟი იგო­ნებ­და: "მა­მა­ჩე­მი დე­და­ჩემს არ­ც­თუ ისე შო­რე­ულ ნა­თე­სა­ვად ეკუთ­ვ­ნო­და, მაგ­რამ მა­მას ის ძალ­ზე მოს­წონ­და. დე­და კი სას­ტი­კად წი­ნა­აღ­მ­დე­გი იყო ქრის­ტი­ან­ზე გათხო­ვე­ბი­სა, რად­გან თვი­თონ თავ­და­დე­ბუ­ლი მაჰ­მა­დი­ა­ნი იყო. მას მაჰ­მა­დი­ა­ნუ­რად და­უმ­ხა­ნი ერ­ქ­ვა. მა­მას დი­დი ცდა და მონ­დო­მე­ბა დას­ჭირ­და, რა­თა და­ე­თან­ხ­მე­ბი­ნა და­უმ­ხა­ნის ნა­თე­სა­ვე­ბი ამ ქორ­წი­ნე­ბა­ზე... დე­და სა­ბო­ლო­ოდ და­მორ­ჩი­ლე­ბია დე­და­მი­სის (ი­გუ­ლის­ხ­მე­ბა მი­ნათ ურუს­ბი­ე­ვი. - ნ. ჯ.) ნე­ბა-სურ­ვილს და მო­ნათ­ლუ­ლა ქრის­ტი­ა­ნუ­ლად. ეს ნათ­ლო­ბა მომ­ხ­და­რა ლეჩხუმ­ში... გაქ­რის­ტი­ა­ნე­ბუ­ლი დე­და ლეჩხუ­მი­დან ჭკა­დუ­ა­შის სა­სახ­ლე­ში მო­უყ­ვა­ნი­ათ... დე­დას მთე­ლი სი­ცოცხ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ გა­ნე­ლე­ბია სამ­შობ­ლო მხა­რე­ზე დარ­დი. მან სი­ცოცხ­ლის ბო­ლოს, 23 წლის შემ­დეგ მო­ი­ნა­ხუ­ლა მშობ­ლი­უ­რი მხა­რე, მაგ­რამ დას­ნე­უ­ლე­ბულს არა­ფერ­მა უშ­ვე­ლა და 1899 წლის 12 ნო­ემ­ბერს ზუგ­დიდ­ში აღეს­რუ­ლა, დაგ­ვ­ტო­ვა რა 4 შვი­ლი ობ­ლად. ეს ტრა­გე­დია მა­მამ ძალ­ზე გა­ნი­ცა­და და სი­ცოცხ­ლის ბო­ლომ­დე უბე­დუ­რად თვლი­და თავს. მა­მა გა­მო­ირ­ჩე­ო­და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბით, მაგ­რამ სი­ცოცხ­ლის ბო­ლოს გულ­მა და­უწყო ღა­ლა­ტი... გარ­და­იც­ვა­ლა 1903 წელს".


კონ­ს­ტან­ტი­ნე და­დი­ა­ნი­სა და ელე­ნე (ყო­ფი­ლი და­უმ­ხან) და­დეშ­ქე­ლი­ა­ნის ვა­ჟი მუშ­ნი (ი­ვა­ნე) კონ­ს­ტან­ტი­ნეს ძე და­დი­ა­ნი (1874-1924) მსა­ხუ­რობ­და ნი­ჟე­გო­რო­დის დრა­გუნ­თა პოლ­კ­ში, სა­დაც სა­ხე­ლი გა­ით­ქ­ვა, რო­გორც მა­მაც­მა ოფი­ცერ­მა.

1905 წელს დაწყე­ბულ რე­ვო­ლუ­ცი­ა­ში ჩაბ­მულ ქარ­თულ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლებს მუშ­ნი და­დი­ა­ნიც შე­უ­ერ­თ­და და სო­ცი­ა­ლისტ-ფე­დე­რა­ლის­ტუ­რი პარ­ტი­ის აქ­ტი­უ­რი წევ­რი გახ­და. ამ რე­ვო­ლუ­ცი­ის ჩა­სახ­შო­ბად დაწყე­ბუ­ლი რეპ­რე­სი­ე­ბის პე­რი­ოდ­ში, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ს­ჯელ­მა რაზ­მ­მა და­არ­ბია და გა­დაწ­ვა მუშ­ნის მა­მი­სე­უ­ლი სახლ-კა­რი.


მუშ­ნი და­დი­ა­ნი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, დე­დუ­ლე­თის­თ­ვის - სვა­ნე­თის­თ­ვის შე­ე­ფა­რე­ბი­ნა თა­ვი, სა­ი­და­ნაც სა­ხელ­გან­თ­ქ­მუ­ლი მო­ნა­დი­რის, მი­ხაი ჩარ­კ­ვი­ა­ნი­სა და მუ­ზა­ლათ ჯამ­დე­ლა­ნის თან­ხ­ლე­ბით, ბალ­ყა­რეთ­ში გა­და­ვი­და. მის დღი­ურ­ში ფრი­ად სა­ყუ­რადღე­ბოდ არის აღ­წე­რი­ლი ჩრდი­ლო-და­სავ­ლეთ კავ­კა­სი­ა­ში გა­დას­ვ­ლის დროს წარ­მოქ­მ­ნი­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი და დე­დის ნა­თე­სა­ვებ­თან სტუმ­რო­ბა.

სა­გუ­ლის­ხ­მოა, რომ მუშ­ნი და­დი­ან­თან ერ­თად იმოგ­ზა­უ­რა მის­მა მე­გო­ბარ­მა სპი­რი­დონ კე­დი­ა­მაც (1884-1948), რო­მე­ლიც შემ­დ­გომ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის ლი­დე­რი და ქარ­თუ­ლი ემიგ­რა­ცი­ის ცნო­ბი­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გახ­და.

1924 წელს, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მომ­ხ­და­რი ან­ტი­ბოლ­შე­ვი­კუ­რი სა­ხალ­ხო აჯან­ყე­ბის ჩახ­შო­ბის შემ­დეგ, მუშ­ნი თა­ვის უმ­ც­როს ძმა და­ვით­თან, იმა­ვე ოთარ­თან (1892-1924) ერ­თად, ბოლ­შე­ვი­კებ­მა დახ­ვ­რი­ტეს.

თა­ვის ბალ­ყა­რელ ნა­თე­სა­ვებ­თან მის­ვ­ლას მუშ­ნი და­დი­ა­ნი ასე იგო­ნებ­და: "1906 წლის 13 მარტს ძვე­ლი სტი­ლით... სო­ფელ ბე­ჩო­დან... გა­ვემ­გ­ზავ­რეთ სა­ში­ნე­ლი ზამ­თ­რი­სა და ქარ­ბუ­ქის დროს მე და სპი­რი­დონ კე­დია მდი­ნა­რე შიხ­რას­კენ... ჩვენ ოთხ­მა... გა­და­ვი­ა­რეთ მდი­ნა­რე ბაქ­სა­ნის ხი­დი და სო­ფელ თე­გენ­კალ­ში ჩა­ვე­დით, ელ­მურ­ზა ხა­კი­ლა­რის სახ­ლ­ში (16 მარტს). ეს კა­ცი იყო დე­დი­ჩე­მის მკვიდ­რი ძი­ძიშ­ვი­ლი და ჩე­მი პა­ტა­რა ძმის, ოთა­რის გამ­ზ­რ­დე­ლი. კარ­ზე და­ვუ­კა­კუ­ნე მაგ­რად. მე­კითხე­ბი­ან:

- ქიმ-დურ?

- ყო­ნაყ-ყო­ნაყ, - ვე­უბ­ნე­ბი მე.

კა­რი გა­ა­ღეს და ოთა­რის ძი­ძა, მო­ხუ­ცი სუ­ლი შე­მო­მე­გე­ბა. მე ფეხ­ზე ძლივ­სა ვდგა­ვარ... შემ­დეგ არა­ფე­რი მახ­სოვს. წავ­ქ­ცე­ულ­ვარ, რო­გორც მითხ­რეს. გა­მო­მეღ­ვი­ძა, თა­ნაც ვგრძნობ სა­ში­ნელ ტკი­ვი­ლებს. რო­გორც ფე­ხის უკა­ნა ძარ­ღ­ვე­ბი, ისე მთე­ლი ფე­ხის ქვე­და პი­რი დამ­ს­კ­და­რია, მეწ­ვის სა­შინ­ლად. ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ა­ქი­მა ოთა­რის ძი­ძამ, მო­მარ­ჩი­ნა კი­დეც. მე­კითხე­ბა: რა მო­გი­ვი­და, ამ ზამ­თარ­ში რის­თ­ვის მო­სულ­ხარ, რა გა­გი­ჭირ­და?

ვუ­პა­სუ­ხე: - ისი­სუ­დან მო­ვე­დი, ესე იგი კის­ლო­ვოდ­ს­კი­დან.

- მე­რე ფე­ხე­ბი რამ და­გი­ხეთ­ქა ასე? ჰა, შე გი­ა­უ­რო, - ხუმ­რო­ბით მე­უბ­ნე­ბა ძი­ძა სუ­ლი, - სტყუი, ეშ­მა­კობ, შენ ურუს ფა­დი­შა­ჰის მო­ღა­ლა­ტე, ბუნ­ტოვ­შ­ჩი­კი ხარ.

- "ა­ბა ძი­ძა, ოთარ ოლმ, სენ, მენმ, ქე­ლა­გენ ბი­რა­დამ­ღა აით­მა. ნე­ჩუ­დე­სუნ ბაშ­ნა სა­ა­ყე" ("ო­თა­რი ნუ მო­გიკ­ვ­დე­ბა, ჩე­მი მოს­ვ­ლა არა­ვის უთხ­რათ, რად­გან თა­ვი­სა მე­ში­ნი­ან"). რო­ცა ალა­ნეთს მიხ­ვი­დე, ასე უთხა­რი მათ, - და­მას­წავ­ლა ჩემ­მა ბი­ძაშ­ვილ­მა გე­ლა და­დეშ­ქე­ლი­ან­მა...

აქ, ძი­ძას­თან ვი­ყა­ვი 16 მარ­ტი­დან - ბო­ლომ­დის, სა­ნამ ფე­ხე­ბი მო­მი­შუშ­და. სპი­რი­დო­ნიც ძა­ლა­უ­ნე­ბუ­რად შე­ეჩ­ვია ამ ცხოვ­რე­ბას. მარ­თა­ლი უნ­და ით­ქ­ვას, ძა­ლი­ან გვივ­ლიდ­ნენ, გვპატ­რო­ნობ­დ­ნენ, თავს გვევ­ლე­ბოდ­ნენ. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, არ მოგ­ვ­შო­რე­ბია ბე­ბე­რი მი­ხაი, სა­ნამ სო­ფელ ბაქ­სან­ში არ ჩაგ­ვ­ყ­ვა დე­და­ჩე­მის ბი­ძაშ­ვი­ლებ­თან, ნავ­რუზ ურუს­ბი­ე­ვი­სას... აქ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­ტი­ვის­ცე­მა გაგ­ვი­წია მოს­კო­ვის უნი­ვერ­სი­ტე­ტის V კურ­სის სტუ­დენ­ტ­მა ნავ­რუზ ურუს­ბი­ევ­მა. მან მოგ­ვ­ცა მშვე­ნი­ე­რი, კარ­გი ბი­ნა სას­ტუმ­რო­ში, სა­დაც მო­თავ­სე­ბუ­ლი იყო სა­უცხოო ბიბ­ლი­ო­თე­კა - რუ­სუ­ლი, ფრან­გუ­ლი, გერ­მა­ნუ­ლი წიგ­ნე­ბი, აგ­რეთ­ვე, მთე­ლი 1904-1905 წლე­ბის ჟურ­ნალ-გა­ზე­თე­ბი...

სპი­რი­დონ­მა გა­მი­ზი­ა­რა სურ­ვი­ლი ქუ­თა­ის­ში დაბ­რუ­ნე­ბი­სა და იქი­დან ევ­რო­პა­ში წას­ვ­ლი­სა, სწავ­ლის და­სამ­თავ­რებ­ლად... 19 აპ­რილს მე და სპი­რი­დო­ნი დავ­შორ­დით ერ­თ­მა­ნეთს თვალ­ც­რემ­ლი­ა­ნე­ბი".


სპი­რი­დონ კე­დი­ას სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­ცი­ლე­ბის შემ­დეგ, მუშ­ნი და­დი­ა­ნი და­ემ­შ­ვი­დო­ბა თა­ვის ნა­თე­სავ ნავ­რუზ ურუს­ბი­ევს და თე­ბერ­და­ში წა­ვი­და.

მუშ­ნი და­დი­ა­ნის მო­გო­ნე­ბებ­ში ვკითხუ­ლობთ: "წა­ვე­დი ყუ­ბა­ნის ოლ­ქის­კენ, დიდ ყა­რა­ჩა­ში, ის­მა­ილ ყი­რიმ შამ­ხა­ლი­სას, რო­მე­ლიც ცხოვ­რობ­და სო­ფელ თე­ბერ­და­ში. ნავ­რუზ­მა გა­მო­მა­ყო­ლა ერ­თი სან­დო კა­ცი... შემ­ს­ვა კარგ ცხენ­ზე და გა­ვემ­გ­ზავ­რეთ სო­ფელ ქარ­დუ­კის გზით ბალ-ბა­შის­კენ (მდი­ნა­რე მალ­ყას სა­თა­ურ მთას ჰქვი­ან ყა­რა­ჩა­უ­ლად). ვი­ა­რეთ მთე­ლი ღა­მე ამ მთებ­ში და გა­თე­ნე­ბი­სას მი­ვა­დე­ქით ერ­თი მე­ნა­ხი­რის კა­რავს, რო­მელ­საც ყა­რა­ჩა­უ­ლად "ყოშ"-ს ეძა­ხი­ან. აქ და­ვის­ვე­ნეთ, ცხე­ნებს თი­ვა-ქე­რი და­ვუ­ყა­რეთ, დაგ­ვე­ძი­ნა. შუ­ადღე იქ­ნე­ბო­და, გა­მაღ­ვი­ძა მას­პინ­ძელ­მა. სა­დი­ლი მზად ყო­ფი­ლი­ყო - უგემ­რი­ე­ლე­სი ცხვრის გვერ­დე­ბი, შემ­წ­ვა­რი, მა­წონ­გა­დას­ხ­მუ­ლი. მა­წო­ნი ჰქონ­და ისე­თი, და­ნით გა­იჭ­რე­ბაო, რომ იტყ­ვი­ან. და­ვა­დე­ქით ნა­სა­დი­ლევს ისევ გზას...

მი­ვა­დე­ქით ერთ მდი­დარ მე­ნა­ხი­რეს, რო­მელ­საც, რო­გორც თა­ნამ­გ­ზავ­რი ამ­ბობ­და, ათი ათა­სი სუ­ლი ცხვა­რი ჰყავ­და, გარ­და ცხე­ნი­სა და ძრო­ხის ჯო­გი­სა... ძა­ლი­ან გუ­ლუხ­ვად გაგ­ვი­მას­პინ­ძ­ლ­და მე­ჯო­გე, დაგ­ვიკ­ლა უშ­ვე­ლე­ბე­ლი ცხვა­რი, გვა­ჭა­მა მშვე­ნი­ე­რი ლიც­მა­რი, დავ­ლი­ეთ ბუ­ზა, სრა, აირა­ნი. გა­მოდ­გა, რომ ეს ყა­რა­ჩი, ხა­ჯი­ლა­რე­ბის გვა­რი­დან, დე­და­ჩე­მის ძი­ძის შვი­ლი იყო და რო­ცა გა­ი­გო, და­უმ­ხა­ნის შვი­ლი ვი­ყა­ვი, ძლი­ერ გა­უ­ხარ­და და გა­და­მეხ­ვია. მე­ო­რე დღეს, დი­ლით, რა­კი გა­ი­გო ჩე­მი გა­ჭირ­ვე­ბა, ბევ­რი მეხ­ვე­წა, რომ იქ, მას­თან დავ­რ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი... მაგ­რამ მე უარ­ზე ვი­ყა­ვი... გა­მო­ვემ­შ­ვი­დო­ბეთ მას­პინ­ძელს და გა­ვუ­დე­ქით გზას სო­ფელ ყარტ-ჯურ­ტი­სა­კენ".

ამ­დე­ნად, მუშ­ნი და­დი­ა­ნის მო­გო­ნე­ბებ­ში სა­ყუ­რადღე­ბო ცნო­ბე­ბია და­ცუ­ლი XX სა­უ­კუ­ნის და­საწყის­ში არ­სე­ბუ­ლი ქარ­თ­ვე­ლი და ყა­რა­ჩა­ელ-ბალ­ყა­რე­ლი არის­ტოკ­რა­ტი­ის ურ­თი­ერ­თო­ბის, აგ­რეთ­ვე ამ უკა­ნას­კ­ნელ­თა ყო­ფა-ცხოვ­რე­ბი­სა და მა­თი სტუ­მარ­თ­მოყ­ვა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ.


ნი­კო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი

ის­ტო­რი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი

ჟურნალი "ისტორიანი",#50



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.05.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 29.05.2023
სულ რედაქტირებულია 1



გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ნიმუში

2 0

გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ზოგადი ნიმუში ზაქარია (შაქრო) საბას ძე ფეიქრიშვილი 1897-1965წწ დაბ. სოფ. კონდოლი, თელავი

2 0


447 567 დოკუმენტი 1941-1945 სამამულო ომი

1 0


მიხეილ ნიკიფორეს ძე გორბაჩევი 1917-1955წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945), დაბ. თბილისი, ქართლი.

1 0


კონსტანტინე მიხეილის ძე გორბაჩევი 1921-2003წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოხუმი, აფხაზეთი.

1 0


ნიკოლოზ ივანეს ძე გოგიჩაიშვილი 1903-1945წწ 41 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945) დაბ. სოფელი ნიგვზიანი, ლანჩხუთი, გურია.

1 0