ქირია საბა ბერ-დიაკონის მღვდლად კურთხევა საპატრიარქოს უწყებანი. 2007. - 14-19 სექტემბერი.
საპატრიარქოს უწყებანი N12 1-7აპრილი 2004წ გვ.5
ბერად აღკვეცა
14 მარტს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II ლოცვა-კურთხევით ყოვლადწმიდა სამების მშენებარე ტაძართან არსებული მამათა მონასტრის წინამძღვარმა, მღვდელმონაზონმა დოროთემ (ყურაშვილი) ბერად აღკვეცა მორ-ჩილები – შალვა საწუიძე და მას ამბაკუმ წინასწარმეტყველის სახელი უწოდა და ჯაბა ქირია, რომელსაც საბა განწმედილის სახელი უწოდა.
საპატრიარქოს უწყებანი N13 31მარტი-6აპრილი 205წ გვ.6
ხელდასხმა
27 მარტს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი ბერდიაკონ იოანეს (გვაჯაია), რომელიც იმსახურებს დიღმის საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე არსებულ ნაქულბაქევის წმიდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში. იმავე დღეს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში დიაკვნად დაასხა ხელი წალკის რაიონის სოფელ ოლიანკას ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის მამათა მონასტრის ბერ საბას (ქირია). იგი იმავე მონასტერში იმსახურებს.
საპატრიარქოს უწყებანი N27 14-19 სექტემბერი 2007წ გვ. 7
29 ივლისს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრაში უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდლად დაასხა ხელი ოლიანკის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტრის ბერ-დიაკონ საბას (ქირია).
საპატრიარქოს უწყებანი N17 12-19მაისი 2011წ გვ.12
დაჯილდოვება
1 მაისს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამლვდელოება: :
არქიმანდრიტის წოდებით – წალკის რაიონის სოფელ ოლიანკის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტრის საძმოს წევრები: იღუმენი ილია (თოლორაია) და იღუმენი შიო (კვარაცხელია) ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით –- წალკის რაიონის სოფელ ოლიანკის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტრის საძმოს წევრები: მღვდელ-მონაზონი საბა (ქირია), მღვდელმონაზონი იოანე (არდია), მღვდელ-მონაზონი ანდრია (ღურწკაია), მღვდელ-მონაზონი ნიკოლოზი (გვარლიანი) გამშვენებული ჯვრით დიღმის N2 ბავშვთა საავადმყოფოში არსებული წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი ტარიელ კესერალიძე გამშვენებული ჯვრით- წალკის რაიონის სოფელ ოლიანკის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი იღუმენია ნინო (თავბერიძე)