სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
კობა ქირია 1966-98წწ გარდ. სათანჯოს მთა დაბ. სოფ. იაშთხვა სოხუმი აფხაზეთი კობა ქირია 1966-98წწ გარდ. სათანჯოს მთა დაბ. სოფ. იაშთხვა სოხუმი აფხაზეთი

1966-98 წწ. გარდ. -1868 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ქირია სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

22       ბეჭდვა

კობა ქირია 1966-98წწ გარდ. სათანჯოს მთა დაბ. სოფ. იაშთხვა სოხუმი აფხაზეთი

კობა ქირია დაიბადა 1966 წლის 2 მაისს სოხუმის რაიონის სოფელ იაშთხვაში.


სამხედრო-სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ მუშაობდა ,,სოხუმხელსაწყო“-ში.
1992 წლის აგვისტოში, აფხაზეთში ომის დაწყების პირველივე დღიდან, კობა ქირია ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-8 ბატალიონის I ასეულში – ოცმეთაურად. მონაწილეობდა საბრძოლო ოპერაციებში – ცუგუროვკისა და იაშთხვის სიმაღლეების დასაცავად, გამოირჩეოდა სამხედრო საქმის უბადლო ცოდნით, სიმამაცითა და პრინციპულობით.

კობა ქირიამ განსაკუთრებული თავდადება გამოიჩინა 1993 წლის 2-27 ივლისსა და 16-27 სექტემბერს სოხუმის დაცვისათვის გამართულ ბრძოლებში. 1993 წლის 16 სექტემბერს, სეპარატისტებმა კვლავ დაარღვიეს სამშვიდობო ხელშეკრულება, რუსეთის ჯარებმა, რომელთაც მორგებული ჰქონდათ ე. წ. ,,სამშვიდობო ძალების“ მანტია, შემოუტიეს საზავო ხელშეკრულებით განიარაღებულ ქალაქ სოხუმს და მის შემოგარენს, კობა ქირია შეუერთდა იმ თავგანწირულ პატრიოტთა რაზმს, რომელიც ფაქტობრივად შიშველი ხელებით ებრძოდა მტრის ძალებს, მშვიდობიანი მოსახლეობის – ქალების, ბავშვების, მოხუცების გადასარჩენად. ამ სისხლისმღვრელ ბრძოლებში კობამ თანამებრძოლებთან ერთად შეძლო შეეჩერებინა რუსეთის მიერ ორგანიზებული – გარეშე ძალებისა და კბილებამდე შეიარაღებული აფსუა სეპარატისტების შემოტევა სოხუმის ჩრდილოეთიდან, რამაც საშუალება მისცა სოფლების – თავისუფლების, იაშთხვის და ბირცხის მოსახლეობას გახიზნულიყვნენ. 19 სექტემბერს, კობამ თანამებრძოლებთან ერთად სოფელ თავისუფლებაში მტრის ტექნიკა გაანადგურა, რამაც იმ დღეებში საშუალება მისცა ჩვენს საჯარისო ნაწილებს შეენარჩუნებინათ სოხუმის მისადგომები. 27 სექტემბრამდე ლომგული ვაჟკაცი გააფთრებით იბრძოდა სოხუმის გადასარჩენად...

სოხუმის დაცემის შემდეგ კობა ქირიამ განაგრძო საბრძოლო გზა. იგი მსახურობდა აფხაზეთის სპეცდანიშნულების რაზმ ,,დელტა“-ში, იმ იმედით რომ დაიბრუნებდა მის მშობლიურ სოხუმს, იაშტუხას.
1998 წლის მაისის მოვლენების დროს, როდესაც კვლავ განახლდა საომარი მოქმედებები აფხაზეთში, კერძოდ, გალის რაიონში – გმირი ვაჟკაცი ისევ ჩაება ბრძოლაში. 22 მაისს კობა ქირია გმირულად დაიღუპა სათანჯოს მთის სიმაღლისათვის ბრძოლაში. ცუგუროვკიდან სათანჯომდე მისი ჯარისკაცული ცხოვრება მოიცავდა მრავალ გმირულ ეპიზოდს, რომელიც დარჩება საქართველოს მამულიშვილთა სისხლით დაწერილი ისტორიის ფურცლებზე.
კობა ქირია დაკრძალულია ქალაქ თბილისში.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის კობა ქირია, დაჯილდოვდა მედლით ,,მხედრული მამაცობისათვის“, სიკვდილის შემდეგ კი, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 24.05.2021
ბოლო რედაქტირება 10.10.2022
სულ რედაქტირებულია 2

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 03.09.2021
სულ რედაქტირებულია 1


ქირია დავით დაბ. 1991წ. მღვდელი დიდინეძის (ზუგდიდი) მამათა მონასტერი დაბ. ზუგდიდი

2 0

ქირია

1 0

შალვა ქირია ნიკოლოზის ძე 1912-1988წწ საბჭოთა ავიაციის გენერალი დაბ. სოფ. ცაიში ზუგდიდი სამეგრელო

1 0


შოთა ქირია 1973-01/09/92 წწ გარდ. ეშერა აფხაზეთი დაბ. რუსთავი

2 0


მაცი ქირია 1974-23/07/93წწ გარდ. გუმისთა ოჩამჩირე აფხაზეთი სკორპიონი დაბ. სოფ. იაშტუხვა სოხუმი

5 0


ადგული ქირია 1940-1991წწ გარდ. ლიახვის ხეობა სამაჩბლო დაბ, სოფ. ოქტომბერი ზუგდიდი.

3 0


შოთა ქირია 1976-92 წწ გარდ. სოფელი ეშერა სოხუმი დაბ. სოფ. რუსთავი

2 0


ჯემალ ქირია (1940) მწერალი, დაბ. ზუგდიდი

1 0


დავით ქირია დ.1988წ მსოფლიო ჩემპიონი კიკბოქსინგი დაბ. ზუგდიდი

1 0


შალვა ქირია ნესტორის ძე 1912-1988წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945) დაბ. სოფ. ცაიში, ზუგდიდი, სამეგრელო.

1 0