სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
ჯემალ ქირია (1940) მწერალი, დაბ. ზუგდიდი
ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი ქირია სია

ზუგდიდი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

48       ბეჭდვა

ჯემალ ქირია (1940) მწერალი, დაბ. ზუგდიდი

ბიოგრაფია

ჯემალ ქირია დაიბადა 1940 წლის 1 მარტს, ზუგდიდში.


მშობლები: დედაივდენ ღურწკაია, მამასამსონ ქირია. მეუღლენათელა წერეთელი. შვილებიირინე, თეა, სამსონი.

1970 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1970-1990 წლებში იყო თსუ- გამომცემლობის რედაქტორი.


მუშაობდა საქართველოს მწერალთა კავშირის ზუგდიდის განყოფილების მდივნად, ჟურნალ "ცისკრის" პასუხისმგებელ მდივნად.

მწერლის ცხოვრება ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა საოცარი თავგადასავლებით. მეოთხე კლასში იყო, როდესაც პირველად სახლიდან გაიქცა. საბჭოთა წყობისთვის დამახასიათებელი მკაცრი წესრიგის დამრღვევს ხან თურქეთის, ხან პოლონეთის, ხანაც ფინეთის საზღვარზე იჭერდნენ. ბოლოს ჩინეთში გადასვლა მოახერხა, სადაც ათი თვე იცხოვრა. მაშინდელი უშიშროების სამსახური ხან ციხეში და ხანაც ფსიქიატრიულში მოათავსებდა ხოლმე. თავისი თავგადასავალი მწერალმა აღწერა ავტობიოგრაფიულ რომანში "მე, როსინანტი" (1997).

ჯემალ ქირიას ყველაზე გახმაურებული რომანი "მარადი მხედარი", რომელიც 1973–1975 წლებში დაიწერა და ოთხმოციანი წლების "ცისკარში" იბეჭდებოდა (№ 3–8, 1980), შეიძლება ჩაითვალოს "ფენტეზის" ჟანრის პირველ ქართულ ნამუშევრად.

2000–2004 წლებში ცხოვრობდა ნიუიორკში. ამ ქალაქში ჩასული ქართველი ემიგრანტების ყოფა ასახულია მწერილის პუბლიცისტურ წერილებში და ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებში "წიგნი არაფერზე"

ჯემალ ქირია არის ამერიკაში გამოცემული პირველი ქართული საბავშვო წიგნის ავტორიმისი ზღაპარი-რომანი "ბაციკუკუ და სამი ჯადოქარი" გამოაქვეყნა გამომცემლობა "ნაკადულმა" ("ბაციკუკუ", 1991), შემდეგ ეს წიგნი ინგლისურად თარგმნა ასმათ ლეკიაშვილმა და გამოცემულია აშშ-ში (Baldie [1] , Publish America, Baltimore, 2005).

 

შემოქმედება

მის კალამს ეკუთვნის ესხირი (რომანი),იბერიული ამერიკის თანამედროვე ლიტერატურა და "ახალი რომანი", პირველი ზეკარი (მოთხრობები),მარადი მხედარი (რომანი ფენტეზის ჟანრში), ბუტია სპილო (ზღაპრები), კუნძული (მოთხრობები), დიდობანას თამაში (რომანი), მკვდარი სახლი (რომანით),მე, როსინანტი (ავტობიოგრაფიული რომანი) და ა.შ.

პრემიები და ჯილდოები

შიო მღვიმელის სახელობის პრემია, წიგნისათვის "ბაციკუკუ" – 1991

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

საქართველოს მწერალთა კავშირის ზუგდიდის განყოფილება, მდივანი

ბიბლიოგრაფია

 

·         ქაღალდის გემი : ზღაპრები, მოთხრობა-იგავი, პუბლიცისტ. ნაწარმოები (ავტორი). - თბილისი, საარი, 2010. - 356გვ.. - ISBN: 978-99940-60-79-5

·         წიგნი არაფერზე (ავტორი). - თბილისი, საარი, 2008. - 555გვ.. - ISBN: 978-99940-60-62-7

·         დიდობანას თამაში : რომანი (ავტორი). - თბილისი, საარი, 2008. - 328გვ.. - ISBN: 978-99940-60-58-0

·         დიდობანას თამაში : რომანი (ავტორი). - თბილისი, საარი, 2008. - 328გვ.. - ISBN: 978-99940-60-58-0

·         მკვდარი სახლი : ჭიანჭველების ხელმწიფე ანდუყაფარი : რომანი. ზღაპარი დიდებისათვის (ავტორი). - თბილისი, საარი, 2007. - 327გვ.. - ISBN: 978-99940-60-37-5

·         მარადი მხედარი : რომანი (ავტორი). - თბილისი, საარი, 2007. - 576გვ.. - ISBN: 978-99940-60-27-6

·         მარადი მხედარი : რომანი (ავტორი). - თბილისი, საარი, 2007. - 576გვ.. - ISBN: 978-99940-60-27-6

·         მთელი დღე წვიმდა : მოთხრობები, პიესები (ავტორი). - თბილისი, საარი, 2006. - 332გვ.. - ISBN: 99940-60-04-X

·         მეხამრიდი : მოთხრობები. . 2 (ავტორი). - თბილისი, საარი, 2006. - 356გვ.

·         მე, როსინანტი : ავტობიოგრაფიული რომანი. . 1 (ავტორი). - თბილისი, საარი, 2006. - 360გვ.

·         ესხირი : რომანი (ავტორი). - თბილისი, საარი, 2006. - 280გვ.. - ISBN: 99940-60-03-1

·         Baldie : Baltimore : America (ავტორი). - USA, Publish Amerika, 2005. - 179გვ.. - ISBN: 1-4137-3978-4

·         ბუტია სპილო : ზღაპრები (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1996. - 102გვ.

·         ბაციკუკუ : ზღაპარი (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1991. - 256გვ.

·         მკვდარი სახლი : რომანი (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1990. - 286გვ.

·         კუნძული : მოთხრობები, რომანი (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1988. - 395გვ.

·         ტორეს-რიოსეკო, არტურო : იბერიული ამერიკის დიდი ლიტერატურა (მთარგმნელი). - თბილისი, თსუ, 1983. - 377გვ.

·         პირველი ზეკარი : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1983. - 208გვ.

·         იბერიული ამერიკის თანამედროვე ლიტერატურა და "ახალი რომანი" : პუბლიცისტიკა (ავტორი). - თბილისი, თსუ, 1981. - 77გვ.

·         http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00000691/

·       https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9A_%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 10.01.2023
სულ რედაქტირებულია 1




ქირია დავით დაბ. 1991წ. მღვდელი დიდინეძის (ზუგდიდი) მამათა მონასტერი დაბ. ზუგდიდი

2 0

ქირია

1 0

შალვა ქირია ნიკოლოზის ძე 1912-1988წწ საბჭოთა ავიაციის გენერალი დაბ. სოფ. ცაიში ზუგდიდი სამეგრელო

1 0


შოთა ქირია 1973-01/09/92 წწ გარდ. ეშერა აფხაზეთი დაბ. რუსთავი

2 0


კობა ქირია 1966-98წწ გარდ. სათანჯოს მთა დაბ. სოფ. იაშთხვა სოხუმი აფხაზეთი

2 0


მაცი ქირია 1974-23/07/93წწ გარდ. გუმისთა ოჩამჩირე აფხაზეთი სკორპიონი დაბ. სოფ. იაშტუხვა სოხუმი

5 0


ადგული ქირია 1940-1991წწ გარდ. ლიახვის ხეობა სამაჩბლო დაბ, სოფ. ოქტომბერი ზუგდიდი.

3 0


შოთა ქირია 1976-92 წწ გარდ. სოფელი ეშერა სოხუმი დაბ. სოფ. რუსთავი

2 0


დავით ქირია დ.1988წ მსოფლიო ჩემპიონი კიკბოქსინგი დაბ. ზუგდიდი

1 0


შალვა ქირია ნესტორის ძე 1912-1988წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945) დაბ. სოფ. ცაიში, ზუგდიდი, სამეგრელო.

1 0