სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ომი/სამხედრო პირი
ომის გმირი 1941-45 წწ
შალვა ქირია ნესტორის ძე 1912-1988წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945) დაბ. სოფ. ცაიში, ზუგდიდი, სამეგრელო.

1912-1988 წწ. გარდ. 76 წლის

ბმულის კოპირება

ომის გმირი 1941-45 წწ

გვარი ქირია სია

ზუგდიდი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

16       ბეჭდვა

შალვა ქირია ნესტორის ძე 1912-1988წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945) დაბ. სოფ. ცაიში, ზუგდიდი, სამეგრელო.

ირია შალვა ნესტორის ძე 10 იანვარი 1912წელი სოფელი ცაიში, ზუგდიდი, სამეგრელო.


ამ ადამიანის გეოგრაფია ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა ემსახურო მთელი შემართებით, საკუთარი სიცოცხლის არად ჩაგდების ფასად, მინდობილ საქმეს. ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაისში დაბადებულ, მოგვიანებით კი უკვე გენერალ-მაიორ შალვა ქირიასთვის ახალგაზრდობის წლებიდანვე სამხედრო საქმე გახდა მისი ცხოვრების ანი და ჰოე და, აკი, გასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისამდე, გულითადად ემსახურა კიდეც ამ საქმეს.


შალვა ქირიას დამთავრებული ჰქონდა ამიერკავკასიის სამხედრო-მოსამზადებელი, ორენბურგის სამხედრო საავიაციო სკოლა, მფრინავ-მეთვალყურედ მსახურობდა სხვადასხვა სამხედრო ნაწილში... ახალგაზრდა გულადი მფრინავის სიმამაცის გამოცდა გახდა დიდი სამამულო ომის წლები და ცაიშელმა ვაჟკაცმა სამაგალითოდ ჩააბარა ყოველი გამოცდა. აქ აღარ ჩამოვთვლით, სად რა ბრძოლები გადაიტანა შალვა ქირიამ. აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ 1944 წლის ზაფხულიდან მან განახორციელა 189 საბრძოლო გაფრენა და საჰაერო ბრძოლებში ჩამოაგდო მოწინააღმდეგის 22 თვითმფრინავი.
სწორედ ამ ვაჟკაცობისა და თავდადების აღმნიშვნელი იყო სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება მაიორ შალვა ქირიასთვის 1944 წლის 26 ოქტომბერს საბჭოთა კავშირის გმირის მაღალი წოდების მინიჭებისა და ლენინის ორდენით და "ოქროს ვარსკვლავის" მედლით მისი დაჯილდოების შესახებ.



იგი ომის დამთავრების შემდეგაც განაგრძობდა სამსახურს სამხედრო-საჰაერო ძალებში... 1961 წლიდან კი გენერალ-მაიორი შალვა ქირია უკვე თადარიგში იყო. მას საბჭოთა კავშირის სამგზის გმირის, ლეგენდარული კოჟედუბის გვერდით იხსენიებდნენ, მის მამაცობას აფასებდნენ, ის კი არა, მეორედაც უნდოდათ საბჭოთა კავშირის გმირის წოდების მისანიჭებლად წარდგენა, მაგრამ შური და გაუტანლობა აქაც ჩაერიაო, ამბობს მისი ახლობელი ბატონი ოთარ ჭითანავა. ფაქტია, რომ შალვა ქირია იმ ქართველ ვაჟკაცთა გვერდით ყოველთვის მოიხსენიება, რომელთა საგმირო საქმეებს დავიწყების მტვერი არასდროს გადაფარავს.




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 10.01.2023
სულ რედაქტირებულია 1





გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ნიმუში

2 0

გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ზოგადი ნიმუში ზაქარია (შაქრო) საბას ძე ფეიქრიშვილი 1897-1965წწ დაბ. სოფ. კონდოლი, თელავი

2 0


447 567 დოკუმენტი 1941-1945 სამამულო ომი

1 0


მიხეილ ნიკიფორეს ძე გორბაჩევი 1917-1955წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945), დაბ. თბილისი, ქართლი.

1 0


კონსტანტინე მიხეილის ძე გორბაჩევი 1921-2003წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოხუმი, აფხაზეთი.

1 0


ნიკოლოზ ივანეს ძე გოგიჩაიშვილი 1903-1945წწ 41 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945) დაბ. სოფელი ნიგვზიანი, ლანჩხუთი, გურია.

1 0