სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
ვიქტორ ნოზაძე (1893-1975) მწერალი, სოფ. წირქვალი, ჭიათურა, იმერეთი

1893-1975 წწ. გარდ. 82 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი ნოზაძე სია

ჭიათურა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

37       ბეჭდვა

ვიქტორ ნოზაძე (1893-1975) მწერალი, სოფ. წირქვალი, ჭიათურა, იმერეთი

ვიქტორ ნოზაძე (1893-1975) დაიბადა ჭიათურის რაიონის სოფელ წირქვალში. 


სწავლა დაიწყო საჩხერის ორკლასიან სასწავლებელში და განაგრძო ჭიათურის სამოქალაქო სასწავლებელში. 1913 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია და საწავლებლად წავიდა მოსკოვის უნივერსიტეტში.

1917 წელს თებერვლის რევოლუციის შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა, სოციალ-დემოკრატებმა ქუთაისში მიავლინეს პარტიული პრესის ხელმძღვანელად.

1919 წლის ბოლოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ნოზაძე 70 ახალგაზრდასთან ერთად უცხოეთში გააგზავნა სწავლის გასაგრძელებლად. ჯერ ლონდონში იყო, შემდეგ ბერლინში, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კი, 1929 წლიდან პარიზში დასახლდა.

პარიზში მან ჟურნალისტური მოღვაწეობა წამოიწყო  და ხელი მოჰკიდა დიდფორმატიანი ლიტერატურულ-მეცნიერული და პოლიტიკური ჟურნალის "კავკასიონის" გამოცემას. გარდაცვალებამდე იყო ამ ჟურნალის გამომცემელი, რედაქტორი, კორექტორი, ავტორ-თანამშრომელი, ამწყობი და ექსპედიტორი. ვიქტორ ნოზაძე სხვადასხვა დროს ცხოვრობდა სამხრეთ ამერიკასა და ესპანეთში, შემდეგ ისევ პარიზში დაბრუნდა და ლევილში დასახლდა ძმის, გიორგი ნოზაძის ოჯახთან ერთად. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სერიოზულად დაინტერესდა რუსთაველის პოემით და შექმნა რუსთველოლოგიური ნაშრომების სერია. ვიქტორ ნოზაძის შრომებს საბჭოთა ხელისუფლება არ აღიარებდა, მისი წიგნები საქართველოში არალეგალურად აღწევდა და ფოტოასლებით გამრავლებული ვრცელდებოდა.

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 17.09.2022
სულ რედაქტირებულია 1




ნოზაძე

1 0

ნოზაძე ანტონ იოსების ძე 1860-1944წწ მღვდელი დაბ. სოფ. მოძვი (საჩხერე) დაკრძ. სოფ. ლიჩი

2 0

ნოზაძე სიმონ ნოდარის ძე(1953) საქართველოს გენერალი სოფ.ფლევი ხაშური ქართლი

1 0


შენგელი ნოზაძე 1972-92წწ დაკარგ. გაგრა აფხაზეთი დაბ. სოფ.ბაისუბანი ლაგოდეხი კახეთი

3 0


შმაგი ნოზაძე გუგულის ძე 1984-08 დაკარგ. სამაჩაბლოში დაბ. სოფ.ნინიგორი ლაგოდეხი კახეთი

3 0


მიხეილ ნოზაძე 1958-93წ. გარდ. გაგრა აფხაზეთი დაბ. სოფ. მოხისი ქარელი ქართლი

4 0


ანზორ (გონერ) ნოზაძე 1964-02/07/93წწ გარდ. 29 წლის, სოფ. კინდღი ოჩამჩირე შინაგანი ჯარი დაბ. სოფ. ჩუმათელეთი ხაშური

3 0


გივი (გიორგი) ნოზაძე 1964-92წწ გარდ. აფხაზეთში დაბ. იტრია ხაშური

3 0


გიორგი ნოზაძე 1971-93წწ დაკარგ. 27 წლის, სოხუმი, მფრინავი დაბ. სოფ. ფლევი ხაშური

5 0


ზვიად ნოზაძე 1973-93წწ გარდ. 20 წლის შრომა, ოჩამჩირე დაბ. სოფ. ფლევი ხაშური

3 0


გიორგი (გია) ნოზაძე 1971-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქ. ხაშური ქართლი

3 0

როინ რობიზონის ძე ნოზაძე დაბ. 1976წ. ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდი დაბ. სოფ. ბერძენაული, ქარელი

1 0

1 1 1


მიხეილ ნოზაძე დ.2000წ მსოფლიო პრიზიორი ძიუდო ხაშური

1 0

0 0 1


რამაზ ნოზაძე დ.1983წ. ოლიმპ. პრიზიორი ბერძნულ-რომაული ჭიდაობა წარმ. სოფ. აბისი ქარელი

3 0

3 1 2