სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
გივი (გიორგი) ნოზაძე 1964-92წწ გარდ. აფხაზეთში დაბ. იტრია ხაშური გივი (გიორგი) ნოზაძე 1964-92წწ გარდ. აფხაზეთში დაბ. იტრია ხაშური გივი (გიორგი) ნოზაძე 1964-92წწ გარდ. აფხაზეთში დაბ. იტრია ხაშური

1964-1992 წწ. გარდ. 28 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ნოზაძე სია

ხაშური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

37       ბეჭდვა

გივი (გიორგი) ნოზაძე 1964-92წწ გარდ. აფხაზეთში დაბ. იტრია ხაშური

ნოზაძე გიორგი ალეს ძე

1992 წლის 3 ნოემბერს, სამხედრო ნაწილი, რომელშიც გივი ნოზაძე მსახურობდა, საბრძოლო ოპერაციას ახორციელებდა. სატვირთო ავტომობილი, რომლის საბარგულზეც გივი იმყოფებოდა თავის დეიდაშვილთან, ვაჟასთან ერთად, მტრის სამიზნედ იქცა და ტყვიების წვიმაში გაეხვია. მებრძოლებმა სასწრაფოდ დაიწყეს საბარგულიდან ჩამოხტომა, სწორედ, ამ დროს დაიჭრა გივი, ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა, გივის ბოლო სიტყვა მიშველე იყო, იგი შველას თავის დეიდაშვილს, ვაჟას სთხოვდა, მაგრამ, საუბედუროდ, უკვე გვიანი იყო, გივი დაიღუპა. ვაჟამ დეიდაშვილს ცოცხალს ვერ მიუსწრო, მაგრამ მისი სხეულის სამშვიდობოზე გამოტანას ბოლომდე ეცადა. სწორედ, ამ დროს მოუსწრო მას მტრის მიერ ნასროლმა ტყვიამ და ისიც იმ გმირების სულებს შეურთდა, რომლებმაც სამშობლოს შესწირეს თავი.

გივი ნოზაძე 1964 წლის 28 ივლისს დაიბადა ხაშურში, დაამთავრა იტრიის საშუალო სკოლა, სკოლის დასრულების შემდეგ მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში.

სამშობლოს სიყვარულით გულანთებული ახალგაზრდა კაცი მამულის პირველსავე დაძახებაზე ჩადგა მის დამცველთა რიგებში. ომის დაწყების შემდეგ ცოტა ხანი იყო გასული, გივი, უბნის ახალგაზრდებთან ერთად, თავისი დეიდაშვილის, ვაჟას, ოჯახში იყო. ახალგაზრდები საქართველოში არსებული მძიმე ეკონომიკური პირობების გამო, მეორე დღეს, საბერძნეთში აპირებდნენ წასვლას და ბიჭები მათ გასაცილებლად მოსულიყვნენ. სუფრასთან მსხდომთ მოესმათ ტელევიზიის დიქტორის ხმა, გადმოსცემდნენ ახალ ამბებს აფხაზეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებათა მიმდინარეობის შესახებ, იტყობინებოდნენ დიდი მსხვერპლის შესახებ.


მეორე დღეს, საბერძნეთში წასასვლელი ბიჭები აფხაზეთის გზას გაუდგნენ, წინა დღეს მოსმენილი ამბების შემდეგ, მათ ვერ შეძლეს საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრი და სამშობლოს სადარაჯოზე დგომა ირჩიეს.

აფხაზეთში ჩასვლისთანავე, ორივე, საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზებული ბრიგადის მე-2 მოტომსროლელ ბატალიონში ჩაირიცხა, რიგითად. დეიდაშვილებმა მრავალ საბრძოლო ოპერაციაში მიიღეს მონაწილეობა, მამაცურად აღუდგნენ მტერს წინ და გმირულად დაიღუპნენ.

მათ სახელებს დავიწყება არ უწერია



ითანამშრომლა და ინფორმაცია მოგვაწოდა მიხეილ ნუგზაქრის ძე ბარბაქაძე დაბ. 1967წ. ვეტერანი წარმ. ხაშური


სრული 60 მებრძოლის სია მასალა აღებულია წიგნიდან ისინი იბრძოდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის  გამოცემა 2003 წელი წიგნზე იმუშავეს გოგა ხაჩიძე, შერაზადიშვილი  გადადი ლინკზე


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 03.07.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0




ნოზაძე

1 0

ნოზაძე ანტონ იოსების ძე 1860-1944წწ მღვდელი დაბ. სოფ. მოძვი (საჩხერე) დაკრძ. სოფ. ლიჩი

2 0

ნოზაძე სიმონ ნოდარის ძე(1953) საქართველოს გენერალი სოფ.ფლევი ხაშური ქართლი

1 0


შენგელი ნოზაძე 1972-92წწ დაკარგ. გაგრა აფხაზეთი დაბ. სოფ.ბაისუბანი ლაგოდეხი კახეთი

3 0


შმაგი ნოზაძე გუგულის ძე 1984-08 დაკარგ. სამაჩაბლოში დაბ. სოფ.ნინიგორი ლაგოდეხი კახეთი

3 0


მიხეილ ნოზაძე 1958-93წ. გარდ. გაგრა აფხაზეთი დაბ. სოფ. მოხისი ქარელი ქართლი

4 0


ანზორ (გონერ) ნოზაძე 1964-02/07/93წწ გარდ. 29 წლის, სოფ. კინდღი ოჩამჩირე შინაგანი ჯარი დაბ. სოფ. ჩუმათელეთი ხაშური

3 0


გიორგი ნოზაძე 1971-93წწ დაკარგ. 27 წლის, სოხუმი, მფრინავი დაბ. სოფ. ფლევი ხაშური

5 0


ზვიად ნოზაძე 1973-93წწ გარდ. 20 წლის შრომა, ოჩამჩირე დაბ. სოფ. ფლევი ხაშური

3 0


გიორგი (გია) ნოზაძე 1971-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქ. ხაშური ქართლი

3 0

ვიქტორ ნოზაძე (1893-1975) მწერალი, სოფ. წირქვალი, ჭიათურა, იმერეთი

1 0


როინ რობიზონის ძე ნოზაძე დაბ. 1976წ. ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდი დაბ. სოფ. ბერძენაული, ქარელი

1 0

1 1 1


მიხეილ ნოზაძე დ.2000წ მსოფლიო პრიზიორი ძიუდო ხაშური

1 0

0 0 1


რამაზ ნოზაძე დ.1983წ. ოლიმპ. პრიზიორი ბერძნულ-რომაული ჭიდაობა წარმ. სოფ. აბისი ქარელი

3 0

3 1 2