სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12002

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბერეკაშვილი თეოფილე პავლეს ძე  მღვდელი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

ბერეკაშვილი თეოფილე პავლეს ძე მღვდელი





1926 წლის 3 აპრილს დაჯილდოვდნენ: ენქერით - დეკანოზი ალექსანდრე ტატუნაშვილი; სამკერდე ოქროს ჯვრით -–– მღვდელი ერასტი ფხალაძე, მღვდელი თეოფილე ბერეკაშვილი; 

1926-1927 წლებში წილკნის ეპარქიაში აღესრულა რამდენიმე სასულიერო პირი, ზოგიერთმა კი უარი თქვა მღვდელმსახურებაზე. მეუფე პავლეს ლოცვა- კურთხევით სხვადასხვა ეპარქიებიდან გადმოვიდნენ მოძღვრები, რათა შეევსოთ დაცლილი სამრევლოები. ქუთაის-გაენათის ეპარქიიდან - მღვდელ-მონაზონი მაკარი (დავლი) -- დაინიშნა ყურისუბნის სამრევლოში, მღვდელი თეოფილე ბერეკაშვილი -- ქსოვრისის სამრევლოში, მღვდელი სეით კიკნაძე -- მჭადიჯვრის სამრევლოში, ალავერდის ეპარქიიდან -- მღვდელმონაზონი არჩილი (თარაშვილი) -- დაინიშნა ბოკოწინის სამრევლოში. სამღვდელო კომისია გაიარეს და სასულიერო ხარისხში ეკურთხნენ: მედავითნე ბართლომე მოსეს ძე გუდაშვილი -- დაინიშნა ჭართლის სამრევლოში, მედავითნე ილარიონ თეოდორეს ძე თურქაძე -- დაინიშნა ანანურის ეკლესიაში, მედავითნე ბესარიონ ანტონის ძე ივანაშვილი აღიკვეცა ბერად ანტონის სახელით, იკურთხა მღვდლად და შიომღვიმის მონასტრის საძმოში განწესდა. 

სამრევლო საბჭოს შემადგენლობა: მღვდელი თეოფილე პავლეს ძე ბერეკაშვილი, მედა- ვითნე ივანე ბერიძე, მნათე მიხეილ რატიშვილი და მოსე ლოსიაშვილი. ტაძრის წინამძღვარია მღვდელი თეოფილე ბერეკაშვილი. დაბადებული 1864 წელს. განათლება მიღებული აქვს გელათის მონასტერში, სადაც მორჩილებას გადიოდა 1882 წლის 11 ივნისიდან 1884 წლამდე. იმავე წელს განამწესეს მედავითნედ. 1895 წლის 10 ივნისს ნაკურთხია მთავარდიაკვნად, ეპისკოპოს გაბრიელის მიერ და დაინიშნა სოფელ წყნორისში, წმ. სამების ეკლესიაში. 1900 წლის 6 მარტს გადაყვანილია ქუთაისის მწვანეყვავილას ეკლესიაში. მღვდლად ხელდასხმულია ეპისკოპოს ლეონიდეს მიერ, 1906 წლის 15 მარტს, სოფელ ეწერ-ბაშში, შემდეგ მსახურობდა სოფელ საწირეში. 1911 წელს დაჯილდოვდა საგვერდულით. 1925 წლიდან მსახურობს წილკნის ეპარქიაში, სოფელ ქსოვრისში. 1926 წლის 3 აპრილს დაჯილდოვდა მკერდის ოქროს ჯვარით. 1927 წლის მაისში აირჩიეს ოლქის მოძღვართმოძღვრად.


ბერეკაშვილი - გვარის 9 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

ბერეკაშვილი ნიკოლოზ ილიას ძე პროტოპრესვიტერი
ბერეკაშვილი ნიკოლოზ ილიას ძე - პროტოპრესვიტერი. დაბ. სოფ. კურსები, ტყიბული 1901-1969წწ. ბიოგრაფია სრულად ნახვა
ბერეკაშვილი თეოფილე პავლეს ძე  მღვდელი
ბერეკაშვილი თეოფილე პავლეს ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
ბერეკაშვილი ელიზბარი - ბერი.
ბერეკაშვილი მარკოზი - მედავითნე. სრულად ნახვა
ბერეკაშვილი დავით იოანეს ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
ბერეკაშვილი იოანე - დეკანოზი. სრულად ნახვა
ბერეკაშვილი ბენიამინი - მღვდელმონაზონი. სრულად ნახვა
ბერეკაშვილი გრიგოლ  დეკანოზი
ბერეკაშვილი მათე  იღუმენი 1917წ. <1923წ. გელათი (ტყიბული) მონასტერი
სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.