1875წ. მღვდელი ერთაწმიდა (კასპი) წმიდა ესტატეს ეკლესია
1879წ. მღვდელი შატილი (დუშეთი) წმიდა გიორგის ეკლესია
1880წ. მღვდელი ბარისახო (დუშეთი) ღვთიმშობლის ეკლესია
ოქროპირიძე ბესარიონ გაბრიელის ძე მღვდელი 1870წ. (გლდუისის?), გორის მაზრა 1880წ. ბარისახო (დუშეთი) ღვთიმშობლის ეკლესია 1879წ. შატილი (დუშეთი) წმიდა გიორგის ეკლესია 1875წ. მედავითნე, ერთაწმიდა (კასპი) წმიდა ესტატეს ეკლესია
დაინიშნა. ამავე პერიოდში დაქორწინდა მარიამ ზაქარიას ასულზე, რომელთანაც სამი შვილი –– მღვდელი ალექსანდრე, გიორგი და ალექსანდრა ეყოლა.
1877 წლის 27 მაისს ბესარიონი დიაკვნად აკურთხეს, ხოლო 1879 წლის 24 დეკემბერს მღვდლად დაასხეს ხელი და ხევსურეთში, სოფელ შატილის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძლვრად დაადგინეს. 1880 წელს ბარისახოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. ამავე წლის 27 ოქტომბრიდან დუშეთის მაზრაში სოფელ ხაჩირაანთკარის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარია. 1883 წლის 10 სექტემბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1884 წლის 8 ოქტომბერს მამა ბესარიონი ჭარების ეკლესიაში დაინიშნა.
1890 წლის აპრილში სკუფია უბოძეს. მამა ბესარიონი დაჯილდოებული იყო იმპერატორ ალექსანდრე III-ის სამახსოვრო ვერცხლის მედლით. 1901 წლის 16 ოქტომბერს დისევის ეკლესიაში განამწესეს. 1913 წლის 15 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1917 წლის 21 იანვარს ჭარების ეკლესიაში დაბრუნდა სამოღვაწეოდ.