თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
30 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II ნეკრესის ეპარქიას სტუმრობდა. ყვარლის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში მისმა უწმინდესობამ ეკლესიაში ერთგული სამსახურისთვის დააჯილდოვა ეპარქიის სამღვდელოება:მეორე გამშვენებული ჯვრით -–– დეკანოზი ბენიამენ ჩიხორლიშვილი და დეკანოზი თეოდორე ხუციშვილი; გამშვენებული ჯვრითა და მიტრით -– დეკანოზი ბადრი არჩუაძე; დეკანოზის წოდებით, გამშვენებული ჯვრითა და მიტრით -– მღვდელი ავთანდილ ჯავშანაშვილი; დეკანოზის წოდებითა და გამშვენებული ჯვრით მღვდელი რევაზ გელაშვილი; ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით მღვდელი გიორგი ხაჩიძე და მღვდელი მარკოზ ხატიაშვილი; ოქროს ჯვრითა და იღუმენიას წოდებით -– მონაზონი თეკლა (კანანაძე).
მეუფემ ბერად აღკვეცა მორჩილი გიორგი ხუციშვილი, უწოდა ანტონი (2.07.2011), მღვდელმონაზვნად
კურთხევის (თეთრიწყაროს წმ. ნიკოლოზის ტაძარი 19.12. 2012) შემდეგ მას დაევალა ს. ვაშლოვანაერტისთან ახლოს ტყეში ჩაკარგული ძველი ნამონასტრალის წინამძღვრობა, 40 სებასტიელი მოწამის
სახელობისა, შემდგომში ის ვითარცა მღვდელმონაზონი აქ მოღვაწეობდა და 2014 წლის 12 ივნისს ის მეუფემ
ამ მონასტრის იღუმენად აკურთხა გვ. 6
ხუციშვილი ნიკოლოზ 1861-1904 წლებში მღვდელი. ყვარლის ნათლისმცემლის ეკლესია, სამგლოვიარო განცხადება გარდაცვალების გამო, სახალხო საქმე : ყოველდღიური გაზეთი. თბილისი, 1917. 18 ნოემბერი. № 106. გვ. 1.
1907წ. ბარისახო (დუშეთი) ღვთიმშობლის ეკლესია 1908წ. ჩარგალის (დუშეთი) წმიდა გიორგის ეკლესია თელავის მაზრა 1904წ. მედავითნე, ქაისხევი (დუშეთი) წმიდა გიორგის ეკლესია 1902წ. მედავითნე ხორხი (დუშეთი) წმიდა გიორგის ეკლესია
საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრი მწუხარებით იუწყება, რომ ამა წლის 9 სექტემბერს გარდაიცვალა სოფ. კეხიჯვრის წმ. გიორგის სახელობის დედათა მონასტრის კეთილმოწესე, მორჩილი ვერა (ვერიკო ხუციშვილი) და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.
ხუციშვილი გიორგი მედავითნე 1886წ. ერკოტა (ასპინძა) მაცხოვრის ეკლესია 1897წ. ტოლოში (ასპინძა) თეოდორე ტირონის ეკლესია 1897წ. ტოლოში (ასპინძა) თეოდორე ტირონის ეკლესია 1898წ. ქვენატკოცა (ქარელი) მაცხოვრის ეკლესია 1882წ. წრომი (ხაშური) მაცხოვრის ამაღლების ეკლესია
ხუციშვილი პავლე 1871, 1879წ. დიაკონი, ბორჯომი წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია 1897წ. მღვდელი, დვირი (ბორჯომი) მთავარანგელოზის ეკლესია 1897წ. მღვდელი. ჭობიხევი (ბორჯომი) მაცხოვრის ფერიცვალობის ეკლესია
ხუციშვილი სვიმონ (სიმონ) მედავითნე 1879წ. მედავითნე, 1886წ. მღვდელი ბორჯომი წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია 1886-1910წ. მღვდელი ყვიბისი (ქვაბისი) (ბორჯომი) მთავარანგელოზის ეკლესია
ხუციშვილი ნიკოლოზ გრიგოლის ძე 1877-81 წლებში ვაკისუბნის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი. 1886წ. კამერალური აღწერა ხაშურის რაიონი სოფელი წვიმოეთი. 1909წ. კავთისხევი (კასპი) წმიდა გიორგის ეკლესია 1887წ. მეტეხი (კასპი) ღვთიმშობლის მიცვალების (მიძნების) ეკლესია 1890წ. სასირეთი (კასპი) წმიდა გიორგის ეკლესია 1881-1892წ. ქუთაისი წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარი
ხუციშვილი ხარლამპ ნიკოლოზის ძე (1868 -1956წწ.). დეკანოზი დაბ. ყვარელი ავლაბრის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესია, ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. საპატრიარქოს უწყებანი. თბილისი, 2018. 15-21 ნოემბერი. N 33 (903). გვ. 18-20. 1905წ. დიაკონი, ბორჯომი წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია
ხუციშვილი ნიკოლოზი მედავითნე 1907წ. ყვარელი ნათლისმცემლის შობის ეკლესია თელავის მაზრა 1911წ. ხვითი (ქვემო) (კასპი) ღვთიმშობლის მიძინების ეკლესია 1900-1911წ. დირბი (ქარელი) წმიდა თეოდორე ტირონის ეკლესია 1885წ. სანებელი (ქარელი) ნიკოლოზის ეკლესია
24 აგვისტოს ქვათახევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერში სამთავისისა და გორის მთავარეპისკოპოსმა ანდრიამ (გვაზავა) ბერად აღკვეცა მორჩილები: კახა ბეროძე (სახელად ეწოდა დავითი), იასონ ხუციშვილი(სახელად ეწოდა ანტონი), ზაზა ქობალია (სახელად ეწოდა გრიგოლი) და ოთარ ქარუმიძე (სახელად ეწოდა ისიდორე). ბერი დავით გორის სამღვდელმთავრო რეზიდენციაში დაადგინეს, ხოლო – ბერი ანტონი, ბერი გრიგოლი და ბერი ისიდორე _ ქვათახევის მონასტერში გაამწესეს.
ხუციშვილი ამბროსი - იღუმენი.
2011 წლის 26 აპრილს დაჯილდოვდა: ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით, წმინდა მარიამ მეგვიპტელის სახელობის მონასტრის წინამძღვარი.
26 აპრილს მახათის მთის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მამათა მონასტერში სადღესასწაულო წირვა აღავლინა ჭყონდიდელმა მიტ- როპოლიტმა პეტრემ (ცაავა). მსახურების შემდეგ ტაძარი მოილოცა სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ. მან გადაიხადა სამადლობელი პარაკლისი და დალოცა მრევლი. ქადაგების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ დააჯილდოვა მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება:არქიმანდრიტის წოდებით -- წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი გიორგი (მიქაძე); ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით -–– აღდგომის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი ნიკოლოზი (ღვინიაშვილი), წმინდა მარიამ მეგვიპტელის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი ამბროსი (ხუციშვილი), წმინდა ათანასაე ათონელის სახელობის მონასტრის წინამძლვარი, მღვდელ-მონაზონი ათანასე (ბუაძე), კარსანის წმინდა ნინოს სახელობის მონასტრის წინამძღვარი, მლვდელ-მონაზონი თეოდოსი (ზარიძე) და სულთმოფენობის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი ანტონი (ნოზაძე); ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით -- მახათის მთის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლწს ხატის სახელობის მონასტრის მღვდელმსახური, მღვდელი იაკობ მახნიაშვილი.
ხუციშვილი გურამი - მღვდელი.
2017 წლის 05 თებერვალს დიაკვნად კურთხევა. ნაძალადების ღვთისმშობლის შობის ტაძარი
5 თებერვალს გორის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახ. საკათედრო ტაძარში გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო აკადემიის II კურსის სტუდენტი გურამ ხუციშვილი. დიაკვანი გურამი თბილისის ნაძალადევის
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახ. ტაძარში იმსახურებს.