თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
გრიგოლ (გაბრიელ) ბესარიონის ძე ჩხაიძე გამოირჩეოდა. იგი ბერი იყო და შთამომავლობა არ დარჩენია. სხვადასხვა დროს უმოღვაწია გელათის, კაცხის, ჯრუჭის მონასტრებში. იყო წმინდა მღვდელმთავარ გაბრიელ (ქიქოძე) ეპისკოპოსის „პირადი მოძღვარი, მესაიდუმლე და ეკონომოსი“ (მელიტონ კელენჯერიძე, „გაბრიელ ეპისკოპოსი იმერეთისა“). გარდაცვლილა. 1912 წელს ქალაქ ქუთაისის საავადმყოფოში, თებერვლის თვეში. დაკრძალულია გელათის მონასტერში. გარდაცვალებამდე იგი არქიმანდრიტის ხარისხში
ჩხაიძე მარიამი - იღუმენია.
2011 წლის 27 იანვარს დაჯილდოვდა: ოქროს ჯვრითა და იღუმენიას წოდებით, ორთუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი.
27 იანვარს ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით დააჯილდოვა რუისისა-ურბნისის ეპარქიაში მოღვაწე მონაზვნები.
ოქროს ჯვრითა და იღუმენიას წოდებით:
ურბნისის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი ბარბარე (გეგიძე); ბებნისის წმინდა თეოდორე ტირონის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი ეკატერინე (ელოშვილი); მერეს მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი მარიამი (კურტანიძე); ორთუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი მარიამი (ჩხაიძე); ქვიშხეთის მაცხოვრის აღდგომის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი ანთია (თავართქილაძე).
ჩხაიძე ეპიფანე სილიბისტროს ძე - მთავარხუცესი.
1871-1937წწ
მღვდელმთავარი, სწირავდა ლანჩხუთის "ცენტრის ეკლესიაში" (წმ. გიორგის ეკლესია). გარდა ამისა, დაკავებული იყო საზოგადოებრივი საქმიანობით: 1915 წლიდან იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ლანჩხუთის განყოფილების ნამდვილი წევრი,დააარსა სასოფლო-სამეურნეო ბაღი ჩაის პლანტაციებით და სუბტროპიკული ხეხილით, იქვე ჩადგა პატარა ოდა სახლი, რომელიც შემდგომში ტექნიკუმად გადაკეთდა.აქ მრავალი მომავალი მომავალი აგრონომი და აგროტექნიკოსი სწავლობდა.
1930-იან წლებში, წმინდა გიორგის ეკლესიის დანგრევის შემდეგ, ეპიფანე ჩხაიძეს მღვდლობა აუკრძალეს, ანაფორა გახადეს. ერთი პერიოდი ქალთა პროგიმნაზიაში მასწავლებლობდა.
1937 წელს ეპიფანე ჩხაიძე დააკავეს. ბრალად დასდეს, რომ იყო მემარჯვენეთა კ/რ ორგანიზაციის წევრი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბესო კვირკველია. კავშირი ჰქონდა კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელ პარმენ ცინცაძესთან. კ/რ კავშირი ჰქონდა ყოფილ მენშევიკებთან და ანტისაბჭოთა ელემენტებთან: პ. ჟორდანიასთან, ვ. ებრალიძესთან, ი. მახარაძესთან, მათთან ერთად მართავდა ა/ს საუბრებს და მხარს უჭერდა მენშევიკურ დებულებებს.
1937 წლის 21 ოქტომბერს გაასამართლეს. "განსაკუთრებული სამეულის" სხდომაში მონაწილეობდნენ: რაფავა, წერეთელი, ტალახაძე, მდივანი - მოროზოვი. მღვდელს მიესაჯა დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაცია.
ეპიფანე ჩხაიძე დახვრიტეს 1937 წლის 31 ოქტომბერს.
წყარო: ლანჩხუთის მოძღვარი, 2005, №13.
სტალინური სიები საქართველოდან.
გვერდი მადლობას უხდის ნუკა გაგუას, რეპრესიების შესახებ წიგნის - "პარალელური ნაპირი" (გამომცემლობა "ინტელექტი", 2022) - ავტორს, ფოტოსა და ინფორმაციის მოწოდებისთვის.
1934 წლის 29 იანვარს იტრიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი არტემ ჩხაიძე დახმარებას ითხოვს ადგილობრივი ხელისუფლების უსამართლო საქციელიდან გამომდინარე. საქმე ისაა, რომ ტაძრის დღესასწაულზე, 28 აგვისტოს მრევლმა ეკლესიას შესწირა ხუთი ფუთი ხორბალი სეფისკვერის გამოსაცხობად, რომელიც მამა არტემმა ტაძარში შეინახა. 1933 წლის 21 სექტემბერს სტალინარის რაიონის (ეხლანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტი) თავჯდომარე არჩილ ხვედელიძე მილიციელ შალიკო გაჩეჩილაძის თანხლებით მივიდა ეკლესიაში, ძალის გამოყენებით წაართვეს მღვდელს გასაღები, გააღეს ტაძარი და წაიღეს აღნიშნული ხორბალი, რისი მომსწრენიც სურამის თემის მცხოვრებნი გახდნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით მოძღვარმა ადგილობრივ მთავრობაში საქმე აღძრა, მაგრამ ოთხი თვის ძიების შემდეგ მას განუცხადეს, რომ პურის ეკლესიიდან გატანა კანონიერი გზებით მოხდა. შეშფოთებული და დამცირებული მღვდელი სამართლის აღდგენას ითხოვდა. ეპარქიაში იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა საეკლესიო საბჭოს ჩაგდებული ჰქონდა ხელში ეკლესიის შემოსავალ-გასავალი, შეთანხმებულად მოქმედებდნენ ადგილობრივ ხელისუფლებასთან და არ ემორჩილებოდნენ საეკლესიო მმართველობას.
7 მარტს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრაში არქიმანდრიტმა იოანემ (მჭედლიშვილი) ბერად აღკვეცა იმავე ლავრის მორჩილები: იოანე ჩხაიძე -– სახელად უწოდა სერაფიმე, გაბრიელ ჭანკვეტაძე -– სახელად უწოდა სტეფანე და რომანოზ მეგრელიძე -– სახელად უწოდა გაბრიელი.
ჩხაიძე იაკობ 1860წ. დიაკონი ძიმითი (ოზურგეთი) წმიდა კვირიკეს ეკლესია 1883წ. მღვდელი ძიმითი (ოზურგეთი) თავადი დათა გუგუნავას კარის ღვთიმშობლის ეკლესია 1883წ. ნაგომარი (ოზურგეთი) წმ. მარინეს ეკლესია
ჩხაიძე ბესარიონ 1840წ. დიაკონი ასკანა (ოზურგეთი) წმიდა გიორგის ეკლესია 1841წ. დიაკონი ვანი წმ. გიორგის ეკლესია 1865, 1869წ. მღვდელი ფიჩხისჯვარი (მზიანი, ასკანა, ოზურგეთი) ღვთიმშობლის ეკლესია
ჩხაიძე ნიკოლოზ მღვდელი, 1860, 1874წ. აცანა (ლანჩხუთი) მაცხოვრის ეკლესია, 1877წ. აკეთი (ზემო, ლანჩხუთი) წმიდა გიორგის ეკლესია 1871-1916წ. ფიჩხისჯვარი (მზიანი, ასკანა, ოზურგეთი) ღვთიმშობლის ეკლესია
მღვდელი ნიკოლოზ ბესარიონის ძე ჩხაიძის შესახებაც, რომელიც 1909 წელს ოზურგეთის მაზრის სოფელ ფიჩხისჯვრის (დღევანდელი სოფელი მზიანი) ღვთისმშობლის ეკლესიის წინამძღვრადაა მოხსენიებული. მეტად შთამბეჭდავია ერთ-ერთი ძმის სერაპიონ ბესარიონის ძე ჩხაიძის მოღვაწეობა. იგი ამ მიზნით აფხაზეთში, კერძოდ, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ჯგერდში, 1877 წელს სრულიად ახალგაზრდა, 25 წლის ასაკში ჩასულა.
ჩხაიძე მიხაილ მღვდელი 1899-1916წ. ბოდავი (დუშეთი) წმიდა გიორგის ეკლესია 1892წ. უკანაფშავი (დუშეთი) ღვთიმშობლის შობის ეკლესია 1878წ. შუაფხო (უკანაფშავი, დუშეთი) წმიდა გიორგის ეკლესია