სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12239

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ყველა ეკლესია

ყულიშკარი (ზუგდიდი) წმიდა გიორგის ეკლესია

ყულიშკარი (ზუგდიდი) წმიდა გიორგის ეკლესია

სულ რაოდენობა: 25

ბმულის კოპირება

ყულიშკარის წმინდა გიორგის მამათა მონასტერი

ყულიშკარის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი განთქმულია სამეგრელოს მასშტაბით. სახელწოდება ,,ყულიშ-კარი'' სწორედ ,,ყულის'' ხატ-სალოცავთანაა დაკავშირებული. ექვთიმე თაყაიშვილი XX ს-ის დასაწყისში წერდა: ,,ამ ეკლე-
გვ176

სიაში ინახება სასწაულთმოქმედი ჯვარი, ანუ როგორც მეგრელები უწოდებენ, ყულის-კარის ხატი.
ეს ჯვარი განთქმულია მთელს სამეგრელოში თავისი სიძლიერით. ამას მოსდის აუარებელი თაყვანისმცემელი და შესაწირავი, მეგრელს არც  ერთი ხატი და ჯვარი ისე არა სწამს და სასწაულთ-მოქმედად არ მიაჩნია, როგორც ,,ყულის-კარის ხატი''. ისტორიკოს დავით ჭითანავას ისტორიოგრაფიული კვლევის მიხედვით ტერმინი ,,ყულ'' ნიშნავს ,,სალაპარაკო'', ,,სასჯაბაასო'',
,,სამსჯავრო-სასამართლო'' ადგილს, ხოლო ,,კარ'' _ მცირე დასახლებას.
ისტორიკოსთა აზრით, ყულისა და ილორის სალოცავები ქრისტიანობამდელ ხანაში ,,ცის ღმერთის”, ,,სამყაროს გამგებლის'' ანუ მეგრულად ,,ჟინი ანთარის'' სალოცავებს წარმოადგენდნენ. 
გადმოცემის თანახმად, ყულის ხატი როგავების გვარს სვანეთიდან ჩამოუსვენებია. მათ, თავდაპირველად, ხატი  დაუსვენებიათ ყულიშკარში იმ ადგილას, რომელსაც დღესაც  ,,ჯეგე-ფერდი'' (წმ. გიორგის ფერდობი) ჰქვია და პატარა ხის  ეკლესია აუშენებიათ. მოგვიანებით, ადგილობრივი მხეიძეების დახმარებით, ქვის ეკლესია აუგიათ და ხატი აქ დაუბრძანებიათ.  ტაძრის მშენებლობის პერიოდად XIX საუკუნის 20-30-იან წლებს მიიჩნევენ.
ხალხში შემონახული გადმოცემით, 6 მაისს ყულიშკარის ეკლესიაში ოდითგანვე აღნიშნავდნენ ყულიშკარის სასაწაულთმოქმედი წმ. გიორგის ხატის დღეს.
ამ დღეს ილორიდან მოაბრძანებდნენ ილორის წმ. გიორგის ხატს, ალერტიდან _ ალერტის, იგივე საჭურღულიო წმ. გიორგის ხატს და ამ  სამი ხატის ძმობის დღესასწაული იწყებოდა, რაც მუდმივად ყულიშკარში ტარდებოდა. ამ დღეს მთელი აფხაზეთიდან ჩამოდიოდნენ მოსალოცად და დღესასწაული იმართებოდა. 
XIX საუკუნეში ამ ეკლესიის მღვდელმსახურები იყვნენ ადგილობრივი როგავებისა და მაქაცარიების გვარის წარმომადგენლები.
გვ177

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, XX საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში, ღვთისმსახურება იძულებით შეწყდა  როგორც მთელ საქართველოში, ისე ყულიშკარის წმ. გიორგის ტაძარშიც. გამონაკლისების გარდა, ეკლესიები ყველგან  დაანგრიეს. საბედნიეროდ, სიძველისა და ხელოვნების ძეგლთა დაცვის კომიტეტის განკარგულებით, დანგრევას გადაურჩა ყულიშკარის წმ. გიორგის ქვის ტაძარი, რომელმაც, ღმრთის მადლით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენამდე მოაღწია.
საბჭოთა ხელისუფლების მიერ ეკლესიების დაკეტვის შემდეგ, სამეგრელოს მუზეუმის დირექტორის აკაკი ჭანტურიას  მონდომებით, ყულიშკარის ჯვარი (წმ. გიორგის ხატი) და მარი ბროსეს მიერ მოხსენიებული, ზემოთ აღნიშნული ყულალავერდის წმ. გიორგის ხატი სხვა სიწმინდეებთან ერთად ზუგდიდის მუზეუმში განათავსეს. 
გასული საუკუნის 90-იან წლებში აქ ღვთისმსახურებას ასრულებდა დეკანოზი ამირან შენგელია, შემდგომ კი სხვა სასულიერო პირები მსახურობდნენ. მიუხედავად ამისა, მუდმივად არ აღევლინებოდა საღმრთო ლიტურღია და თვით ტაძრის ნაგებობაც აღდგენას საჭიროებდა. ამ დროს გამოჩნდა ღმრთისნიერი ადამიანი, ქალბატონი თამარ ფიფია. მან 2010 წელს საკუთარი სახსრებით ისევ აღადგინა ტაძარი. კეთილმოეწყო ეზო, მიმდებარე ტერიტორია, აშენდა სამრეკლო და საცხოვრებელი ნაგებობები ბერებისთვის. ამავე წელს აქ დაარსდა მამათა მონასტერი. 
ქტიტორი თამარ ფიფია განისვენებს ყულიშკარის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის ეზოში.
ყულიშკარის წმ. გიორგის მამათა მონასტერში 2010 წლიდან წინამძღვარია იღუმენი ექვთიმე (ახალაია).
აქ მოღვაწეობენ: ბერი გიორგი (გაბუნია); მორჩილები: გიორგი ლაგვილავა, მერაბ ქვარცხავა; მედავითნე იაკობ შონია; სტიქაროსნები:  შოთა ქარჩავა, ნიკოლოზ ფარცვანია, ირაკლი მაქაცარია, ირაკლი ესებუა, ევსტატი მაქაცარია, გიორგი ჭეჟია. 
გვ178

1877 წელს მოინათლა 18 ბავშვი, ჩატარდა 7 ჯვრისწერა

1888 წელს მოინათლა 23 ბავშვი, ჩატარდა 13 ჯვრისწერა

1897 წელს მოინათლა 21 ბავშვი, ჩატარდა 13 ჯვრისწერა

1908 წელს მოინათლა 33 ბავშვი, ჩატარდა 11 ჯვრისწერა


როგავა ეგნატე - მღვდელი. სრულად ნახვა
როგავა დიონოზ - მედავითნე. სრულად ნახვა
როგავა გაბრიელი - მღვდელი. სრულად ნახვა
როგავა ნიკოლოზი - მედავითნე. სრულად ნახვა
როგავა იესე - მღვდელი. სრულად ნახვა

ჭურღულია  იოაკიმ მედავითნე 1871წ. ალავერდი (ზუგდიდის მაზრა) წმიდა გიორგის ეკლესია 1884წ. ყულისკარი (ზუგდიდი) წმიდა გიორგის ეკლესია


სრულად ნახვა
ხუბულავა სამსონი - მედავითნე. სრულად ნახვა
ანთელავა იოანე - მედავითნე. სრულად ნახვა
მაქაცარია მარკოზ - მღვდელი. სრულად ნახვა
მაქაცარია მიხეილ - მღვდელი. სრულად ნახვა
წულაია იოანე (ივანე) - დიაკვანი. სრულად ნახვა

ხორავა  სპირიდონ მედავითნე 1893წ. ყულისკარი (ზუგდიდი) წმიდა გიორგის ეკლესია


სრულად ნახვა
წულაია იოანე (ივანე) - დიაკვანი. სრულად ნახვა
მაქაცარია მიხეილ - მღვდელი. სრულად ნახვა
როგავა გრიგოლ მიხეილის ძე მღვდელი
როგავა გრიგოლ მიხეილის ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
უგულავა ბაგრატი - მედავითნე. სრულად ნახვა
სართანია იოსებ - მედავითნე. სრულად ნახვა
სართანია ლუკა - მედავითნე. სრულად ნახვა
შენგელია ამირანი დეკანოზი
შენგელია ამირანი - დეკანოზი. 1945-2001წწ დაბ. ჩხოროწყუ. სრულად ნახვა
ახალაია ექვთიმე იღუმენი
ახალაია ექვთიმე - იღუმენი. დაბ. სოფ. ინგირი (ზუგდიდი) 1974წ.  ბიოგრაფია; სრულად ნახვა
ფაჟავა ლაზარე ბერ-დიაკვანი
ფაჟავა ლაზარე - ბერ-დიაკვანი. დაბ. ზუგდიდი 1962-2015წწ.  დაკრძ. იქვე სრულად ნახვა
ქუთელია გიორგი (გურამ) ბერი
ქუთელია გიორგი (გურამ) - ბერი. დაბ. 1950წ. 2006 წლის 11 მარტს ბერად აღკვეცა. ბერი ყულიშკარის მამათა მონასტერი ბიოგრაფია სრულად ნახვა
გაბუნია  გიორგი ბერი
გაბუნია გიორგი - ბერი. დაბ. თბილისი 1967წ. ბიოგრაფია; სრულად ნახვა
ლაგვილავა გიორგი - მორჩილი. სრულად ნახვა
ქვარცხავა მერაბ - მორჩილი. სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
ფიფია თამარ - ტაძრის აღმშენებელი.

2010წ. ყულიშკარი (ზუგდიდი) წმიდა გიორგის ეკლესია დაკრძ. იქვე

სრულად ნახვა
შონია იაკობ - მედავითნე.

2023წ. მდგომარეობით ყულიშკარი (ზუგდიდი) წმიდა გიორგის ეკლესია

სრულად ნახვა
ქარჩავა შოთა - სტიქაროსანი.

2023წ. მდგომარეობით ყულიშკარი (ზუგდიდი) წმიდა გიორგის ეკლესია

სრულად ნახვა
ფარცვანია ნიკოლოზი - სტიქაროსანი.

2023წ. მდგომარეობით ყულიშკარი (ზუგდიდი) წმიდა გიორგის ეკლესია

სრულად ნახვა
მაქაცარია ირაკლი - სტიქაროსანი.

2023წ. მდგომარეობით ყულიშკარი (ზუგდიდი) წმიდა გიორგის ეკლესია

სრულად ნახვა
მაქაცარია ევსტატი - სტიქაროსანი.

2023წ. მდგომარეობით ყულიშკარი (ზუგდიდი) წმიდა გიორგის ეკლესია

სრულად ნახვა
ესებუა ირაკლი - სტიქაროსანი.

2023წ. მდგომარეობით ყულიშკარი (ზუგდიდი) წმიდა გიორგის ეკლესია

სრულად ნახვა
ჭეჟია გიორგი - სტიქაროსანი.

2023წ. მდგომარეობით ყულიშკარი (ზუგდიდი) წმიდა გიორგის ეკლესია

სრულად ნახვა