XIX საუკუნის მიწურულს სოფ. ლიის მოსახლეობას ტაძრის აშენება გადაუწყვეტია, მაგრამ საამისოდ ტერიტორია ვერ
შეურჩევია. მახარიის უბანში მცხოვრები კუხალეიშვილები სოფ. კინჩხიდან დადიანებს ჩამოუყვანიათ და ყოფილი ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაუსახლებიათ.
მათ ტაძრის ასაშენებლად თავიანთ კუთვნილებაში არსებული მიწა იმ პირობით შეუთავაზებიათ, თუ ტაძარი წმ. გიორგის სახელობის იქნებოდა. ღვთის შეწევნით,
დაპირებისამებრ, წაბლის ხის მასალისგან ულამაზესი წმ. გიორგის ტაძარი აუგიათ. ტაძარში პირველი მსახურება აღავლინა მღვდელმა პავლე ჭანტურიამ.
მისი ლოცვა-კურთხევით 1910 წლის სექტემბერში გაიხსნა მახარიის სამრევლო-საეკლესიო სკოლა, რომელიც დაქვემდებარებული იყო ზუგდიდის მაზრის
სამეგრელო-გურიის ეპარქიალურ სასწავლო საბჭოს. ამ სკოლის გამგე-მასწავლებლად დანიშნეს სკოლის გახსნის ერთერთი ორგანიზატორი მიხეილ ფიფია.
ფიზიკური უძლურების გამო მამა პავლემ მსახურება ვერ შეძლო, ამიტომ ტაძარში მღვდელმსახურება გააგრძელა
მღვდელმა ნიკოლოზ ქუხილავამ. იგი დაკრძალულია ტაძრის სასაფლაოზე.
ათეიზმის ხანაში კომუნისტებს ტაძარი დაუნგრევიათ, მაგრამ უფალმა ტაძრის მოშლა არ ინება და ნაეკლესიარზე წმ.
გიორგის ტაძარი აშენდა. ამ საშვილიშვილო საქმეს სათავეში ჩაუდგა აწ განსვენებული, მხცოვანი მონაზონი დედა აკეფსიმა (ფიფია) და დაწყებული
საქმე ბოლომდე აღასრულა.
დედაომ მიაკვლია იმ სამშენებლო მასალას, რომლითაც პირვანდელი ტაძარი იყო აგებული და ისევ ტაძრის კუთვნილებაში დააბრუნა.
1984 წლის შემოდგომაზე ჭყონდიდის ეპისკოპოსმა ვახტანგმა (ახვლედიანი) აკურთხა ახლად აშენებული ტაძარი და
გვ151
დიდი ხნით შეწყვეტილი ღვთისმსახურება აღადგინა. ტაძარს მუდმივი ღვთისმსახური არ ჰყავდა და სხვადასხვა დროს
წირვა-ლოცვას აღავლენდნენ: დეკანოზი ამირან შენგელია, მღვდელი მიქაელ ასათიანი და დეკანოზი ანდრია კემულარია.
2000 წელს, ღვთის შეწევნით, ტაძარი გაფართოვდა და სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა. ხის კანკელი ქვით შეიცვალა, კედლები შეიღება,
სახურავი გამოიცვალა. განახლებული ტაძარი ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ აკურთხა და წინამძღვრად დაადგინა დეკანოზი
გაბრიელ გულორდავა, ხოლო 2003 წლიდან მახარიის ტაძრის წინამძღვარია დეკანოზი გალაკტიონ ფიფია.
|
ხვინგია მაქსიმე - მღვდელი.
1872წ.
მღვდელი
სრულად ნახვა
ხვინგია
მაქსიმე მღვდელი
ხვინგია
მაქსიმე მღვდელი 1884-1910წ. რიყე (ზუგდიდი) წმიდა გიორგის ეკლესია 1872წ. ლია (წალენჯიხა) წმიდა გიორგის ეკლესია
|
|
ქარდავა სოფრომი - მედავითნე.
1875წ.
მედავითნე
სრულად ნახვა
|
|
ბუაძე ნიკოლოზი - მედავითნე.
1877წ.
მედავითნე
სრულად ნახვა
ბუაძე ნიკოლოზ მედავითნე 1877წ. ლია (წალენჯიხა) წმიდა გიორგის ეკლესია
|
|
შეროზია ზოსიმე - მედავითნე.
1895წ.
მედავითნე
სრულად ნახვა
შეროზია ზოსიმე მედავითნე
შეროზია ზოსიმე მედავითნე 1895წ. ლია (წალენჯიხა) წმიდა გიორგის ეკლესია 1886წ. ხუდონი (წალენჯიხა) მაცხოვრის ეკლესია
|
|
ჭანტურია პავლე - მღვდელი.
1895-1918წ.
მღვდელი
სრულად ნახვა
ჭანტურია პავლე მღვდელი
ჭანტურია პავლე მღვდელი 1895-1918წ. ლია (წალენჯიხა) წმიდა გიორგის ეკლესია 1897წ. ლია (წალენჯიხა) ღვთიმშობლის ეკლესია
|
|
ნაკაშიძე მიხეილი - მედავითნე.
1912-1918წ.
მედავითნე
სრულად ნახვა
ნაკაშიძე მიხაილ მედავითნე
ნაკაშიძე მიხაილ მედავითნე 1896-1918წ. ლექარდე (წალენჯიხა) მაცხოვრის ეკლესია 1912წ. ლია (წალენჯიხა) წმიდა გიორგის ეკლესია 1911წ. ლია (წალენჯიხა) ღვთიმშობლის ეკლესია
|
|
ქუხილავა ნიკოლოზ - მღვდელი.
დაბ. სოფ. ტყაია, ზუგდიდი 1878-1932წწ ბიოგრაფია
1920-იანი -1932წ.
ღვთივგანისვენა
მღვდელი
დაკრძ. იქვე
სრულად ნახვა
|
|
ფიფია აკეფსიმა (აგრაფინა) - მონაზონი.
დაბ. სოფ. ჩქვალერი, წალენჯიხა 1921-2005წწ. ბიოგრაფია
1984წ.
ტაძრის აღდგენის ხელმძღვანელი
მონაზონი
სრულად ნახვა
|
|
შენგელია ამირანი - დეკანოზი.
1945-2001წწ დაბ. ჩხოროწყუ.
1990-იანიწ.
პერიოდულად
დეკანოზი
სრულად ნახვა
|
|
ასათიანი მიქაელი - დეკანოზი.
ღვთივგანისვენა 2020წ.
1990-იანიწ.
პერიოდულად
დეკანოზი
სრულად ნახვა
|
|
კემულარია ანდრია - დეკანოზი.
დაბ. 1969წ. ბიოგრაფია;
1990-იანიწ.
პერიოდულად
დეკანოზი
სრულად ნახვა
|
|
გულორდავა გაბრიელი - დეკანოზი.
დაბ. სოფ. აკვასკა, ოჩამჩირე 1960წ. სოფ. კახათის წმ. გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიის დირექტორი. ბიოგრაფია;
2000-2003წ.
დეკანოზი
სრულად ნახვა
|
|
ფიფია გალაქტიონი - დეკანოზი.
დაბ. სოფ. ჩხორია 1959წ დეკანოზი, წმ. გიორგისა და მახარიის მენელსაცხებლე დედათა ტაძრები ბიოგრაფია
2003-2024წ.
მდგომარეობით
დეკანოზი
სრულად ნახვა
|
| ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი |
|
სამუშია ეგნატე - მედავითნე, მგალობელი.
2023წ.
მდგომარეობით
ლია (მახარია, წალენჯიხა) წმიდა გიორგის ეკლესია
2023წ.
მდგომარეობით
ლია (წალენჯიხა) ღვთიმშობლის /წმ. გიორგის ეკლესია
სრულად ნახვა
|
|
სამუშია მზია - მედავითნე, მგალობელი.
2023წ.
მდგომარეობით
ლია (მახარია, წალენჯიხა) წმიდა გიორგის ეკლესია
სრულად ნახვა
|
|
მარღანია მაია - მედავითნე, მგალობელი.
2023წ.
მდგომარეობით
ლია (მახარია, წალენჯიხა) წმიდა გიორგის ეკლესია
სრულად ნახვა
|