სულ ნახვა : 8 384 577
სტატია : 54 608
ფოტო: 78 455

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ყველა ეკლესია

უდაბნო (ჩოხატაური) წმ იოანე ნათლიმცემლის სახელობის მონასტერი

უდაბნო (ჩოხატაური) წმ იოანე ნათლიმცემლის სახელობის მონასტერი

სულ რაოდენობა: 10

ბმულის კოპირება

უდაბნოს მონასტერი ჩოხატაურში, ნიგოით-საჯავახოს ქედის სამხრეთ კალთაზე, სოფელ შუაგანახლებაში მდებარეობს. უდაბნოს მონასტერი იოანე ნათლისმცემლის სახელობისაა და ორ ეკლესიას აერთიანებს: პირველი, რომელიც კლდეში ნახევრად არის გამოკვეთილი, ძველია. მეორე კი ქვით ნაშენი უგუმბათო ეკლესიაა, რომელიც 1858 წელს აუგიათ და მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი. მეცნიერთა მოსაზრებით, უდაბნოს მონასტერი მე-6 მე-9 საუკუნეების უნდა იყოს. მე-18 საუკუნის შუა ხანებში მონასტერი იოსებ ტუსკიას განუახლებია, რომელიც ისტორიულ საბუთებში "გურიელის კარის მოძღვრად", აგრეთვე "საჯუმათლოს მოწესედ, ქორეპისკოპოსად და მეომოფორედ" იხსენიება. მონასტერს მდიდარი წიგნთსაცავი ჰქონდა. მათ შორის ყოფილა ადიშის ცნობილი ოთხთავი - მე-9 საუკუნის, ხელნაწერის ენა მე-9 მე-10 საუკუნეებს განეკუთვნება. აქვე ინახებოდა "უდაბნოს მრავალთავის სახელით ცნობილი ხელნაწერი, რომელმაც ჩვენამდე არასრული სახით მოაღწია. ღვთისმსახურება უდაბნოს მონასტერში 1991 წლის 11 სექტემბერს, იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს აღდგა.



საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია, ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ.

ტუსკია იოსებ - ქორეპისკოსი. სრულად ნახვა
აბაშიძე ანტონ - წინამძღვარი. სრულად ნახვა
გამყრელიძე არსენ - არქიმანდრიტი. სრულად ნახვა
ტუსკია გაბრიელი ეპისკოპოსი
ტუსკია გაბრიელი - ეპისკოპოსი. დაბ. სოფ აცანა ლანჩხუთი 1799-1881წწ ბიოგრაფია  სრულად ნახვა
დარჩია გერასიმე - არქიმანდრიტი. 1822-1907წწ ბიოგრაფია; სრულად ნახვა
ქოჩაკიძე პორფირე - მღვდელმონაზონი. სრულად ნახვა
გამყრელიძე არსენი არქიმანდრიტი
გამყრელიძე არსენი - არქიმანდრიტი. სრულად ნახვა
ყაჭეიშვილი ისიდორე - დიაკვანი. სრულად ნახვა
ანდღულაძე პეტრე არქიმანდრიტი
ანდღულაძე პეტრე - არქიმანდრიტი. 2007 წლის 07 ოქტომბერს დაჯილდოვდა არქიმანდრიტის წოდებით. უდაბნოს წმ. იოანე ნათლისმცემლის  მონასტერი 2005წ. სრულად ნახვა
გურგენიძე  მარკოზი არქიმანდრიტი
გურგენიძე მარკოზი - არქიმანდრიტი. 2007 წლის 07 ოქტომბერს დაჯილდოვდა არქიმანდრიტის წოდებით. გურიის უდაბნოს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტრი სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი