ბატონმა ოთარ დარჯანიამ გარდაცვლილი დედის სახელზე სოფ. განმუხურში ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობით ღმრთისმშობლის მიძინების ტაძარი ააშენა.
2007 წელს მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე) აკურთხა ტაძრის საძირკველი, ხოლო 2013 წლის 25 ნოემბერს _ განმუხურის ღმრთისმშობლის სახელობის ტაძარი, რომლის წინამძღვრად დადგინდა დეკანოზი ლუკა ანთია. იგი ამ ტაძარში მოღვაწეობდა 2021 წლამდე. ამავე წლის 22 თებერვალს ტაძრის წინამძღვრად დადგინდა მღვდელი გიორგი თოლორაია. ტაძრის მედავითნეები არიან თამარ ახალაია და დავით მიშველია, სტიქაროსნები _ ნოდარ ხუფენია, გურამ ახალაია, ლევან ხუბუა და ამირან ანჩაბაძე.