რომელიც XX საუკუნეში საბჭოთა პერიოდის ათეისტებმა დაანგრიეს. სოფლის უხუცესი თაობის გადმოცემით, ტაძარი მთავარანგელოზთა სახელობის ყოფილა. ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს (შარაშენიძე) ლოცვა-კურთხევით ტაძრის მშენებლობა დაიწყო ადგილობრივმა მკვიდრმა ბადრი აბაკელიამ.
ძირითადი სამუშაოები შესრულდა ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით. მშენებლობის პერიოდში პარაკლისებს იხდიდა კახათის წმ. გიორგის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გაბრიელ გულორდავა.